საკვები, რომელიც სისხლს ათხელებს

4

ადამიანის სისხლის მიმოქცევის სისტემა ძალიან რთულად არის მოწყობილი. მისი ფუნქციონირების უმცირესი შეფერხებაც კი შეიძლება სიცოცხლის ფასად დაჯდეს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია გულის მდგომარეობის, სისხლძარღვების და სისხლის სისქის მონიტორინგი, რადგან თუ წითელი სითხე ძალიან სქელია, ამან შეიძლება გამოიწვიოს თრომბების წარმოქმნა. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გეტყვით, რომელი საკვები ათხელებს სისხლს. ბუნებრივი მიკროელემენტები მედიკამენტებს არ ჩამოურჩება.

რომელი საკვები ათხელებს სისხლს?

დღეს გაგიზიარებთ ღირებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი საკვები ათხელებს სისხლს. სპეციალისტები გვირჩევენ მათ ყოველდღიურ რაციონში ჩართვას, რათა თავიდან ავიცილოთ გულის პრობლემები და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. ეს პროდუქტები სასარგებლოა არა მხოლოდ სისხლის მიმოქცევის სისტემისთვის, არამედ სხვა ორგანოებისთვისაც.

ზეთისხილის ზეთი

ის შეიცავს სპეციალურ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ამცირებენ თრომბოციტების აქტივობას. შესაბამისად, სისხლი ნაკლებად სქელი ხდება. რა თქმა უნდა, არ უნდა გადააჭარბოთ, რადგან თრომბოციტები უაღრესად მნიშვნელოვანია სისხლდენის დროს სისხლის შეჩერების პროცესისთვის. დადებითი ეფექტის მისაღებად საკმარისია ზეთის მიღება კვირაში ერთხელ მაინც. ზეთი შეგვიძლია გამოვიყენოთ სალათების მოსამზადებლად ან უბრალოდ იტალიურ პურთან ერთად მივირთვათ. თუმცა შეწვისას მისი თვისებები იკარგება.

ჯანჯაფილი

ჯანჯაფილის აქტიურ ნივთიერებას, რომელიც ათხელებს სისხლს, სალიცილატი ეწოდება. ეს მჟავა ასპირინის ბუნებრივი ანალოგია. ალბათ გსმენიათ, რომ მისი დალევა განსაკუთრებით რეკომენდებულია სისხლის გასქელებისა და თრომბის წარმოქმნის რისკის შემთხვევაში. რატომ არ უნდა ჩავანაცვლოთ აბები ნატურალური პროდუქტით?

გვირილის ჩაი – სისხლის გამათხელებელი პროდუქტების სიაშია

გვირილის მრავალ სასარგებლო თვისებებს, ასევე შეგვიძლია დავამატოთ ისიც, რომ იგი ითვლება ბუნებრივ ანტიკოაგულანტად. ანუ ზეთისხილის ზეთის მსგავსად ამცირებს თრომბოციტების აქტივობას. შესაბამისად, სისხლის შედედება დაბალია. გარდა ამისა, გვირილა ძალიან კარგ გავლენას ახდენს ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე.

წყალი

რა თქმა უნდა, სისხლის სისქე დამოკიდებულია ორგანიზმში სითხის დონეზე. თუ არ სვამთ საკმარის წყალს, თრომბის განვითარების რისკი იზრდება. არ დაგავიწყდეთ, რომ ზრდასრულმა ადამიანმა უნდა დალიოს მინიმუმ 1,5 ლიტრი წყალი დღეში.

დარიჩინი

ნაცნობი სუნელი კარგია არა მხოლოდ ნამცხვრების გამოცხობისთვის. ის შეიცავს სპეციალურ ელემენტს, რომელსაც კუმარინი ეწოდება. სწორედ მის ბაზაზე მზადდება სისხლის გამათხელებელი მედიკამენტები. ამიტომ ექსპერტები გვირჩევენ კერძებსა და სასმელებში დარიჩინის დამატებას. თუმცა, არ უნდა გამოიყენოთ იგი იმავე ეფექტის მქონე სხვა პრეპარატებთან ერთად.

წითელი ღვინო

ვის არ სმენია, რომ წითელი ღვინო სისხლისთვის კარგია? და ეს მართლაც ასეა! ის შეიცავს პოლიფენოლს, ანტიოქსიდანტს, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედების მაჩვენებლის გაზრდას. ეს ამცირებს თრომბოზის რისკს. რა თქმა უნდა, ასეთი პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნას ზომიერად.

ახლა თქვენ უკვე იცით, რომელი საკვები ათხელებს სისხლს. სულაც არ არის საჭირო მხოლოდ აბების გამოყენება. სრულიად შესაძლებელია, რომ რაციონის ცვლილებამ ხელი შეუწყოს თქვენი პრობლემის მოგვარებას. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს