მან უარი მითხრა ცოლად მოყვანაზე, როდესაც გაიგო, რომ ორსულად ვიყავი

2494

სანდროს სრულიად შემთხვევით შევხვდი ქუჩაში. მე მიმქონდა საქაღალდე მნიშვნელოვანი დოკუმენტებით, ის კი სადღაც მიიჩქაროდა და დამეჯახა. ბოდიში მომიხადა და საბუთების შეგროვებაში დამეხმარა, შემდეგ კი კაფეში დამპატიჟა.საღამოს შევხვდით, გავიცანით ერთმანეთი და ძალიან მოგვეწონა. დავიწყეთ შეხვედრები. ის ჩემზე 8 წლით უფროსი იყო, ჰქონდა საკუთარი სამშენებლო ბიზნესი, იყო სიმპათიური და წარმატებული. მეც მაშინვე შემიყვარდა და თავი ძალიან იღბლიან ქალად ჩავთვალე.

ახალი წელი ერთად აღვნიშნეთ. შემდეგ თავისი ბინის გასაღები მომცა და მე მასთან გადავედი საცხოვრებლად. დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან მალე შემომთავაზებდა მისი ცოლი გავმხდარიყავი, მაგრამ ის არ ჩქარობდა.ორი თვის შემდეგ კი გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. ძალიან გამიხარდა, უდიდესი ბედნიერებაა საყვარელი ადამიანისგან შვილის გაჩენა.მაგრამ როდესაც სანდროს ვუთხარი ჩემი ორსულობის შესახებ, საერთოდ არ გაუხარდა:

  • ბოდიში, ორ დღეში მივლინებაში უნდა წავიდე…

სამსახურში მომაკითხა და ბინის გასაღები წაიღო.საერთო საცხოვრებელში დავბრუნდი. სანდროს აღარ დაურეკავს. მივხვდი რომ მიმატოვა. ისეთი დამწუხრებული და მოწყენილი ვიყავი, არ ვიცოდი რა მექნა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან მინდა ბავშვის გაჩენა, რომ უკვე მიყვარს ჩემი შვილი!ერთხელ გადავწყვიტე მაინც წავსულიყავი სანდროსთან და დავლაპარაკებოდი. კარგა ხანს ვრეკავდი კარზე. ბოლოს მაღალმა, ლამაზმა გოგონამ გამიღო კარი.

  • სანდროს დაუძახეთ!
  • სახლში არ არის! ის მივლინებაშია!
  • და შენ ვინ ხარ?
  • მე მისი საცოლე ვარ! – მიპასუხა გოგონამ.უბრალოდ შემოვბრუნდი და წამოვედი…მშობიარობამ გართულების გარეშე და სწრაფად ჩაიარა. ბებია ქალმა სიხარულით მითხრა:
  • გილოცავ, დედიკო! მშვენიერი გოგონა გყავს!

ჩემს ცხოვრებას აზრი დაუბრუნდა. ელენე ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი გახდა მთელ მსოფლიოში.დამენიშნა მარტოხელა დედის შემწეობა. მთელი ერთი წელი ვიარსებე ამ ფულით, შემდეგ კი ვიპოვე რამდენიმე სამუშაო. ღამით სტუდენტებს ვუწერდი დიპლომებსა და საკურსოებს, დღისით ვასუფთავებდი სადარბაზოებს ახლომდებარე სახლებში. ეს არ იყო ადვილი, მაგრამ ჩემი ქალიშვილის გულისთვის მზად ვიყავი ყველაფრისთვის.

ყველაფერი კარგი იყო, ელენე იზრდებოდა, მაბედნიერებდა მისი პირველი სიტყვები, პირველი ნაბიჯები, პირველი ღიმილი, მშვიდი და კარგი გოგო იყო.შემდეგ კი უცებ ავად გახდა. ექიმებმა არც კი იცოდნენ რა დაავადება იყო ეს. ბავშვის სხეული რაღაც გაუგებარი გამონაყარით იყო დაფარული. ექიმები მკურნალობდნენ, ჩაუტარეს სხვადასხვა პროცედურები, გავიარეთ ტესტები, მაგრამ არაფერი უშველა.ერთ დღეს საავადმყოფოში ახალი ექიმი მოვიდა. მან ჩემს პატარას ახალი წამალი გამოუწერა, მაგრამ გამაფრთხილა, რომ მისი შოვნა ძალიან რთული იყო და თან ძვირი ღირდა.

  • მაგრამ ეს აუცილებლად დაეხმარება თქვენს გოგონას!ეს უკვე ჩემი უკანასკნელი იმედი იყო.სწორედ ამ დროს სანდრო გამოჩნდა. დამირეკა და მომიკითხა:
  • როგორ ხარ?
  • კარგად, ქალიშვილი შემეძინა…
  • ქალიშვილი გააჩინე? მაგარია! შენ როგორ ხარ?
  • კარგად. გთხოვ, დამეხმარე! ჩვენს გოგოს წამალი სჭირდება, მაგრამ ძალიან ძვირია და თან ვერც ვშოულობ!
  • კარგი! არ არის პრობლემა! მე გიყიდი ამ წამალს!

წამლის სახელს ვუკარნახე. გავიდა ერთი კვირა, მაგრამ არ დაურეკავს და წამალი არ მოუტანია. მან მომწერა მესიჯი. “მე გავარკვიე, რა წამალია! საშინელებაა, ბავშვს მოწამლავს!”მას მერე აღარც დაურეკავს და აღარც მოუწერია. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ კაცის ნდობა არ შეიძლებოდა.ფულის შოვნა მოვახერხე, წამალი ვიყიდე და მოხდა სასწაული: ჩემმა გოგონამ გამოჯანმრთელება დაიწყო და მალე ყველაფერი კარგად ჰქონდა.ელენე სკოლაში კარგად სწავლობდა, შემდეგ უმაღლესში ჩაირიცხა. ჩვენ ისევ პატარა ოთახში ვცხოვრობდით.

ერთ დღეს ჩემმა ქალიშვილმა მკითხა:

  • ვინ არის მამაჩემი, დედა? რატომ არ ვიცნობთ მას?
  • ბოდიში, შენი წყენინება არ მინდოდა. უბრალოდ მას არასდროს ვჭირდებოდი არც მე და არც შენ. მას აქვს ფული და შემოსავალიც, მაგრამ არ გაბედო რაიმეს თხოვნა!
  • არა. დედა, მე ამას არასდროს გავაკეთებ! – მიპასუხა ელენემ.

როდესაც ჩემი გოგონა მეოთხე კურსზე იყო, უცებ ცუდად გავხდი. არავისთვის მითქვამს, რომ დიდი ხანია არ ვიყავი კარგად, შემდეგ კი ქუჩაში ჩავეცი. სასწრაფო დახმარების მანქანამ წამიყვანა საავადმყოფოში. იქ დამისვეს ზუსტი დიაგნოზი: მქონდა ტვინის სიმსივნე…

  • დედა, რატომ არაფერი მითხარი?
  • და რას შეცვლიდა ეს, ჩემო ძვირფასო? მხოლოდ ინერვიულებდი…

ექვსი თვის შემდეგ დედა გარდაიცვალა. ქალიშვილი ძალიან წუხდა, მაგრამ შეძლო უნივერსიტეტის დამთავრება და სამსახურის შოვნა კარგ კლინიკაში. ერთ დღეს კონსულტაციისთვის ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა. ელენემ წამალი გამოუწერა და შეძლო მისი განკურნება.ავთოს ძალიან მოეწონა ახალგაზრდა ექიმი და პაემანზე დაპატიჟა. სამი თვის შემდეგ კი ოჯახს გააცნო.

  • – დაქორწინდი შვილო! ელენე მშვენიერი გოგოა! ის შენთვის ძალიან კარგი ცოლი იქნება!
  • – უთხრა მამამ.

და მალე იყო ქორწილი – მშვენიერი, მდიდრული. ავთოს მშობლები შესანიშნავი ადამიანები იყვნენ, ელენე ბედნიერიც იყო და სევდიანიც – დედა ენატრებოდა.თავიდან ახალგაზრდები მშობლებთან ცხოვრობდნენ, შემდეგ კი ავთომ ნახა განცხადება ქალაქის ცენტრში დიდი სახლის გაყიდვის შესახებ. თურმე, ბინის მეპატრონე გაკოტრდა და ახლა ვალების დასაფარად ქონებას ყიდდა. ელენემ რომ ნახა, წამოიძახა:

  • ეს ხომ ჩემი ბიოლოგიური მამაა! მან დედა მიატოვა, როდესაც ის ჯერ კიდევ ორსულად იყო!
  • ანუ მის სახლს არ ვიყიდით?
  • როგორ არა? აუცილებლად! მეც თქვენთან ერთად წამოვალ!სწორედ მაშინ ნახა ელენემ პირველად მამა.
  • ჩვენ შეგვეძლო ადრეც გვენახა ერთმანეთი! – თქვა ლენამ.
  • ვერ გავიგე, გიცნობთ? – გაუკვირდა სანდროს.
  •  არ მიცნობ, მაგრამ მე ძალიან ვგავარ დედაჩემს. არ გახსოვს ის? დედა ექვსი თვის წინ გარდაიცვალა.
  • გარდაიცვალა? Ძალიან ვწუხვარ! მე ხშირად ვფიქრობდი შენზე!
  • არ მჯერა შენი! მაგრამ დედამ მასწავლა სიკეთის კეთება. ეს არის იმ ოთახის გასაღები, რომელშიც მე და დედაჩემმა მთელი ცხოვრება ვიცხოვრეთ. ახლა შენ იცხოვრე იქ, ქუჩაში რჩები.ელენემ საერთო საცხოვრებლის გასაღები მამას გაუწოდა.
  • მადლობა…
  • მშვიდობით! იმედია, აღარასდროს გნახავთ!

სანდრო დიდხანს იჯდა მაგიდასთან, შემდეგ ადგა და წავიდა. ის წავიდა საცხოვრებლად იქ, სადაც ამდენი ხანი ელოდა ის, ვისაც ძალიან უყვარდა და ვისაც არაერთხელ უღალატა…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს