პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ ნათესავებზე საუბრობს.დედაჩემმა მარტომ გამზარდა. მამაჩემმა მაშინ მიგვატოვა, როდესაც მე მხოლოდ სამი წლის ვიყავი. მე ის აღარც კი მახსოვს.სკოლაში სწავლის დროს, სხვა ბავშვებს ყოველთვის აძლევდნენ სადილის ფულს, დედაჩემს კი ჩემთვის ამის ფული არასოდეს მოუცია.
კიდევ, სხვა მშობლები თავიანთ შვილებს ჯიბის ფულსაც აძლევდნენ, რათა მათ შესძლებოდათ შოკოლადის ან სხვა რამის ყიდვა. დედაჩემი ასე არასოდეს იქცეოდა. ძალიან მწყინდა და ძალიან მრცხვენოდა ჩემი მეგობრების იმის გამო, რომ საკუთარი ფული არასოდეს მქონდა.
კარგად ვსწავლობდი. ეს ძალიან მარტივად გამომდიოდა. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ ამით ფულის გამომუშავება შემეძლო. ჩემს კლასელებს ვეხმარებოდი საშინაო დავალების მომზადებაში ფულის ან შოკოლადის სანაცვლოდ.
ეს იყო პირველი ფული, რომლის გამომუშავებაც შევძელი. გამოდის, რომ ცოტ-ცოტა ფულის გამომუშავება უკვე 11 წლიდან დავიწყე. მერე სარეკლამო ფურცლებს ვარიგებდი და ბანაკშიც ვმუშაობდი.
სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე და მარტივად ჩავირიცხე ინსტიტუტში. პირველი კურსიდანვე დავიწყე მუშაობა. დედაჩემმა ამის შესახებ იცოდა. ის სტიპენდიის აღების დღეს მირეკავდა და მეუბნებოდა:
- რად გინდა ამდენი ფული? შენ მალე ხელფასსაც აიღებ! ამიტომ სტიპენდია მე მომეცი!
დედას უარს ვერ ვეუბნებოდი და მთელ სტიპენდიას მას ვაძლევდი.უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კარგ სამსახურში მოვეწყვე და ორი წლის შემდეგ – ჩემთვის ბინა ვიყიდე, ერთი წლის შემდეგ კი – მანქანა.მთელი ეს წლები დედაჩემს ვეხმარებოდი და ის ყოველ ჯერზე ჩემგან სულ უფრო მეტ ფულს ითხოვდა.
დედაჩემს ჰყავს და. ლალი დეიდას მთელი ცხოვრება ძალიან კარგი ხელფასი ჰქონდა. ის მარტო ცხოვრობდა და მეფურად ცხოვრებას იყო მიჩვეული.6 თვის უკან მას ინსულტი დაემართა, ახლა ის აღარ მუშაობს და ინვალიდის პენსიას ღებულობს. დეიდას შემოსავალი შეუმცირდა, მას კი ისე სურს ცხოვრება, როგორც ადრე ცხოვრობდა.
ხოდა ახლა დედაჩემი მთხოვს, რომ დეიდასაც დავეხმარო. მაგრამ, ამასთანავე, დედაჩემიც არ უნდა დავივიწყო.მესმის, რომ დედაჩემს უნდა დავეხმარო, მაგრამ დეიდასაც? ჩემი აზრით, ეს უკვე მეტისმეტია! მე ხომ არ შემიძლია ყველა ჩემს ნათესავზე ზრუნვა!მე საკუთარ თავზეც უნდა ვიფიქრო. უკვე დროა გავთხოვდე და შვილები გავაჩინო.
მაგრამ, როგორ ვუთხრა მათ უარი დახმარებაზე? საშინელი ჩხუბი ატყდება!