ჩემმა დამ თავისი დანაზოგით საშინელი სახლი იყიდა, ახლა კი ჩემს სახლში უნდა ცხოვრება, რომლიც იპოთეკით ვიყიდეთ

845

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი, საკუთარი ოჯახის ისტორიას გვიამბობს.მე მარი მქვია. მყავს უმცროსი და – ირინა. ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა მხოლოდ ორი წელია. ისე მოხდა, რომ ორივე თითქმის ერთდროულად გავთხოვდით. ჩვენი შვილები კი ორი თვის სხვაობით დაიბადნენ.

ჩვენ გვქონდა დანაზოგი და თანხა თითქმის ერთნაირი იყო. ორივე ოჯახმა გადავწყვიტეთ, რომ სახლები გვეყიდა. ასეთ მნიშვნელოვან შენაძენს ჩვენ სხვადასხვანაირად მივუდექით.იქ, სადაც მე და ჩემს ქმარს გვინდოდა ბინის ყიდვა, ნორმალური ბინები ძალიან ძვირი ღირს. სახლში იქნება სამი ოთახი, გაზი, ნორმალური სააბაზანო ოთახი და პატარა ბოსტანი.

მე და ჩემმა ქმარმა გადავწყვიტეთ, რომ ნორმალური სახლი გვეყიდა. ამისთვის იპოთეკური სესხი ავიღეთ. დავამატეთ ჩვენი დანაზოგი და ჩვენთვის ნორმალური სახლი ვიყიდეთ.ჩემი და ასე არ მოიქცა, თუმცა მე ვცდილობდი მის დარწმუნებას, რომ ჩვენი გადაწყვეტილება ძალიან ბრძნული იყო. ირინამ და მისმა ქმარმა სხვა რამ გადაწყვიტეს. მათ იპოთეკის აღება არ მოინდომეს და იყიდეს სახლი, რომელიც ძალიან ცუდ ადგილზე იყო და ძალიან საშინელ მდგომარეობაში.

ჩემმა დამ თქვა, რომ მას არ სურდა ნახევარი ცხოვრების მანძილზე იპოთეკის გადახდა. იქნებ სამსახური არ იყოს, საიდან უნდა მოიტანოს ფული? ეს, რა თქმა უნდა, ასეა. მაგრამ, თუ ბინას იქირავებ და ფულს არ გადაიხდი, იქიდანაც გამოგაგდებენ. ასე არ არის? არავინ მოგცემს იმის უფლებას, რომ მის ბინაში უფასოდ იცხოვრო.

მოკლედ, ჩემმა დამ და მისმა ქმარმა იყიდეს ძალიან ცუდი სახლი და გადაწყვიტეს თავად გაეკეთებინათ რემონტი საკუთარი ძალებით, მაგრამ იპოთეკაზე კატეგორიული უარი განაცხადეს.შედეგად, მე და ჩემს ქმარს ბანკის ვალი გვაქვს, ირინას კი სახლის ყიდვის შემდეგ, რაღაც თანხაც კი დარჩა. მათ ბინისთვის ცოტაოდენი ავეჯი შეიძინეს, დანარჩენი ფული კი გაუგებარია, რაზე დახარჯეს.

წყალი მხოლოდ ბაკში ჰქონდათ, საჭირო იყო ფეჩის ანთება და სახლში იყო მხოლოდ ორი პატარა ოთახი. სააბაზანო ოთახი არ იყო, საპირფარეშო იყო ეზოში. ასეთ სახლში ცხოვრება ძალიან ძნელია, მითუმეტეს პატარა ბავშვთან ერთად.

ეს მათი არჩევანი იყო. მათ ამ სახლში მხოლოდ ორი წლის მანძილზე იცხოვრეს, შემდეგ კი მიატოვეს და ნაქირავებ ბინაში გადავიდნენ. გადაწყვიტეს, რომ ეს სახლი გაეყიდათ.თავიდან, ჩემი და მთხოვდა, რომ ჩემთან გადმოსულიყო საცხოვრებლად, მაგრამ სად? სახლში მხოლოდ სამი ოთახი გვაქვს: ჩვენი საძინებელი, საბავშვო ოთახი და მისაღები ოთახი. ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს ადგილი კიდევ ერთი ოჯახისთვის, რომელიც სამი ადამიანისაგან შედგება. ირინას უარი ვუთხარი.ირინას ძალიან ეწყინა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მე მართალი ვარ. ჩვენ ერთნაირი შემოსავალი გვაქვს, პირობები ერთნაირი გვქონდა. ირინას და მის ქმარს არ მოუნდათ იპოთეკური სესხის აღება და საშინელი სახლი იყიდეს. ეს მათი გადაწყვეტილება იყო.

ახლი კი იფიქრონ: სწორად მოიქცნენ თუ არა, როდესაც დანაზოგი ასე სულელურად დახარჯეს?რატომ უნდა დავზარალდე მე სხვების შეცდომებისა და სხვების სისულელის გამო. ჩემი სახლი – არის სახლი, სადაც მხოლოდ ჩემი ოჯახი იცხოვრებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს