დედა შვილთან ერთად უმამოდ ჩვენს სივრცეში იშვიათი მოვლენა არაა. ქალს შვილების მარტო გაზრდა ხშირად უწევს. ეს რაღაც მომენტში ნორმად იქცა, არადა ასე არაა. ამის შესახებ გულახდილად საუბრობს დედა, რომელიც შვილს მარტო ზრდის. მისი ნათქვამი გულისამაჩუყებელია. Paparazzi მარტოხელა დედის ფიქრებს გიზიარებთ.
მარტოხელა დედა – „ვაჟს მარტო ვზრდი. პრობლემები ამ მხრივ არასდროს მქონია. მუშაობას და ბავშვისთვის ყურადღებას მიქცევას ვასწრებდი. ჩემი ცხოვრება იდეალურად ორგანიზებული იყო. შვილთან ერთად დროს ყოველთვის მხიარულად ვატარებდი. ამის გამო არასდროს ვიტანჯებოდი. ახლახანს სხვა ქვეყანაში გადასვლა მოგვიწია. აქ, თითქოს თვალები ამეხილა. რას ნახავთ სათამაშო მოედანზე ჩვენთან? მხოლოდ დედები შვილებთან ერთად. ყველგან მხოლოდ დედები შვილებთან ერთად. თუნდაც ოჯახში მამა ცხოვრობდეს, თითქოს განზეა გამდგარი. ამ სურათს მიჩვეული ვარ, ეს ნორმალური იყო.
საზღვარგარეთ ასე არაა. სათამაშო მოედანზე ნახავთ ბევრ მამაკაცს, რომლებიც შვილებზე ზრუნავენ. ხშირად წყვილი შვილთან ერთად დროს ატარებს. ამის დანახვაზე გავაცნობიერე, რომ შვილზე მარტო ზრუნვით ვიტანჯები. ფიქრებმა მომიცვა. ყველგან და ყოველთვის ბავშვთან ერთად ვარ: სახლში, მაღაზიაში, მოედანზე. ვზრუნავ, რომ ჯანმრთელი და დანაყრებული იყო. მისი ცხოვრება, აღზრდა, განათლება ჩემს კისერზეა. სადღაც ფონურად ჩემი პატარა ცხოვრება ციმციმებს.
იცით, როგორც იქნა ჩემს თავს ამის შეგრძნების უფლება მივეცი. ნორმალური არაა, როცა ადამიანი თქვენთან შვილის ყოლას გადაწყვეტს და შემდეგ პასუხისმგებლობას გაურბის. ნორმალური არაა, როცა მძიმე ჭაპანის გაწევა მარტოს გიწევს. ჩვენთან ხშირად უყვართ თქმა: „შენ ერთადერთი არ ხართ, ყველას უჭირს“. დიახ, ასეა, მაგრამ მარტოხელა დედა ვარ და უფლება მაქვს ვიგრძნო ის, რასაც ვგრძნობ. რატომ არ შემიძლია გაბრაზება ან ტანჯვა? ის, რაც დამემართა, რთული და მწარეა. ჩემი ცხოვრება ორჯერ უფრო რთულია. ეს მხოლოდ უცხო ქვეყანაში გავაცნობიერე და საკუთარ თავს ამის შეგრძნების უფლება მივეცი. არ ვამბობ, რომ ამის გამო ბედნიერად ცხოვრება არ შემიძლია. ასე იქნება. ჩემს შვილს ყველაფერი კარგად ექნება. ოღონდ ამის მისაღებად ორმაგ საფასურს ვიხდი. წინსვლისთვის, ამის გაგება და მიღება მჭირდებოდა“.
რედაქციის მოსაზრება – ვფიქრობთ, რომ ეს დელიკატური საკითხია. ამ ქალის აზრები მოგვეწონა. მან გააცნობიერა და მიიღო, რომ უჭირს. ეს პირველი ნაბიჯია, რომ საკუთარი გრძნობების და ემოციების შეგრძნება ისწავლოთ. ესეც საკუთარი თავის სიყვარულზეა. საკუთარი შრომა არ უნდა გააუფასუროთ და სხვებს ამის გაკეთების უფლება არ უნდა მისცეთ. თუმცა ეს ჩვენი აზრია.