პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარი ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს.ნიკა სამსახურში გავიცანი. მე მაშინ ოცდაათი წლის ვიყავი, ნიკა კი ოცდათოთხმეტის.ქმარს ერთი წლის წინ ვიყავი გაშორებული. პირველ ქმართან ერთად ხუთი წელი ვიცხოვრე, მაგრამ შვილები არ გაგვჩენია. ჩვენ უბრალოდ აღარ გვიყვარდა ერთმანეთი და წყნარად და მშვიდად დავშორდით ერთმანეთს.
ნიკა ორი წლის წინ იყო განქორწინებული. მაგრამ მისი განქორწინება სულაც არ იყო ისეთი მშვიდობიანი, როგორიც ჩემი. განქორწინების შემდეგაც ცოლი გამუდმებით ურეკავდა და რაღაცას ითხოვდა. ერთის მხრივ, ეს გასაგები იყო: რადგან მათ საერთო შვილი ჰყავდათ – გოგონა. მაგრამ, რადგან უკვე ერთმანეთს დაშორებულები იყვნენ, საჭირო იყო ახალი ცხოვრების დაწყება.
ჩემს დედამთილს მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდა თავის პირველ რძალთან. განქორწინების შემდეგაც კი, ისინი მუდმივად ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს. დედამთილის თქმით, ნათია მსოფლიოში საუკეთესო ქალი იყო და ძალიან დასანანი იყო, რომ მისმა შვილმა ასეთი დიდი სისულელე ჩაიდინა და გაშორდა ასეთ მშვენიერ ქალს.
მე ჩემს დედამთილს საშინლად არ მოვწონდი. ის ჩემი და ნიკას ქორწილის ჩაშლასაც კი ეცადა. როგორ? ძალიან მარტივად! ის ქორწილში შავი კაბით მოვიდა და თქვა, რომ ოცნებობს, რომ მისი შვილი პირველ ცოლს დაუბრუნდეს.
წარმოგიდგენიათ რა დამემართა, როდესაც დედამთილმა ეს ყველაფერი ხმამაღლა თქვა ჩვენს ქორწილში? არ ვიცოდი სირცხვილისგან სად წავსულიყავი. მოკლედ, განწყობა ძალიან გამიფუჭდა. თუმცა ყველა ცდილობდა ჩემს დამშვიდებას და მირჩევდა, რომ დედამთილისთვის ყურადღება არ მიმექცია.ნიკამ ძალიან ბევრჯერ გაუმეორა დედამისს, რომ მას პირველი ცოლი აღარ უყვარდა და მასთან ცხოვრება არ სურდა, მაგრამ დედამთილს არ სურდა თავისი შვილის მოსმენა.
სიმამრთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. ყოველთვის მიხაროდა, როდესაც ჩვენთან სტუმრად მოდიოდა.ჩვენი ქორწინებიდან ორი წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ სადღესასწაულო სუფრაზე შევიკრიბეთ. ქეიფის შუაგულში დედამთილმა უცებ გამომიცხადა:
- ამდენი ხანი გავიდა უკვე, შენ და ნიკას შვილები რატომ არ გყავთ? უშვილო ხარ? აგერ, ნათიამ თავის ქმარს ვაჟი აჩუქა. ნიკა, რა სამწუხაროა, რომ ეს შენი შვილი არ არის! ძალიან ბედნიერი იქნებოდი.
ძალიან მეწყინა და დედამთილს არ ვუთხარი, რომ ორსულად ვიყავი და ტყუპებს ველოდებოდი.როდესაც ტყუპები დაიბადნენ, ჩემი მამამთილი ბედნიერებისგან ტიროდა. დედამთილი კი ისევ უკმაყოფილო იყო: ის ყველას ეუბნებოდა, რომ ბავშვები მის შვილს საერთოდ არ ჰგავდნენ.
ნიკამ ვერასოდეს ვერაფერში დაარწმუნა დედამისი და ვერც ჩემმა მამამთილმა.ჩემი ქმარი დაიღალა მუდმივად ამ სისულელეების მოსმენით და დედამისთან ჩვენი ურთიერთობა მინიმუმამდე დაიყვანა. ეს იმისთვის გააკეთა, რომ ნაკლებად მენერვიულა.ტყუპების დაბადების დღეზე დედამთილმა ისევ ხმამაღლა განაცხადა, რომ ჩვენი შვილები მის შვილს საერთოდ არ გავდნენ.დედაჩემმა ვერ მოითმინა და ჩემს დედამთილს შეაგინა. დედამთილი გაწითლდა და სახლში წავიდა.
იქნებ ახლა მაინც დაფიქრდეს ჩემი დედამთილი? თორემ, ყველას ძალიან მოსწყინდა მისი სისულელეები…