ეს ჩემი ქალიშვილი არ იქნება! ბიჭი უნდა დაბადებულიყო! მე მას სამშობიაროდან არ წავიყვან!

22786

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – მამაკაცი თავისი მეგობრის ისტორიას გვიამბობს.

ეს ისტორია მრავალი წლის წინ ჩვენს ნათლიას, კოტეს, გადახდა თავს. კოტე ჩემი ძველი მეგობარია, ჩვენ მრავალი წელია ვმეგობრობთ, ჯერ კიდევ სკოლიდან. დაქორწინების შემდეგ, ჩვენი მეუღლეებიც დამეგობრდნენ. ჩვენ ხშირად აღვნიშნავთ ერთად დღესასწაულებს. მოკლედ, ოჯახებით ვმეგობრობთ. მერე კოტე ჩვენი ნათლია გახდა, მან მარი მონათლა, ჩვენი უფროსი ქალიშვილი.მე და ჩემს მეუღლეს, ლელას, უკვე მესამე გოგონა შეგვეძინა. ამ პერიოდში კოტეს მეუღლეც, ეკაც, 8 თვის ფეხმძიმე იყო.

  • ეჰ, შენ რა გითხარი! ისევ გოგო გეყოლა! უკვე მესამე. ჩემი ბიჭის საცოლე იქნება!
  • შენ, დარწმუნებული ხარ, რომ ბიჭი გეყოლება?
  • რა თქმა უნდა! მე ქალიშვილი უბრალოდ ვერ მეყოლება! შენ ხომ იცი, დედაჩვენს სამი ბიჭი ჰყავს! მამაჩემის ოჯახშიც მხოლოდ ვაჟები იბადებიან. ესე იგი, მეც ბიჭი მეყოლება! – სიცილით ამბობდა კოტე, როდესაც ჩვენი ქალიშვილი დაიბადა და ის ჩვენს მოსალოცად მოვიდა.

ერთი თვის შემდეგ კი, მან დამირეკა და მითხრა:

  • სამშობიაროში ვარ. ჩემმა ეკამ გააჩინა. უბედურება მაქვს! დიდი!

სასწრაფოდ მანქანაში ჩავჯექი და სამშობიაროში წავედი. კოტე ფანჯრების ქვეშ აქეთ-იქით დადიოდა.

  • რა მოხდა? ეკა როგორ არის? ბავშვი როგორ არის?
  • ეკამ გოგონა გააჩინა! ის ჩემი ქალიშვილი არ იქნება! ბიჭი უნდა დაბადებულიყო! მე არ წავიყვან მას სამშობიაროდან! ეკამ ეს ბავშვი სხვისგან გააჩინა! – ყვიროდა კოტე ხმამაღლა.
  • დამშვიდდი და სისულელეების ლაპარაკს თავი დაანებე! ერთი თვის შემდეგ, შენ ის საკუთარ თავზე მეტად გეყვარება!
  • მე მასთან ახლოსაც კი არ მივალ! ხელშიც არ ავიყვან!
  • ვნახავთ! – გამეცინა მე.

კოტემ, რა თქმა უნდა, სამშობიაროდან თავისი ცოლიც გამოიყვანა და ბავშვიც. როგორც მე ვამბობდი, მას ძალიან მაგრად შეუყვარდა თავისი შვილი. გოგონას ერთი წელი რომ შეუსრულდა, მან მის დაბადების დღეზე თქვა:

  • შენ მართალი იყავი! მე ძალიან მიყვარს ჩემი ქალიშვილი, ნათია! ის ჩემი მზე და ჩემი სიხარულია!

სამი წლის შემდეგ, ეკას ბიჭი შეეძინა.როდესაც დათოს ჯარში ვაცილებდით, კოტემ მითხრა:

  • სამი ქალიშვილის გაზრდა უფრო ადვილია, ვიდრე ერთი ვაჟის!

მერე ნათიას ორი ბიჭი შეეძინა, დათოს კი – სამი. ასე, რომ კოტეს ბიჭები საკმარისად ჰყავს. თუმცა, თავისი ქალიშვილი, ნათია, მას ძველებურად უყვარს ძალიან ძლიერ და ძალიან ნაზად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს