პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ ისტორიას გვიყვება.მე ნათია მქვია. დავიბადე და გავიზარდე სოფელში. კატო ბებია ყოველთვის ქალაქში ცხოვრობდა. ბებიაჩემის გარდაცვალების შემდეგ გაირკვა, რომ მან თავისი ოროთახიანი ბინა მე მიანდერძა, ანუ თავის ერთადერთ შვილიშვილს.
თავიდან ამ ბინის გაყიდვა მინდოდა, მაგრამ მშობლებმა და სხვა ნათესავებმა მირჩიეს, რომ ეს არ გამეკეთებინა. მათ მირჩიეს, ამ ბინაში გადავსულიყავი და ქალაქში კარგი სამსახური მომეძებნა. ფიქრობდნენ, რომ ასე უფრო მეტი შანსი მექნებოდა ცხოვრების მოსაწყობად. მე ვიფიქრე და დავეთანხმე.ნივთები ჩავალაგე და ქალაქში წამოვედი. ბინაში შევედი და ვნახე, რომ იქ ვიღაც უცხო ახალგაზრდა კაცი ცხოვრობდა. მან მითხრა, რომ სტუდენტი იყო და ბებიაჩემთან ოთახს ქირაობდა.
მე ვთხოვე ამ ბიჭს, რომ ნივთები ჩაელაგებინა და წასულიყო, მან კატეგორიული უარი განაცხადა. გიორგიმ საბუთი მაჩვენა. ამ საბუთის თანახმად, მას უფლება ჰქონდა, რომ ამ ბინაში კიდევ ექვსი თვის განმავლობაში ეცხოვრა. ის რომ ბინიდან გადასულიყო, მისთვის საკმაოდ დიდი თანხა უნდა მიმეცა. მე ამდენი ფული არ მქონდა.
მოკლედ, მოგვიწია, რომ ამ ბინაში ორივეს გვეცხოვრა. გიორგი ძალიან არ მომწონდა, ჩვენ მუდმივად ვჩხუბობდით.ორი კვირის შემდეგ მუშაობა დავიწყე. ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ გიორგი ბინიდან წასულიყო, მაგრამ ის ამის გაკეთებას არ აპირებდა.
დღითიდღე გიორგი სულ უფრო ცუდად იქცეოდა. მან ისიც კი იკადრა, რომ თავისი მეგობრები მოიყვანა და ქეიფი გამართა.მე ეს ძალიან არ მომწონდა. კოლეგებმა მირჩიეს ვინმე ბიჭი მენახა და სახლში მიმეყვანა, რათა გიორგის სერიოზულად დალაპარაკებოდა და წესრიგის დაცვა მოეთხოვა.
გადავწყვიტე ასე მოვქცეულიყავი. რადგან სამსახურის გარდა არსად არ დავდიოდი, გადავწყვიტე ინტერნეტით გამეცნო ვინმე.გაცნობის საიტზე ერთი ბიჭი გავიცანი, ჩემი ფოტო მისთვის არ გამიგზავნია და არც მე ვიცოდი, ის ბიჭი როგორ გამოიყურებოდა.ერთხელაც გადავწყვიტეთ, რომ კაფეში შევხვედროდით ერთმანეთს. გამოიცანით ეს ბიჭი ვინ აღმოჩნდა? ჩემი მეზობელი, გიორგი!
ორივე გაოცებულები დავრჩით! როგორც ჩანს ბედს ვერ გაექცევი.ახლა მე და გიორგი ქორწილისთვის ვემზადებით. აი, ასეთი სასიყვარულო ისტორია გამოგვივიდა.