ნანას ძალიან უხაროდა, რომ დიასახლისი იყო. როდესაც ირაკლის გაჰყვა ცოლად, მან შესთავაზა, რომ არ ემუშავა და სახლში მჯდარიყო, რასაც ნანა სიხარულით დასთანხმდა.ნანა ცხოვრებისაგან ძალიან ბევრს არასოდეს ელოდა. მშობლებს ის არასოდეს გაუთამამებიათ. სტუდენტობის დროს, დაზოგვით ცხოვრებას მიეჩვია. ის ძალიან მცირე თანხით ახერხებდა ცხოვრებას. მან თვითონაც კი არ იცოდა, როგორ.
ამიტომ, როდესაც გათხოვების შემდეგ ირაკლიმ მას სახლში ჯდომა შესთავაზა, ის დათანხმდა. მას არ შეშინებია, რომ ოჯახის შენახვა ქმრის მცირე ხელფასით მოუწევდა.ნანა დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რადგან საჭმელს ყოველთვის თავად ამზადებდა. თუმცა, ამაზე ძალიან დიდი დრო ეხარჯებოდა. კორეული სტაფილო თუ მოესურვებოდა, ნანა მას არ ყიდულობდა, ყოველთვის თავად ამზადებდა. კატლეტი მოესურვებოდა? თავად ამზადებდა. ეს ეხებოდა ყველაფერს.
ნანას გამხდარს ვერ უწოდებდი. არა, ის იყო ჩვეულებრივი, თუმცა, ცოტაოდენი ცხიმი ჰქონდა თეძოებზე და მუცელზე. მას საკუთარი თავი მოსწონდა და ირაკლისაც მოსწონდა.ასე რომ, ნანას არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, მას საკუთარ ცხოვრებაში ყველაფერი აწყობდა. მაგრამ, ერთ მომენტში ყველაფერი შეიცვალა.და აი, რა მოხდა ერთხელ. ირაკლი სამსახურიდან დაბრუნდა. ნანამ ბორში დაუსხა, თეფშზე დაუდო პიურე და შემწვარი ქათამი. მოუმზადა ბოსტნეულის სალათი. ეს ყველაფერი მაგიდაზე დაალაგა.მან კი ამ დროს ჭურჭლის რეცხვა დაიწყო. ირაკლიმ სწრაფად ჭამა და უთხრა:
- ნანა, შენ აღარაფერი დაიდო. მე ბოლომდე არ მიჭამია და შენ გეყოფა!
ამის გაგონების შემდეგ, ნანა ადგილზე გაიყინა. ზოგადად, ის თვლიდა, რომ სხვა ადამიანის შემდეგ ჭამა, არასწორი იყო.ის შებრუნდა და მაგიდას დახედა. თეფშებში დარჩენილი იყო 2 კოვზი ბორში, ერთი კოვზი პიურე და ნახევარი ბარკალი. სალათი ირაკლის უკვე მაცივარში მოეთავსებინა.
- ირაკლი, იმედია ხუმრობ ხო? მე ჭამა მინდა და მაქვს უფლება, რომ ნორმალურად მივირთვა. ის, რაც შენ ვერ შეჭამე, ძაღლს გაუტანე!
- ნანა! მე არ ვხუმრობ! ნუ ჭირვეულობ! შენ ძალიან ბევრს ამზადებ. ცოტა ნაკლები მოამზადე! მე ამდენს არ გამოვიმუშავებ!
- არ მესმის, რაზე ლაპარაკობ! რაიმე განსაკუთრებულს ვამზადებ? ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივია!
- რა არის ჩვეულებრივი! შენ ხომ მთლიან ქათამს ერთ ჯერზე წვამ! ის კი შეგიძლია ორად გაყო! შენ ყველაფრით კმაყოფილი უნდა იყო! შენთვის უკეთესი იქნება!
- რატომ იქნება უკეთესი? – გაუკვირდა ნანას.
- როგორ თუ რატომ? გახდები! ქალი გამხდარი უნდა იყოს, შენ კი, რაღაც ძალიან გასუქდი.
ირაკლიმ ნანას თეძოზე უჩქმიტა და სამზარეულოდან გავიდა.ნანას ძალიან ეწყინა. მან ნახევარი დღე სამზარეულოში გაატარა, ახლა კი ნორმალურად ჭამის უფლება არა აქვს. ის ოთახში შევიდა, რათა ირაკლის დალაპარაკებოდა.
- თუ თვლი, რომ ბევრს ვამზადებ, იქნებ შენ უნდა ჭამო ცოტა ნაკლები? მე ნარჩენებს ნუ მთავაზობ!
- რეებს იგონებ? მე ვმუშაობ, ამიტომ მე კარგი კვება მჭირდება! ლუდი მომიტანე მაცივრიდან, ფეხბურთი იწყება! – თქვა ირაკლიმ და დივანზე უფრო მოხერხებულად მოთავსდა.
ნანა სამზარეულოში გავიდა, ირაკლის ლუდი მოუტანა და ისევ სამზარეულოში დაბრუნდა. საჭმელი დაიდო და ნორმალურად მიირთვა. შემდეგ ჭურჭლის რეცხვა დაიწყო. მან უკვე გადაწყვიტა: ის თავადაც დაიწყებს მუშაობას, რათა ქმარმა პურის ნაჭერი არ დააყვედროს.