ქმარს ექვსი თვის წინ დავშორდი. როგორ ვცხოვრობ ახლა

1332

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.

მე მქვია ანა. ორმოცდაშვიდი წლის ვარ. დაახლოებით ერთი წლის წინ მივხვდი, რომ ჩემს ქმართან ერთად ცხოვრება აღარ მინდოდა. ამის შესახებ მას ვუთხარი, მაგრამ ის სულაც არ განაწყენებულა, პირიქით, რაღაცნაირად გაუხარდა კიდეც.როდესაც ოჯახი შევქმენით, ლექსო 20 წლის იყო, მე – 18-ის. მთელი ამ წლების განმავლობაში ძალიან ნორმალურად ვცხოვრობდით. ორმოცი წლის ასაკში მივხვდი, რომ ჩვენ უბრალოდ ძალიან დავიღალეთ ერთმანეთისგან და განქორწინებაზე დავიწყე ფიქრი.

მე მარტო ყოფნა უფრო მომწონდა, თუმცა რამდენიმე წლის მანძილზე განქორწინებას ვერ ვბედავდი. ვშიშობდი, რომ ჩვენი შვილები, ჩვენი ახლობლები და ჩვენი ნაცნობები ვერ გამიგებდნენ. არ ვიცოდი, შევძლებდი თუ არა მარტო ცხოვრებას. რატომღაც ძალიან მეშინოდა მარტოობის. მე ხომ მარტოს არასოდეს მიცხოვრია, ჯერ მშობლებთან ვცხოვრობდი, მერე კი – გავთხოვდი.

შემდეგ, როგორც იქნა გადავწყვიტე და ჩემს ქმარს გულწრფელად დაველაპარაკე.და აი, უკვე ექვი თვეა – თავისუფალი ქალი ვარ.რა საოცარი გრძნობაა! შესაძლოა გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც გამაკრიტიკებენ. ისეთებიც იქნებიან, რომლებიც ჩემს საქციელს საშინელ სისულელედ ჩათვლიან. თუმცა, პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორად მოვიქეცი. ახლა ისე ვცხოვრობ, როგორც მე მომწონს.

ჩვენმა შვილებმა გაგვიგეს, ასე რომ, აქ ყველაფერი რიგზეა.ახლა მარტო ვცხოვრობ. ვგრძნობ, რომ უკეთესადაც კი გამოვიყურები. უფრო მშვიდი და გაწონასწორებული ვარ, უფრო მხიარული ვარ და უფრო ხშირად ვიღიმი.

მე თვითონ ვგეგმავ ჩემს უქმეებს. მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვცხოვრობ და ეს ძალიან მომწონს. მე ვამზადებ იმას, რაც მინდა. ვალაგებ და ვრეცხავ, როცა ამის სურვილი მაქვს.საკმაო დროს ვატარებ მეგობრებთან ერთად, დავდივარ სხვადასხვა გამოფენებსა და კონცერტებზე. ადრე ამის საშუალება არ მქონდა, თუმცა ძალიან მინდოდა.ახლა ზუსტად ვიცი, რომ მარტოობის არ უნდა გეშინოდეს. მას ბევრი დადებითი მხარე აქვს.

მიხარია, რომ განქორწინება გავბედე და ახლა სულ სხვანაირად ვცხოვრობ. ჩემი ახალი ცხოვრება ძალიან მომწონს. მე ვიცი, რომ ჩემი ქმარიც ძალიან ბედნიერია ჩვენი განქორწინების გამო.

ასეც ხდება ხოლმე ცხოვრებაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს