ბოლო დროს ყველა სიტყვა ფემინიზმსა და გენდერულ თანასწორობაზე საუბრობს. პირველი 2018 წლის სიტყვაც კი გახდა.
გენდერული თვითიდენტიფიკაციის რაოდენობამ ჩვეულებრივ ადამიანს შეიძლება თავბრუ დაახვიოს. ახლა დაახლოებით 60-ს შეადგენს! და თითოეული მათგანი ოფიციალურ დონეზე აღიარებულია. არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადამიანს უფლებას აძლევს საკუთარი თავი განსაზღვროს როგორც აგენდი, ცისგენდერი და არა მხოლოდ.
როგორც აღმოჩნდა, მსგავსი განსხვავებული სოციალური როლები თანამედროვე ფსიქოლოგების გამოგონება არაა. ჩრდილოეთ ამერიკაში თავისუფლების მოყვარე ინდიელებში ფერმკრთალი ევროპელების გამოჩენამდე მთელი 5 გენდერი არსებობდა. ამის გარდა, ინდიელებმა თავისი უჩვეულო ტრადიციებით შეიძლება შოკში ჩაგაგდონ.
ქრისტიანები სოციუმში ქალის და მამაკაცის როლს მკაფიოდ განსაზღვრავენ. ეს გარკვეულ შეზღუდვას იწვევს და განსაზღვრავს კიდეც, თუ როგორი სამსახური შეეფერება კაცს და როგორი ქალს.
ინდიელები ქალებს და კაცებს ტრადიციული გაგებით არ ყოფდნენ. სქესებს შორის ზღვარი საკმაოდ ბუნდოვანი იყო, ამიტომ ქალები კაცები ხდებოდნენ და პირიქით. ყველაზე უფრო პატივსაცემი იყვნენ ინდივიდები, რომელთაც როგორც ქალური, ასევე მამაკაცური თვისებები ჰქონდათ.
რომ შევაჯამოთ, ინდიელები ასე იყოფოდნენ: ქალი, კაცი, ორი სულის ქალი, ორი სულის კაცი და ტრანსგენდერი.
გაზეთი Indian Country Today ამ ყველაფრის უკეთ გარკვევაში დაგვეხმარება: „თითოეული ტომი არატრადიციული სქესის წარმომადგენლებს თავისებურად ეძახდნენ. ნავახოს ტომში ამბობდნენ Nadleehi (შეცვლილები), ლაკოტაში – Winkte (მამაკაცი, რომელიც ქალივით ცხოვრობს), ოჯიბვეში – Niizh Manidoowag (ორი სული), შაიენში – Hemaneh (ნახევარ ქალი – ნახევარ კაცი)“.
ტერმინი „ორსულიანი“ – ბევრი არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებისთვის უნივერსალურია, რომელიც სხვადასხვა ტომებს განსაზღვრავდა. თითოეული ტომი სახელს არჩევდა, რომელიც ასეთი უჩვეულო ადამიანის ბუნებას ყველაზე უკეთ შეეფერებოდა.
თუმცა ევროპელი კოლონიზატორები ტრადიციულ ინდურ კულტურას, მათ შორის ორ სულიანობის გაგებას გეგმიურად ანადგურებდნენ.
ამერიკელი მხატვარი ჯორჯ ჯეტლინი, რომელიც ტრადიციული ხედვას მხარს უჭერდა, ამბობდა: „ეს ტრადიცია უნდა გავანადგუროთ, ვიდრე აღწერილა“.
ესპანელები, რომლებიც თავისი რელიგიურობით ცნობილნი იყვნენ, აცტეკურ კოდექსებს საერთოდ ანადგურებდნენ, სადაც ადგილობრივებისთვის დამახასიათებელი ტრადიციული გენდერები აღწერილი იყო. კონკისტადორები განსხვავებულობას ვერ იტანდნენ, მათ სხვისი ტრადიციის და რწმენის მიღება არ შეეძლოთ.
ქრისტიანები ინდიელებს მათი წესით ცხოვრებას აიძულებდნენ: ქრისტიანობის მიღებას, ევროპული ტანსაცმლის ჩაცმას და ცხოვრების წესის შეცვლას.
ისტორიას ახსოვს ერთი ინდიელი, რომელიც შეიძლება ორ სულიანს მივაკუთვნოთ. ოშ-ტიში ბიჭად დაიბადა, ზრდასრულ ასაკში ქალი ცოლად მოიყვანა, მაგრამ ქალის ტანსაცმელს იცვამდა და ტომში ქალის სოციალურ როლს ასრულებდა.
ოშ-ტიში ცნობილი 1876 წლის 17 ივნისს როუზბადის ბრძოლაში გახდა. ამერიკელების წინააღმდეგ ბრძოლაში მან თანამეტომის სიცოცხლე გადაარჩინა.
ტრადიციულ ინდურ კულტურაში ადამიანს იმის მიხედვით აფასებდნენ, თუ ტომს როგორ ეხმარებოდა და არა მისი ქალურობის თუ კაცურობის გამო. დაბადების დროს ბავშვებს გოგოებად და ბიჭებად არ ყოფდნენ, არამედ ნეიტრალურად აცვემდნენ.
ერთსქესიან სიყვარულს არავინ განიკითხავდა – ეს ბუნებრივად და აბსოლუტურად ნორმალურად მიიჩნეოდა.
„ევროპელების გამოჩენამდე ამერიკაში ხალხი ორსულიან ადამიანებს პატივს ცემდნენ. ითვლებოდა, რომ ისინი განსაკუთრებულნი არიან, რადგან ცხოვრებას როგორც ქალის, ასევე კაცის თვალით უყურებენ“ – წერს Indian Country Today.
ევროპელები აშკარა გეებს და ლესბოსელებს დევნიდნენ და სიკვდილით სჯიდნენ. ინდიელებს თავისი პირადი ცხოვრების დამალვა უწევდათ. შიშში მუდმივი ცხოვრება კი სუიციდს იწვევდა.
აი, საიდან მოდის ლგბტ საზოგადოების განცხადება გენდერული მრავალფეროვნების შესახებ. როგორც აღმოჩნდა, ჰეტეროგენი, რომლისთვისაც უპირველეს ყოვლისა ამერიკელი მოქალაქეები იბრძვიან, სათავეს ამერიკაში, ოღონდ პრეევროპულ ამერიკაში იღებს.
შეიძლება არატრადიციულ ორიენტაციას როგორც გსურთ ისე მოექცეთ, მაგრამ მათ არსებობას ვერ უარყოფთ. ნებისმიერ ხალხში, ნებისმიერ დროს სიყვარულის შესახებ განსხვავებული იდეები არსებობდა. ტექნოლოგიური ინფორმაციის წყალობით შეგვიძლია გავიგოთ ის, რაც ადრე წარმოუდგენლად მიგვაჩნდა.