მეზობელმა სცადა ჩემთვის შეყვარებულის წართმევა. შემდეგ კი თქვა, რომ რადგან მეგობრები ვართ, ერთმანეთს ყველაფერში უნდა დავეხმაროთ.

1111

მე მქვია მაკა და მინდა ჩემს მეზობელ ანაზე მოგიყვეთ.ანამ უნივერსიტეტში ჩააბარა, მაგრამ არ სურდა სწავლა და დაქორწინდა ცხრამეტი წლის ასაკში. მისი ქმარი მდიდარი მშობლების შვილი იყო. მათ აჩუქეს კარგი ბინა, თქმა უნდა, ეხმარებოდნენ ფულით.

ერთი წლის შემდეგ ანამ ბიჭი გააჩინა და მთელ თავის დროს შვილს უთმობდა. შემდეგ ისევ იმშობიარა. ამჯერად გოგო ეყოლა, ერთი წლის შემდეგ კიდევ გააჩინა ბავშვი.როდესაც ანა 23 წლის გახდა, მისმა ქმარმა დაიწყო სამსახურში გვიანობამდე გაჩერება და დაივიწყა ცოლ-შვილი. საყვარელი გაიჩინა და მალე ცოლს დაშორდა. ბინა ცოლ-შვილს დაუტოვა, მაგრამ საცხოვრებლად ფულიც ხომ ჭირდებოდათ? ის ძალიან მცირე თანხას აძლევდა ანას ბავშვებისთვის.

ანას როგორმე უნდა ეცხოვრა და ერჩინა შვილები. პროფესია არ ჰქონდა და ნორმალური სამსახური ვერ იშოვა. ანამ დაიწყო თავისი ძვირფასი ნივთების გაყიდვა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს სამუდამოდ ვერ გაგრძელდებოდა. დადგა დრო, როცა გასაყიდი უბრალოდ არაფერი იყო.შედეგად, ანა სამ შვილთან ერთად დედის პენსიის იმედად დარჩა. შემდეგ დაიწყო ჩვენთან, მეგობრებთან მეტი კონტაქტი. ხან ჩაიზე მოდიოდა, ხან ბავშვებთან ერთად სასეირნოდ გვეპატიჟებოდა. ბოლოს  მხოლოდ ჩემი მეგობარი ბიჭი მიიპატიჟა სახლში.

გიორგიმ მითხრა, რომ ანა გამუდმებით ეუბნებოდა მას, რამდენად კარგია თავად და რამდენად ცუდი ვარ მე. უბრალოდ ცდილობდა შეყვარებულის წართმევას.ჩემი შეყვარებული ძალიან კარგი და წესიერი ადამიანია. გადავწყვიტეთ, ანასთვის ჭკუა გვესწავლებინა. გიორგიმ ისე მოაწყო, რომ მე გამეგო, როგორ ცდილობდა ქალბატონი მის ცდუნებას. მე კი სკანდალი მოვაწყვე.

ანამ კი თავხედურად გამომიცხადა:

  • კი მაგრამ, რა არის აქ საწყენი? თქვენ შვილები ხომ არ გყავთ! მე კი მყავს სამი შვილი და მჭირდება დსხმარება! და საერთოდ, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ? ეს კი ნიშნავს, რომ ყველაფერში უნდა დამეხმარო!

ჩვენ უბრალოდ შოკირებული ვიყავით ასეთი თავხედობით!ახლა მე და ანა საერთოდ არ ვურთიერთობთ. მე და გიორგი კი დავქორწინდით და მალე შვილი გვეყოლება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს