რეზონანსული კრიმინალური ისტორიები, რომლებიც წლებია გაუხსნელი, საზოგადოების აღშფოთებას იწვევს.
2007 წლის მაისში პორტუგალიის კურორტზე 3 წლის ბრიტანელი გოგონა დაიკარგა. სანამ მისი მშობლები, ჯერი და კეიტ მაკკეინი საღამოს რესტორანში სავახშმოდ წავიდნენ, გოგონა ნომრიდან გაქრა.
თითქმის 11 წელი გავიდა, მაგრამ გოგონა ჯერ ვერ იპოვეს. ადრე პოლიციელები თვლიდნენ, რომ ამაში მშობლებიც შეიძლება გარეული ყოფილიყვნენ. შესაძლოა, გოგონას საძილე აბები მისცეს, ხოლო როცა დაბრუნდნენ, ის უკვე გარდაცვლილი იყო. ამიტომ გვამის და მკვლელობის მტკიცებულებების დამალვა გადაწყვიტეს. თუმცა ეს ვერსია უკვე უარყვეს.
ცოტა ხნის წინ გოგონას ძიძამ მომხდართან დაკავშირებით ზოგიერთი დეტალის შესახებ ისაუბრა. მას ახსოვს საღამო, როცა გოგონა დაიკარგა. მისი სიტყვებით, მამამ იმწამსვე გოგონას ძებნა დაიწყო, ხოლო დედა ძლიერ ტიროდა.
მისივე თქმით, დასახლება, სადაც ოჯახი ისვენებდა, სახიფათოდ ითვლებოდა და ძიძები ამის შესახებ აფრთხილებდნენ. გარდა ამისა, პოლიცია ადგილზე მხოლოდ გამოძახებიდან ნახევარი საათის შემდეგ გამოჩნდა, რამაც გამოძიებას ხელი ძლიერ შეუშალა.
ძიძა ამბობს, რომ დღემდე კოშმარული სიზმრები აწუხებს. მომხდართან დაკავშირებით კეიტის რეაქცია ძალიან კარგად ახსოვს.
ცოტა ხნის წინ, პორტუგალიურმა მედიამ განაცხადა, რომ მათ აქვთ მტკიცებულებები, რაც პოლიციას დამნაშავის დაკავებაში დაეხმარება.
პოლიციის თქმით, მათ იციან ადამიანის სახელი, რომელიც იმ დღეს, როცა გოგონა გაქრა, სასტუმროდან მოშორებით იმყოფებოდა. ახლა ამ პიროვნების დაკავებისთვის ძიება მიმდინარეობს.