პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარი ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს.მე ნანა მქვია. გათხოვილი ვარ და მყავს ქალიშვილი. როდესაც თამუნა პატარა იყო, ჩვენ მისი ეტლი გაგვიტყდა. ახლის საყიდელი ფული არ გვქონდა, ამიტომ გადავწყვიტე ნახმარი ეტლი მეყიდა და ის გამერემონტებინა.
ინტერნეტით ორი დეფექტიანი ეტლი შევიძინე და მათგან ერთი კარგი ეტლი ავაწყვე ჩემი გოგონასთვის. ეს საქმე ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე ამით ცოტაოდენი ფული გამომემუშავებინა.დავიწყე ეტლების ყიდვა და მათი გარემონტება. ეს ძალიან მომგებიანი საქმე აღმოჩნდა. ცოტა ხანში მთელი ჩვენი ბინა ეტლებით იყო სავსე. ჩემს ქმარს ეს დიდად არ მოეწონა, ამიტომ ავტოფარეხი მოვნახე და ვიქირავე.
ჩემს ქმარს რატომღაც ძალიან არ მოსწონდა, რომ მე ყველაფერს ასე კარგად ვაკეთებდი. მუდმივ სამსახურში გასვლა არ შემეძლო, რადგან ჩემი შვილი ხშირად ხდებოდა ავად.ერთხელაც, ჩემი დედამთილი გვესტუმრა დიდი ხნით. რამდენიმე დღის შემდეგ დაიწყო ჩემი ქმრისთვის იმის თქმა, რომ მე რაღაც ძალიან ბევრ დროს ვატარებდი ავტოფარეხში. ანუ იქ ალბათ საქმეს კი არ აკეთებს, არამედ უბრალოდ მამაკაცებთან ერთობაო.
ჩემმა ქმარმა ცოტახანს იფიქრა, მერე კი მომთხოვა, რომ ეტლების ბიზნესისათვის თავი დამენებებინა. მე კი ამ დროისთვის უკვე 50-ზე მეტი ეტლი მქონდა გასაყიდი.ამის შემდეგ, მოულოდნელად ჩემმა მეგობარმა დამირეკა და სამსახური შემომთავაზა თავის კომპანიაში. სწორედ ჩემთვის შესაფერისი ვაკანსია იყო და მე დავთანხმდი.
ჩემი დედამთილი თანახმა იყო, რომ თამუნასათვის მიეხედა. მართალია, თამუნა საბავშვო ბაღში მივიყვანეთ, მაგრამ ის იქ ძალიან იშვიათად დადიოდა. სამი-ოთხი დღე ივლიდა, შემდეგ კი ორი კვირა ცუდად იყო. ამ დროს ტიროდა და კაპრიზული იყო. დედამთილს უწევდა მისი საავადმყოფოში წაყვანა და მკურნალობა. ზოგჯერ ეს მართლაც ძალიან რთულია.მერე დედამთილი ამ ყველაფრისგან ძალიან დაიღალა და ძალიან მოინდომა სახლში დაბრუნება. მაგრამ მე ვუთხარი, რომ რადგან მან ჩემი ბიზნესი გაანადგურა, უფლება არა აქვს, რომ სახლში დაბრუნდეს. მე სამსახურის გაცდენის უფლება არ მაქვს, რადგან მაშინვე გამათავისუფლებენ. ვის მოეწონება ასეთი თანამშრომელი?
ახლა, სანამ თამუნა ბაღშია, ჩემი დედამთილი ყიდის ეტლებს, რომლებიც ჩემს ავტოფარეხში დგას.
ერთხელ მას ვკითხე:
- აბა, როგორია, კარგად ერთობით ჩემს ავტოფარეხში მამაკაცებთან ერთად?
- კარგი რა, რა მამაკაცები! – იცინის ჩემი დედამთილი.