რა ჩავდოთ საფულეში ფულის მოსაზიდად? ზოგი თვლის, რომ სამკუთხედად დაკეცილ დოლარიანზე უკეთესი თილისმა არ არსებობს, რადგან ცნობილია, რომ ფული ფულს იზიდავს. სხვები ნატურალურ ფულის თილისმებს უპირატესობას ანიჭებენ. მაგალითად, პიტნას ან დარიჩინს. Paparazzi გთავაზობთ ნივთების სიას, რომელთაც მდიდრები ჩანთით ან საფულით ატარებენ.
ზოგიერთი ნივთი ძლიერი თილისმა და ფულის მაგნიტი შეიძლება გახდეს. პირველი წესი: საფულე ან ჩანთა ყოველთვის სუფთა უნდა იყოს. იქ ყოველგვარი ნაგავი, მაგალითად, მაღაზიის ქვითარი ან ავტობუსის ბილეთი არ უნდა შეინახოთ. მეორე წესი: საფულეში ფული (თუნდაც ხურდა) ყოველთვის უნდა იყოს, თუნდაც ბარათით გადახდას უპირატესობას ანიჭებდეთ. ცარიელი საფულე ცუდი ნიშანია.
ფინანსების მოსაზიდად საფულეში დარიჩინის ჩხირები შეგიძლიათ ჩადოთ. ის სასიამოვნო სუნს მიანიჭებს და წარმატებას მოიზიდავს. დარიჩინი მნიშვნელოვან შეხვედრაზე აუცილებლად წაიღეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ფინანსებს ეხება. სანელებელი თილისმა გახდება და დღე კარგად ჩაივლის.
ფულის მაგნიტი – დარიჩინის გარდა საფულეში პარკოსნის მარცვლეული შეგიძლიათ ჩადოთ. ეზოთერიკოსები თვლიან, რომ ის ენერგეტიკას წმენდს და ფულს იზიდავს. საფუარი კიდევ ერთი უცნაური თილისმაა. საფუარი არა მხოლოდ საცხობად გამოგადგებათ. ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდად ჩანთაში ან საფულეში ჩაიდეთ. წითელი ქსოვილი ან ძაფი ცნობილი თილისმაა. წითელი ძაფი არა მხოლოდ ხელზე შეგიძლიათ ატაროთ. საფულეში დიდი ფულის მოსაზიდად ჩადეთ. წითელი ქსოვილიც გამოგადგებათ. წითელი საფულე შეგიძლიათ იყიდოთ, რომ გამდიდრების შანსი გაზარდოთ.
საფულეში ან ჩანთაში შეგიძლიათ ჩადოთ ფული, რომელიც ახლობლებმა გაჩუქეს. მისი დახარჯვა არ შეიძლება, რადგან ფულს იზიდავს. სამკუთხედად დაკეცეთ ან საფულის დახურულ განყოფილებაში ჩადეთ, რომ შემთხვევით არ დახარჯოთ. ქაღალდის ნაცვლად ძვირფასი მონეტა შეგიძლიათ ჩადოთ. ძველი ან საკოლექციო შეიძლება იყოს. ასეთ ნივთს ძლიერი ენერგეტიკა აქვს, რომელიც ფულად ნაკადებს ხსნის. ჩანთაში ჩინური მონეტების შეკვრა, 6,8 ან 9 ეგზემპლარი ატარეთ. აღმოსავლური ამულეტი ყოველთვის გამოგადგებათ.
რა არ უნდა იყოს თქვენს საფულეში – ფულადი ნაკადის დახურვა ან ფინანსური კეთილდღეობის დაფრთხობა ადვილად შეიძლება. საკმარისია, რომ საფულეში შეინახოთ ის, რისი ადგილიც იქ არაა. საფულით ძვირფასი ადამიანების ფოტოები არ ატაროთ. ფული იეჭვიანებს და განაწყენდება, რომ ყურადღება მხოლოდ მასზე კონცენტრირებული არაა.
სავიზიტო ბარათები, ქვითრები და ტკბილეულის შეფუთვა აკრძალულია. ისინი ჩანთას ანაგვიანებენ და კეთილდღეობის ენერგიას აბრკოლებენ. ფული ასეთ საფულეში ან ჩანთაში ცხოვრებას არ ისურვებს. საფულით ფასდაკლების ბარათები, საბანკო ბარათები და დოკუმენტები არ ატაროთ. პირველ რიგში, ეს ცუდი ნიშანია. მეორეც, უსაფრთხო არაა. თუ შემთხვევით საფულეს დაკარგავთ, ყველა ღირებულ ბარათთან დამშვიდობება მოგიწევთ. უმჯობესია, ცალკე შეინახოთ.
უკვე იცით, რა ჩადოთ საფულეში ფულის მოსაზიდად. აირჩიეთ ერთი ან რამდენიმე თილისმა, რომ ფული მოგეწებოთ. დროდადრო ჩანთასა და საფულეში რევიზია ჩაატარეთ, რომ ყველაფერი ზედმეტი მოიშოროთ.