სწორი პროპორცია. რამდენი სარეცხი ფხვნილი გჭირდებათ ერთ გარეცხვაზე

2191

რეცხვის დროს ფხვნილის დამატების საკითხი ყოველთვის მაინტერესებდა. ადრე ვთვლიდი, რომ რაც უფრო მეტს ჩავყრიდი, მით უკეთ გაირეცხებოდა თეთრეული. ოღონდ არ მომწონდა, რომ რეცხვის შემდეგ უჯრაში სარეცხი საშუალების ნაწილაკები რჩებოდა. ერთხელ დედამ ტელეგადაცემაში ექსპერტის რჩევებს მოუსმინა. მან თქვა რამდენი ფხვნილია საჭირო ერთ რეცხვაზე. სპეციალისტის რჩევა წარმატებული გამოდგა, რადგან ახლა ყველა ნივთი კარგად გარეცხილია და სარეცხი საშუალებაც დაზოგილი. სწორ პროპორციებს გიზიარებთ და აგიხსნით, რომელი ფხვნილი აირჩიოთ.

ერთ რეცხვაზე საჭირო რაოდენობის ფხვნილის სწორად გამოთვლა – თვალით ფხვნილის გამოყენება სწორი მეთოდი არაა. რეცხვის შედეგი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მინიმალური სარეცხი საშუალება ყველაზე ჭუჭყიან ნივთებსაც შესანიშნავად გარეცხავს. ეს განსაკუთრებით გასაგებია, როცა დოლურიდან მუქი ფერის ტანსაცმელს იღებთ და მასზე თეთრი ზოლებია. იდეალური პროპორციის გამოსათვლელად გასარეცხი ნივთები აწონეთ. 1 კგ ტანსაცმელზე 1 ს/კ მშრალი საშუალება აიღეთ. თუ ძალიან ჭუჭყიანია, 2 ს/კ ფხვნილი დაგჭირდებათ. 1 კოვზში 25 გრამია. თუ სპეციალურ საზომ ჭიქას იყენებთ, ფხვნილის წონით იხელმძღვანელეთ.

4 ნიუანსი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ

  1. ფხვნილის რაოდენობაზე გავლენას ახდენს, თუ რამდენ წყალს იყენებთ, რომელ რეჟიმს ირჩევთ, ასევე ფხვნილის თავისებურება.
  2. თუ ძალიან ხისტი წყალი გაქვთ, 50 გ ან 2 ს/კ ფხვნილი 1 კგ ტანსაცმელზე იდეალურია.
  3. თუ ბევრ ნივთს სწრაფ რეჟიმზე რეცხავთ, 1,5 კოვზი 1 კგ ტანსაცმელზე გამოიყენეთ.
  4. კონცენტრირებული ფხვნილის სწორად გამოსაყენებლად შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქცია დაიცავით.

როგორ შევარჩიოთ სარეცხი ფხვნილი სწორად

უსაფრთხოება – პირველ რიგში, სარეცხი ფხვნილის შემადგენლობას დააკვირდით. მასში არ უნდა შედიოდეს ფოსფატები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმისთვის და გარემოსთვის საზიანოა. გაითვალისწინეთ, რომ საბავშვო ნივთების სარეცხ საშუალებაშიც 15-30% ფოსფატი შეიძლება შედიოდეს. თუ შეფუთვაზე მითითებულია, რომ სურფაქტანტები და ფოსფონატები (ფოსფატების ნაკლებად აგრესიული შემცვლელი) მაქსიმუმ 5%–ია, ეს კარგი ნიშანია.

ქსოვილის ტიპი და დაბინძურების დონე – საინტერესოა, რომ ფხვნილები განსხვავდება ქიმიური ფორმულით, ასევე ლაქების ტიპით, რომლის გარეცხვა შეუძლია. ფხვნილის შეფუთვა შეძენამდე შეისწავლეთ. თეთრი ნივთებისთვის სპეციალური საშუალება შეიძინეთ, რომელიც მათეთრებელს შეიცავს. სხვა ტანსაცმლისთვის გამოიყენეთ ფხვნილი წარწერით COLOR, რომელიც ეფექურია და ფერს ინარჩუნებს.

როგორც ხედავთ, სარეცხი მანქანის გამოყენებას ცოდნა სჭირდება. თუ სარეცხ ფხვნილს ზუსტად გამოთვლით და უსაფრთხო და ეფექტურ ვარიანტს შეარჩევთ, თქვენი ტანსაცმელი ყოველთვის იდეალურად სუფთა იქნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს