რამდენჯერ შეიძლება მთხოვო ფული მე და ჩემს მშობლებს? სწორედ ასე იქცევა მუდმივად ჩემი და

785

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – მამაკაცი თავისი ოჯახის წევრებზე საუბრობს.უკვე მრავალი წელია ჩემს მშობლებთან ერთად არ ვცხოვრობ და მათ ფულს არ ვთხოვ, ჩემი და კი, რომელიც მხოლდ 3 წლით არის ჩემზე უმცროსი, სულ სხვანაირად იქცევა.

ერთი კვირის წინ მათთან მაშინ მოვხვდი, როდესაც ანა მამაჩემს ფულს სთხოვდა. რადგან ეს მუდმივად ასე ხდება, მამაჩემი გაბრაზდა და უთხრა, რომ ერთ თეთრსაც კი აღარ მისცემდა. მან უთხრა რომ დროა საკუთარი თავი თავად შეინახოს, ამისთვის კი სამსახურში უნდა მოეწყოს.რამდენიმე დღის შემდეგ ჩემი და ჩემთან მოვიდა და ახლა მე მთხოვა ფული.

  • არ ვიცი, რა ვქნა! მამამ მითხრა, რომ მუშაობა უნდა დავიწყო, ახლა ის სწავლის ფულსაც აღარ გადამიხდის! დამეხმარე, გთხოვ! თანხის გარკვეული ნაწილის მოცემას დედა დამპირდა, ცოტა შენც რომ დამიმატო, კარგი იქნება. მამამ მითხრა, რომ გადასახდელი თანხის ნახევარს მაინც თუ გამოვიმუშავებ, მეორე ნახევარს თვითონ მომცემს.
  • იცი რა, მამაჩვენი ასეთი სულელი არ არის, რომ დაიჯეროს, რომ შენ თვითონ მოახერხე ასე სწრაფად სამსახურის ნახვა და ამ ფულის გამომუშავება! თანაც, ფული არც მაქვს, რომ მოგცე. შენ ხომ იცი, რომ ბინის იპოთეკას ვიხდი. ასე რომ, თავად მოგიწევს სამსახურის პოვნა, საკუთარი თავის შენახვა და სწავლის საფასურის გადახდაც.
  • რა სასტიკი ხარ, ძმაო! დისთვის რაღაც გროშები დაგენანა! – მიყვირა ანამ, კარი ხმაურით გაიხურა და წავიდა.

როდესაც წავიდა, დავფიქრდი: “როდიდან ითვლება ასეთი თანხა გროშებად? თავად ცხოვრებაში ერთი თეთრიც არ უმუშავია და ფულს როგორ ექცევა! სწორად მოიქცა მამაჩემი! დროა გაიზარდოს!”

იქნებ, ჩემი და დედაჩემისგან იღებს მაგალითს, რომელმაც მთელი ცხოვრება მამაჩემის კისერზე გაატარა და ერთი დღეც არ უმუშავია არსად?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს