რწმენის, იმედის, სიყვარულის დღე 2022 წელს. რატომ არის განსაკუთრებული და რა შევთხოვოთ

539

30 სექტემბერი მორწმუნე ქრისტიანებისთვის მნიშვნელოვანი დღეა. ამ დღეს ეკლესია წმინდა სოფიას და მის სამ ქალიშვილს: პისტის (რწმენა), ელპიდს (იმედი) და აღაპს (სიყვარული) პატივს მიაგებს. ეკლესიებში ღვთისმსახურება აღევლინება, ამ სახელის მატარებლებს დღესასწაულს ულოცავენ. რწმენის, იმედის და სიყვარულის დღე ყველა ქალისთვის განსაკუთრებულია. ამ დღესასწაულზე წმინდანებს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ შეგიძლიათ შესთხოვოთ: რომ მშვიდობამ დაისადგუროს და ყველა გოგო და ქალი დაცული იყოს. Paparazzi ამ დღესასწაულის ისტორიას იხსენებს და ძლიერ ლოცვებს გიზიარებთ.

პისტის, ელპიდის და აღაპის დღე 2022 წელს – წმინდა წერილში ნათქვამია, რომ ეს დღე არა მხოლოდ ამ წმინდანების სახელების მატარებლებისთვის, არამედ ყველა ქალისთვის განსაკუთრებულია. წმინდანების ცხოვრება გვასწავლის ვიყოთ იმის ერთგული, რისიც გვწამს. პატარა გოგოებმა, რომელთაც სამი ქრისტიანული სათნოება ერქვათ, ქრისტეს რწმენისთვის სიცოცხლე გაწირეს. მათ იესოზე უარი არ თქვეს, რის გამოც აწამეს. მათმა დედამ მომხდარის შემდეგ სული ღმერთს მიაბარა. წმინდანებისთვის დედამიწაზე ტრაგიკული ბედი უფლის სასუფეველში მარადიულ დიდებად იქცა. ახლა მოწამეებს პატივს მივაგებთ და მათ მიმართ ვლოცულობთ. მოთმინება და უფლის ერთგულება, რომელიც გოგოებმა გვაჩვენეს, ყველა მორწმუნისთვის მაგალითია. რთულ დროში მათგან გამძლეობა შეგიძლიათ ისწავლოთ. ურთულეს წუთებში დახმარება შესთხოვეთ.

დღესასწაულის ტრადიცია – როგორც ნებისმიერ მართლმადიდებლურ დღესასწაულზე, ამ დღესაც გარკვეული წესები უნდა დაიცვათ. მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიაში წახვიდეთ და ილოცოთ. გარკვეული აკრძალვებიც არსებობს. მაგალითად, ჩხუბი აკრძალულია. ამ დღეს კამათით სულს ბილწავთ. უმჯობესია, ეს დღე ოჯახის წრეში გაატაროთ. ყურადღება ბავშვებს მიაქციეთ, ტკბილეულით გაუმასპინძლდით. 30 სექტემბერს ჯვრისწერა, ქორწილის ან ნიშნობის აღნიშვნა არ შეიძლება. ეს ცუდი ნიშანია. საოჯახო საქმეებით თავი არ დაიტვირთოთ. დღე საკუთარ თავს და ახლობლებს მიუძღვენით. დანარჩენ შემთხვევაში იგივე წესებია, რაც სხვა დღესასწაულზე.

ლოცვები პისტის, ელპიდის და აღაპის დღეს – დიდმოწამე სოფიას ავადმყოფი ბავშვისთვის ჯანმრთელობას სთხოვენ, ქალური დაავადებების მოსაშორებლად, ასევე ბავშვის ჩასასახად ლოცულობენ. ეკლესიაში სამ წმინდა მოწამეს რწმენაში გაძლიერებას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და სიყვარულს სთხოვენ. ასეთი ნიშანი არსებობს: თუ ქალი ამ დღეს გულწრფელად ილოცებს, ქალურ ბედნიერებას შესთხოვს, წმინდანები მის თხოვნას შეისმენენ და ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. წმინდანებს შეგიძლიათ მიმართოთ ლოცვით:

ტროპარი: მოწამეთა შენთა უფალო პისტი, ელპიდი, აღაპი და სოფიო ღუაწლსა შინა მათსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

კონდაკი: სოფიო პატიოსნისა რტოთა, წმიდად გამოჩინებულთა: პისტი, ელპიდი და აღაპი, განასულელეს სიბრძნეჲ ელინთა, მადლითა და მოღვაწებითა ძლევა შემოსილად გამოჩინებულთა, და გვირგვინი უხრწნელებისა ყოველთა მეუფისა ქრისტეს ღმრთისაგან მოიხვნეს.

ძლიერი ლოცვები წმინდანების ხატთან წარმოთქვით. ლოცვის ძალა არ შემცირდება, თუ სახლში იტყვით. სადაც არ უნდა იყოთ, წმინდანები მოგისმენთ, თუ თქვენი ფიქრები წრფელია. ეს არ დაგავიწყდეთ და დღე სიკეთესა და სიმშვიდეში გაატარეთ. წმინდანებმა დაგიფაროთ თქვენ და თქვენი ოჯახი!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს