41 წლის ქალმა თავის სახლში უსახლკარო მიიწვია. და აფრთხილებდა მას ამ მამაკაცის შესახებ…

8035

ნატალი ჰოპკინსი იხსენებს, რომ იმ დღეს დიდი თოვლი იყო. სამი შვილის 41 წლის დედა სამზარეულოში ფუსფუსებდა და თავის დას ელაპარაკებოდა. განჯარაში გახედვისას ხმამაღლა აღმოხდა, რომ ასეთ ამინდში გარეთ ძაღლსაც არავინ გააგდებდა.

თუმცა, 15 წლის ჯეიკს, ნატალის ვაჟს, გაახსენდა თავისი მეგობრის, კეირანის შესახებ. მოზარდის თქმით, კეირანმა სულ ცოტა ხნის წინ დაკარგა სახლი და იძულებული გახდა, თავშესაფარი ქუჩაში ეპოვნა. ვაჟის სიტყვებით შეძრწუნებულმა ნატალიმ სთხოვა მას, დაუყოვნებლივ დაერეკა ბიჭისთვის და სტუმრად მოეწვია.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, კეირან კილდეი მართლა უსახლკარო ყოფილა. ახალგაზრდა ძმები სამუშაოდ სხვა ქალაქში წავიდნენ, ხოლო დედა იძულებული იყო დაუყოვნებლივ გადასახლებულიყო ირლანდიაში. კეირანმა მოვლენებში გარკვევაც კი ვერ მოასწრო, ისე დარჩა სახლისა და საარსებო საშუალების გარეშე.

თავიდან ბიჭი კარავში იძინებდა, ხოლო როცა აცივდა, შესახლდა ძველ სარკინიგზო ვაგონში, რომლითაც მანამდე საქონელი გადაჰყავდათ. ნატალი ჰოპკინსის გაცნობის დროს, კეირანი უკვე 10 თვის უსახლკარო იყო. მისი მეგობრების უმეტესობამ არ იცოდა ამ უბედურების შესახებ, თვითონ კი რცხვენოდა გამხელა.

ბოლო დროს ბიჭი სულ უფრო მეტად მოიცვა დეპრესიამ. თუ მანამდე ცდილობდა ადრინდელი იმიჯის შენარჩუნებას, ეძებდა სამსახურს და რეგულარულად დადიოდა რეპეტიციებზე ჯგუფთან, რომელშიც უკრავდა, ახლა კილდეის მხოლოდ საწოლზე წოლა უნდოდა. ნატალი მაშინვე მიხვდა: ამ განაცრისფერებულ, გაყინულმზერიან ბიჭს დახმარება სჭირდებოდა.

მას შემდეგ, რაც კეირანს ცხელი კერძები მიართვა, ჰოპკინსმა იგი სასტუმრო ოთახში გაუშვა დასაძინებლად, თავად კი დაიწყო სამომავლო გეგმების განხილვა დასთან და ვაჟთან. ქალს თავიდან ეშინოდა, რომ კილდეი, როგორც უსახლკარო ადამიანთა უმრავლესობა, ალკოჰოლიკი ან ნარკომანი აღმოჩნდებოდა. საბედნიეროდ, ბიჭს ეს მავნე ჩვევები არ ახასიათებდა და უბრალოდ დახმარებას საჭიროებდა.

ნატალიმ ამბავი თავის მეგობრებში გაავრცელა, მათაც, თავის მხრივ, სულ უფრო მეტ ადამიანს გააგებინეს. ჰოპკინსი სულ არ ელოდებოდა, რომ ბიჭისთვის დახმარებას ამდენი უცნობი ადამიანი გადაწყვეტდა.

კეირანისთვის სწრაფად შეიქმნა ინტერნეტ-გვერდი, რომლის დახმარებითაც ადამიანებს თანხის გადარიცხვა შეეძლოთ. ხოლო, სანამ ბიჭი საცხოვრებლის პრობლემას არ მოაგვარებს, ჰოპკინსებთან იცხოვრებს.

თავად კილდეი უსაზღვროდ მადლიერია დახმარებისთვის. ახალგაზრდა იხსენებს, რომ ნატალის სახლში გატარებული პირველი ღამე, ნამდვილ საწოლზე, სითბოსა და სიმაძღრეში, მისთვის სასწაული იყო. ახლა კეირანს არამხოლოდ ფული, ახალი ტანსაცმელი და საკვები, არამედ სამსახურიც აქვს.

სიტუაციის გაგებისას, ადგილობრივმა პაბმა მამაკაცს მუსიკოსის ვაკანსია შესთავაზა. ქვემოთ თავად შეგიძლიათ შეაფასოთ კილდეის ოსტატობა ამ სფეროში:

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს