ჩემს სიდედრს რა სჭირს? საცხოვრებლად ჩვენთან გადმოვიდა და ითხოვს, რომ დელიკატესები ვაჭამოთ!

3058

მე გიორგი მქვია. მე და ჩემი მეუღლე, თამუნა, უკვე 6 წელია ერთად ვცხოვრობთ. სამი წელი ქორწინების გარეშე ვცხოვრობდით ერთად, სამი წლის წინ კი დავქორწინდით.

ჩემს სიდედრთან ყოველთვის არც თუ ის კარგი ურთიერთობა მქონდა. მე უბრალოდ ვგრძნობდი, რომ მას არ მოვწონდი. შესაძლოა, ჩემს სიდედრს ის არ მოსწონს, რომ მე შემოქმედებითი ადამიანი ვარ – მხატვარი და მოქანდაკე და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება არ ვიცი. ჩემი სიდედრის ქმარი კი – ამ მხრივ დიდი ოსტატი იყო.

სულ თავიდან, ჩვენ თამუნას ბინაში ვცხოვრობდით, რომელიც მას დედამისმა აჩუქა. ბინა არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში იყო. ერთ წელზე მეტ ხანს რემონტს ვაკეთებდით. თავად იცით, როგორი პრობლემური და ხარჯიანი საქმეა.ძალიან გახარებულები ვიყავით, როდესაც რემონტი დავასრულეთ.

წელიწადნახევრის წინ თამუნას მამა გარდაეცვალა. ერთი წლის წინ კი – ჩემი სიდედრი გავიდა პენსიაზე. მას პატარა პენსია აქვს, მაგრამ კარგად ცხოვრებას არის მიჩვეული. პირველი 6 თვის მანძილზე იმ ფულს ხარჯავდა, რომელიც გადადებული ჰქონდა და როდესაც ეს ფული გათავდა, ის ჩვენთან გადმოვიდა საცხოვრებლად. ჩემმა სიდედრმა დაზოგვა არ იცის. მას ისე უნდა ცხოვრება, როგორც ადრე ცხოვრობდა.

თავდაპირველად, ჯერ უბრალოდ ვალად სთხოვდა ფულს თამუნას, შემდეგ კი,  ერთ საღამოს ჩემოდნით მოვიდა ჩვენთან და გამოგვიცხადა, რომ ახლა უკვე ჩვენთან იცხოვრებდა.მე და თამუნა გაოცებისგან დავმუნჯდით.

ჩემმა სიდედრმა გადაწყვიტა, რომ რადგან ჩვენ ახლა მის ნაყიდ ბინაში ვცხოვრობთ, ვალდებულები ვართ, რომ ჩვენ შევინახოთ და უზრუნველვყოთ.

ჩემი სიდედრი ახლა ჩვენთვის ახალ წესებს აწესებს. ის თამუნას უქმეებზე დილით ადრე აღვიძებს და სთხოვს, რომ საუზმე მოუმზადოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მზა საკვების შეკვეთა გვირჩევნია.ჩემი სიდედრი მეც არ მაძლევს მშვიდად ცხოვრების საშუალებას. მოითხოვს, რომ შევაკეთო ყველაფერი, რაც ფუჭდება.

როდესაც პროდუქტების საყიდლად მივდივართ, ჩემი სიდედრი გვატანს სიას, რაც უნდა ვუყიდოთ. ეს კი ძალიან ძვირადღირებული პროდუქტებია: სხვადასხვა სახეობის ყველი, შოკოლადის კანფეტები, ეგზოტიკური ხილი. ეს ყველაფერი ჩვენი ფულით უნდა ვიყიდოთ. ეს კი 100 – 200 ლარისაა ერთ ჯერზე. მე და თამუნა ჩვენი პროდუქტებისთვის ბევრად ნაკლებს ვხარჯავთ, ვიდრე სიდედრისთვის!

ერთხელ, მეც და თამუნასაც ხელფასი დაგვიგვიანეს. მარტო მაკარონს ვჭამდით. მაღაზიაში საერთოდ არ მივდიოდით. ჩემმა სიდედრმა მოგვთხოვა, რომ მისთვის მაინც გვეყიდა ის, რაც უნდოდა. როდესაც ვუთხარი, რომ ფული არ გვქონდა, ჩემმა სიდედრმა გამომიცხადა, რომ რადგან მის სახლში ვცხოვრობთ, კარგად უნდა უზრუნველვყოთ ის. აი ასე!

მე და თამუნას უკვე ნაქირავებ ბინაში გვინდა გადასვლა. ეს ბევრად უფრო იაფი დაგვიჯდება, ვიდრე ჩემი სიდედრის დელიკატესებით კვება. მაგრამ, გვეშინია, რომ იმ ბინაშიც გამოგვყვება.

როგორ მოვიქცეთ და როგორ შევაჩეროთ ჩემი სიდედრი? ნუთუ ის თვითონ ვერასოდეს ვერ მიხვდება ვერაფერს? ალბათ, ვერ მიხვდება. მას თავისი საქციელი აბსოლუტურად ნორმალურად მიაჩნია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს