წაბლით რეცხვა: როგორ მოვიშოროთ ჭუჭყი და ცხიმი

123

სარეცხი გელების, ფხვნილების და კაფსულების ფასი მუდმივად იზრდება. ნივთების გარეცხვაზე უარს ვერ ვიტყვით, ამიტომ ფულის დახარჯვა გვიწევს. იცით, რომ შეგიძლიათ იპოვოთ ეფექტური საშუალება პარკში სეირნობისას და მიწის ყურადღებით დათვალიერებით? წაბლით რეცხვა სიახლეა, რომელსაც ხშირად გამოიყენებთ. უბრალო წაბლი ტანსაცმელს ცხიმს აშორებს, რთული ლაქები ამოყავს და ნივთებს აახლებს. როგორც აღმოჩნდა, არა მხოლოდ ნატურალური სარეცხი საშუალებაა, არამედ ქაფდება. სარეცხი ფხვნილის შესანიშნავი ალტერნატივაა. გარდა ამისა, სასიამოვნო სურნელი აქვს.

წაბლით რეცხვა: დეტალური ინსტრუქცია

  • 1–ელი მეთოდი: წაბლი ნაჭრებად დაჭერით. სელის ქისაში ჩაყარეთ და კარგად შეკარით. ქისა ჭუჭყიან ნივთებთან ერთად სარეცხი მანქანის დოლურაში მოათავსეთ. შესაფერისი რეცხვის რეჟიმი ჩართეთ.
  • მე–2 მეთოდი: წაბლი პატარა ნაჭრებად დაჭერით. წყალი დაასხით და ღამით გააჩერეთ. მიღებული ნაყენი გადაწურეთ. მანქანაში სარეცხი ფხვნილის განყოფილებაში ჩაასხით. რეცხვის საჭირო რეჟიმი ჩართეთ და პროცესი დაიწყეთ.

სარეცხი ფხვნილი წაბლით – წაბლი სქელ ქსოვილში ან პირსახოცში გაახვიეთ. ჩაქუჩით დააქუცმაცეთ. მყარი ნაჭუჭი მოაშორეთ, ხოლო გული დააბლენდერეთ. ლანგარზე პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და წაბლის ნაფშვენი მოათავსეთ. წაბლი ღუმელში ან მზეზე გაახმეთ. სარეცხი საშუალება მინის ქილაში შეინახეთ და თავსახური დაახურეთ. რეცხვის წინ 3,5 ს/კ წაბლის ფხვნილი და 0,6 ჭიქა წყალი აურიეთ. ქაფის მიღებამდე კარგად შეანჟღრიეთ. საშუალება გადაწურეთ და მანქანა სარეცხი ფხვნილის განყოფილებაში დაუმატეთ.

აღმოჩნდა, რომ ეფექტური, უფასო და ნატურალური სარეცხი საშუალება მთელი ეს დრო ფეხებთან გვქონია. რა თქმა უნდა, წაბლს მთელი წელი ვერ შეაგროვებთ, მაგრამ წაბლის ფხვნილი შეგიძლიათ მოიმარაგოთ. ტანსაცმელს ჭუჭყი ქიმიის და ზედმეტი ხარჯის გარეშე მოაშორეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს