გოგრა კარტოფილით საოცარი კომბინაციაა. კარტოფილის ოლადებს აღარ ვწვავ, სუფრაზე გოგრით მომზადებული ახალი კერძი არაჟანთან და მწვანილთან ერთად გამაქვს. ყველს აუცილებლად ვუმატებ. ვერ მოწყდებით! Paparazzi გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ოქროსფერი ოლადები გოგრით და კარტოფილით. 2022 წლის შემოდგომის ჰიტია.
ინგრედიენტები:
- 0,5 კგ გოგრა
- 250 გ კარტოფილი
- 3 ს/კ ფქვილი
- 100 გ ხმელი ყველი
- 4 ს/კ მცენარეული ზეთი
- 20 გ ახალი კამა
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
- არაჟანი სუფრაზე გასატანად
მომზადების წესი:
- გოგრა გარეცხეთ, გაჭერით, შუაგულისგან (თესლი და ბოჭკოები) გაწმინდეთ, ქერქი მოაშორეთ. რბილობი საშუალო სახეხზე გახეხეთ. გოგრა შეგიძლიათ სამზარეულოს კომბაინით დააქუცმაცოთ.
- კარტოფილი გარეცხეთ, გაასუფთავეთ და გახეხეთ, როგორც ამას ოლადებისთვის აკეთებთ. კარტოფილი შეგიძლიათ დააბლენდეროთ. ეს უფრო მარტივი და სწრაფია. ზედმეტი წვენის ჩასხმა საჭირო არაა!
- ყველი გახეხეთ. მწვანილი წვრილად დაჭერით.
- კარტოფილი, გოგრა, ყველი და კამა აურიეთ. მარილი და წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ და აურიეთ. ფქვილი დაუმატეთ და ისევ აურიეთ.
- ცომს კარგად აურიეთ და კოვზით ცხელ ზეთზე მცირე კვერები მოათავასეთ. ორივე მხრიდან ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.
- მზა გოგრის ოლადები სუფრაზე არაჟანთან და მწვანილთან ერთად გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!
ახლა იცით, როგორ საინტერესოდ ჟღერს გოგრა კარტოფილთან ერთად. ოქროსფერი ოლადები აუცილებლად მოამზადეთ, არ ინანებთ. ბევრი შეგიძლიათ მიირთვათ, წონის მატების არ შეგეშინდეთ!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს