ბავშვობაში მშობლებთან ერთად ბებიასთან სოფელში ხშირად დავდიოდი. იმ დროიდან ბევრი სასიამოვნო მოგონება დამრჩა. მახსოვს, რომ სხვენში ნივთებს სპეციფიკური სუნი ჰქონდათ. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ სინესტის გამო გაჩნდა. აი, ბებიის ტანსაცმელს სასიამოვნო სუნი ჰქონდა. ნესტის და შმორის სუნთან საბრძოლველად გამოგადგებათ საშუალება, რომელიც სახლში ყველას აქვს. ეს ბრინჯია. ბრინჯი კარადაში უსიამოვნო სუნს შესანიშნავად აქრობს.
უსიამოვნო სუნი კარადაში: წარმოშობის მიზეზები – ნესტის სუნი ერთხელ და სამუდამოდ რომ მოიშოროთ, გაარკვიეთ, რატომ ჩნდება და შემდეგ ებრძოლეთ. მაგალითად, უსიამოვნო სუნის მიზეზი შეიძლება იყოს:
- ტანსაცმელი საკიდზე მჭიდროდ დაკიდულია, რის გამოც ჰაერი არ მოძრაობს.
- შენობა ძალიან ნესტიანია, კედლის კუთხეებში და ფანჯრებთან ობი იქმნება.
- კარადაში სველი და ჭუჭყიანი ნივთების შენახვა.
- მტვერი გროვდება.
- მტვრის ტკიპის, ჩრჩილის ან თაგვის არსებობა.
- ტანსაცმელი წლები კიდია, რის გამოც ძველდება, მიმდებარე სუნს შთანთქავს.
- რეცხვის სწორი ტექნოლოგიის დარღვევა (ბევრი ფხვნილი, სხვა რეჟიმი).
- შენობაში თამბაქოს ეწევიან, ხოლო ტანსაცმელი კვამლს შთანთქავს.
უსიამოვნო სუნი კარადაში: რა გავაკეთოთ? – შმორის სუნის მოსაშორებლად 1 ჭიქა ბრინჯი დაგჭირდებათ. ის სორბენტის როლს ასრულებს და ყველა არომატს შთანთქავს, რადგან თითოეული მარცვალი სახამებლის თხელი ფენით დაფარულია. ნებისმიერი ჭურჭელი გამოგადგებათ. მაგალითად, ქაღალდის ან პლასტმასის ყუთი ან მინის ჭიქა. მთავარია, რომ ფართო ყელი ჰქონდეს, რომ ხანგრძლივი ეფექტი მიიღოთ. კიდევ ერთი საინტერესო ხრიკი: ბრინჯს რამდენიმე წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი დააწვეთეთ. მაგალითად, ლავანდა, ჩაის ხე, პიტნა ან ლიმონი. ასე სასიამოვნო სურნელს გააფრქვევთ.
6 დამატებითი მეთოდი კარადაში უსიამოვნო სუნის გასაქრობად
- სოდა ან მარილი გამოიყენეთ. ნაჭრის ტომარაში 2-3 ჩ/კ მარილი ან სოდა ჩაყარეთ. პლასტმასის ჭიქები შეგიძლიათ გამოიყენოთ და თაროზე დააწყოთ.
- 7-10 აბი აქტივირებული ნახშირი ნახვრეტიან კონტეინერში ჩააწყვეთ, რომ მასში ჰაერი მოხვდეს. კარადაში შეინახეთ.
- კარადაში უსიამოვნო სუნს ყავის ნალექიც ებრძვის. გააშრეთ, კონტეინერში ჩაყარეთ, ნახვრეტიანი თავსახური დაახურეთ და გარდერობში შეინახეთ.
- ძმრის ხსნარი მოამზადეთ. 1 ნაწილი მჟავა და 2 ნაწილი წყალი აურიეთ. ტანსაცმელს შეასხურეთ, ასევე კარადა გაწმინდეთ.
- 1:1 პროპორციით არაყი და წყალი აურიეთ და ნივთებს შეასხურეთ. ასე შმორის სუნს მოიშორებთ.
- სახლის არომატიზატორი გააკეთეთ. ბამბა დააგუნდავეთ, ნებისმიერი პარფიუმით გაჟღინთეთ და მინის კონტეინერში ჩადეთ. ნაჭრის თხელი ფენა დააფარეთ.
ბრინჯი კარადაში აღარ გაგაკვირვებთ. პრაქტიკული ხრიკი არსებულ სუნს მოგაშორებთ და მომავალში მისი გაჩენის ალბათობას გამორიცხავს. მეთოდი გამოსცადეთ და დადებითი შედეგი იგრძენით.