მამამ შესანიშნავი მეთოდი გამონახა თავისი ხულიგანი ბიჭისთვის ჭკუის სასწავლებლად

1520

მე ლელა მქვია. პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ცოლად სამხედრო მოსამსახურეს გავყევი. და როგორც სამხედროს მეუღლე, მასთან ერთად ერთ სამხედრო ქალაქში გავემგზავრე. იქ იყო სკოლა, სადაც სამუშაოდ მოვეწყვე.

თავიდან ბავშვებთან მუშაობა ძალიან მიჭირდა, შემდეგ კი მივეჩვიე და ყველაფერი კარგად იყო.მეოთხე კლასში ერთი ძალიან თავხედი ბიჭი მყავდა, უბრალოდ ნამდვილი ხულიგანი. სულელი ბიჭი არ იყო, მაგრამ საშინაო დავალებებს ძალიან იშვიათად ამზადებდა, მხოლოდ მაშინ, როდესაც თავად მოესურვებოდა. წესრიგისაკენ მოწოდების ყველა ჩემი მცდელობა, უშედეგოდ მთავრდებოდა.

ჩვენ იქ ვცხოვრობდით. მე ბავშვებს ვასწავლიდი და ცოტ-ცოტას კოტეს ვებრძოდი. შემდეგ, ჩემს კლასში ახალი ბიჭი მოვიდა, მას დათო ერქვა. დათო ძალიან ჭკვიანი იყო და ძალიან უყვარდა სწავლა. ამის გამო მასწავლებლებს ძალიან უყვარდათ და ხშირად აქებდნენ მას. შესაძლოა, სწორედ ამის გამო არ უყვარდა კოტეს დათო. ის მას არ ასვენებდა. დღე არ გავიდოდა, რომ მათ შორის რაიმე კონფლიქტი არ მომხდარიყო.

კოტე მუდმივად აწუხებდა დათოს, ეჯახებოდა, წყალს ასხამდა. ერთხელ პირდაპირ ჩემს გაკვეთილზე იჩხუბეს. ვერც კი გავაშველე ისინი. ისეთი ხმაური იყო, რომ დასახმარებლად მასწავლებელი შემოვიდა გვერდითა კაბინეტიდან.

რა თქმა უნდა, ამის შესახებ დირექტორმა გაიგო და მე შენიშვნა მივიღე.შემდეგმა კვირამ შედარებით მშვიდად ჩაირა. მერე კი ერთმა გოგონამ მითხრა, რომ კოტემ დათოს ჩანთაში მოშარდა.ეს რომ გავიდე, შოკი მივიღე. გადავწყვიტე, რომ აუცილებლად უნდა მიმეხედა ამისთვის. ამ ყველაფრის ასე დატოვება, უბრალოდ არ შეიძლებოდა. ვინ იცის, შემდეგ ჯერზე თავში რა მოუვა? და რით შეიძლება დამთავრდეს ეს ყველაფერი.

დიდხანს ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა და გადავწყვიტე, რომ ჩემი ქმრისთვის მეამბო და რჩევა მისგან მეკითხა. ჩემი ქმარი ასეულის მეთაური იყო, კოტეს მამა კი მის ასეულში მსახურობდა.ბიჭისთვის არაფერი მითქვამს. დათო არასოდეს უჩიოდა კოტეს, კოტე კი ყოველთვის უარს ამბობდა თავის ცუდ საქციელზე.

ჩემი ქმარი კოტეს მამას სერიოზულად დაელაპარაკა და მან გადაწყვიტა, რომ მას საკუთარი ძალებით გამკლავებოდა – როგორც ჯარში.კოტეს მამა მას დილის 5 საათზე აღვიძებდა და სირბილს აიძულებდა. ამის შემდეგ კი აზიდვების გაკეთებას.აღზრდის ამ მეთოდმა შესანიშნავად იმოქმედა. სისულელეები კოტეს თავიდან ძალიან სწრაფად ამოვარდა. ასეთი დილის ვარჯიშის შემდეგ, კოტეს სიბოროტის ჩადენისა და დათოსთვის ზიანის მიყენების სურვილი აღარ ჰქონდა.შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ სპექტაკლი დაგვედგა. კოტემ ითხოვა, რომ მისთვის მთავარი როლი მიგვეცა. მან შესანიშნავად ითამაშა. მას ყველა ძალიან აქებდა.

ასეთი ტრიუმფის შემდეგ, კოტე, ბოლოს და ბოლოს, დათოს შეეშვა. ჩვენს კლასში მშვიდი ცხოვრება დაიწყო. მე ძალიან მიხაროდა!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს