შენთან ცხოვრება აღარ შემიძლია! შენთვის წინდის ყიდვაც კი არ შეგიძლია! უყვიროდა ქმარს, როდესაც მიდიოდა. ერთი წლის შემდეგ კი, უკვე მასთან დაბრუნება უნდოდა 

4136

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი თავისი მეგობრის ისტორიას მოგვითხრობს.ძალიან ბევრი ოჯახი ინგრევა იმის გამო, რომ ადამიანებს ერთმანეთთან წყნარად დალაპარაკება არ შეუძლიათ.

ასე იყო ჩემი მეგობრის, ანას, ოჯახშიც. მის ქმარს, რატომღაც სამსახურში არ უმართლებდა. მას ხშირად ათავისუფლებდნენ სამსახურიდან, თუმცა ის ცუდად არ მუშაობდა. მე და ანა ვმეგობრობდით და ჩვენი მეუღლეებიც კარგი ამხანაგები იყვნენ. მე და დათოსაც ძალიან გვიჭირდა იმის ყურება, თუ როგორ კარგავდა ირაკლი მორიგ ჯერზე სამსახურს. თითქოს, ნორმალური მამაკაცია, მაგრამ რატომ არ უმართლებს?

ერთ დღესაც ანამ ვერ მოითმინა.იმ დღეს მათთან ვიყავით სტუმრად. ირაკლი ჯერ სამსახურში იყო. ჩვენ სამზარეულოში ვიჯექით და ტორტს მივირთმევდით ჩაისთან ერთად. ირაკლი მოვიდა, ის ოდნავ ნასვამი იყო. მან თქვა, რომ უფროსი დაქვეითებით ემუქრებოდა იმის გამო, რომ მას დღეს სამსახურში დააგვიანდა. ამ დაგვიანების გამო, მას დიდი ჯარიმაც დააკისრეს.

ანამ ეს რომ გაიგონა, ნერვებმა უღალატა და ტირილი დაიწყო. ჩვენ მივხვდით, რომ ზედმეტები ვიყავით და სახლში წასვლა გადავწყვიტეთ.წასვლის დროს გვესმოდა, რომ ანა და ირაკლი მაგრად ჩხუბობდნენ.

ანა ირაკლის უყვიროდა:

  • შენთან ერთად ცხოვრება აღარ შემიძლია! შენთვის წინდის ყიდვაც კი არ შეგიძლია!

ორი დღის შემდეგ გავიგეთ, რომ ანას ნივთები შეეგროვებინა და ირაკლისაგან წასულიყო. ის საცხოვრებლად დედამისთან გადასულიყო.მალე ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ბინა ორ ერთოთახიან ბინაზე გადაცვალეს. შვილები არ ყავდათ, ამიტომ განქორწინება და ქონების გაყოფა ძალიან სწრაფად მოხდა.განქორწინების შემდეგ, ირაკლი სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ, პირიქით მას უფროსმა კიდევ უფრო მეტი საქმე მისცა. განქორწინებისა და ანას ღალატის დასავიწყებლად ირაკლიმ საკუთარი თავი მთლიანად სამსახურს დაუთმო. სამი თვის შემდეგ ის დააწინაურეს, 6 თვის შემდეგ კი – ის განყოფილების უფროსი გახდა.

მე და ჩემს ქმარს ირაკლის წარმატება ძალიან გვახარებდა. თითქოს, წარუმატებლობა მისთვის ანას მოჰქონდა.ირაკლი, ბოლოს და ბოლოს, თავდაჯერებული გახდა. ის გახდა, უკეთესად დაიწყო ჩაცმა. მოკლედ, ყველაფერი კარგად იყო. სამსახურში სრული წესრიგი ჰქონდა და ბევრად უფრო უკეთესად გამოიყურებოდა. მან კრედიტით კარგი მანქანაც კი შეიძინა.ექვსი თვის შემდეგ ირაკლის ანამ დაურეკა. მან შესთავაზა, რომ კაფეში ენახათ ერთმანეთი და ესაუბრათ. ირაკლი დათანხმდა.

ერთმანეთს კაფეში შეხვდნენ. წარსულზე ისაუბრეს. ანამ იმაზე დაიწყო საუბარი, თუ როგორ უჭირდა ცხოვრება. მას არც სამსახური ჰქონდა და არც ფული. და საერთოდ, მას ირაკლი ძალიან უყვარდა და მასთან დაბრუნება უნდოდა.ირაკლიმ ყურადღებით შეხედა ანას, წუთით დაფიქრდა, გაახსენდა, თუ რა უთხრა ერთი წლის წინ წინდებთან დაკავშირებით და თქვა:

  • ახლა წინდების ყიდვა მე თვითონ შემიძლია და შენ მე სრულიად აღარ მჭირდები! სამაგიეროდ, ახლა შენ დაგჭირდი! ჩვენ ერთად აღარ ვიცხოვრებთ! შენ ხომ ყველაზე რთულ დროს მიმატოვე, როდესაც ასე ძალიან მჭირდებოდა შენი მხარდაჭერა! ცოლი ასე არ უნდა იქცეოდეს!

ირაკლიმ ფული გადაიხადა და წავიდა.მე უკვე ვფიქრობ, რომ ირაკლის ერთი ჩემი გასათხოვარი მეგობარი გავაცნო. იქნებ ერთმანეთი მოეწონოთ? ირაკლი ბედნიერებას იმსახურებს.

ვფიქრობ, რომ ირაკლი სწორად მოიქცა. თუ ანამ ის მაშინ მიატოვა, როდესაც მას ფული არ ჰქონდა, ესე იგი, მას ის არასოდეს ყვარებია. ვისაც უყვარს, ის საყვარელ ადამიანთან ერთად არის ყოველთვის: გასაჭირშიც და ლხინშიც.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს