ორქიდეის გამოკვება კომბოსტოთი და როგორ გავაკეთოთ სწორად

136

ყველა ოთახის მცენარე ძალიან მიყვარს, მაგრამ ერთი ყვავილი ჩემი ფავორიტია. ესაა ვეფხვისებრი ორქიდეა, რომელიც მეგობარმა მაჩუქა. როცა ოჯახთან ერთად 2 თვით საზღვარგარეთ წასვლა მომიწია, მეზობელს პერიოდულად სახლში შესვლა და მცენარის მორწყვა ვთხოვე. სამწუხაროდ, მორწყვაში გადააჭარბა და ჩემმა საყვარელმა ორქიდეამ „კვდომა“ დაიწყო. ნაცნობი, რომელიც წლებია ამ ყვავილს სახლში ზრდის, ორქიდეის გადარჩენაში დამეხმარა. მასწავლა მარტივი მეთოდი, რომელიც ორქიდეის ფესვებს ზრდის და აღდგენაში ეხმარება. კომბოსტოს წვენი დაგჭირდებათ.

ორქიდეის ფესვების გაზრდა კომბოსტოს წვენით – ამ საოცარი მეთოდით წვნიან, ჯანსაღ და მწვანე ფესვებს გაზრდით. მცენარის მდგომარეობა და ყვავილობის ხანგრძლივობა მასზეა დამოკიდებული. დადებითი შედეგი კომბოსტოში შემავალი მინერალების და ვიტამინების წყალობით მიიღება. ამ ბოსტნეულის წვენში შედის კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, კალიუმი, მანგანუმი, გოგირდი და სხვა სასარგებლო კომპონენტები.

როგორ გამოვკვებოთ ორქიდეის ფესვები

  1. წვენის მისაღებად კომბოსტოს ერთი დიდი ფოთოლი და ნახევარი ხიკვი დაგჭირდებათ. ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ, 0,5 ლ წყალი დაუმატეთ და დააბლენდერეთ.
  2. ნარევი მარლაში გადაწურეთ და დარჩენილი წვენი კარგად გაწურეთ. კონცენტრირებულ სითხეს მიიღებთ. მორწყვამდე 1:10 თანაფარდობით გააზავეთ. 200 მლ კონცენტრირებული წვენისთვის 2 ლ წყალი დაგჭირდებათ.
  3. ორქიდეა მიღებულ ხსნარში ჩადეთ. დიდი ზომის ჭურჭელი დაგჭირდებათ. მაგალითად, ხუთლიტრიანი წყლის ბოთლი გადაჭერით. ხსნარი ჩაასხით და ორქიდეა ჩადეთ. ფესვები მიწისგან წინასწარ გაწმინდეთ.
  4. 20 წუთით ხსნარში გააჩერეთ, შემდეგ ქოთანში გადარგეთ. დარჩენილი საშუალება მოსარწყავად გამოიყენეთ. ხსნარი უბრალო წყლის შესანიშნავი ალტერნატივაა. მორწყვის იდეალური სიხშირე – სამ კვირაში ერთხელ.

თუ ზედმეტი მორწყვის ან სიცივის გამო მცენარის ფესვები დალპა, ეს მეთოდი აღსადგენად გამოიყენეთ. თუ ორქიდეას ფესვები არ აქვს, რეანიმაციისთვის გაზავებული კომბოსტოს წვენი შეგიძლიათ გამოიყენოთ. მინერალების და ვიტამინების წყალობით ახალი ფესვების გასაზრდელად იდეალური საშუალებაა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს