პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ ნათესავებზე საუბრობს.მე ანა მქვია. მე და ჩემი მეუღლე ერთი ასაკის ვართ, 35 წლის. ორივე ქარხანაში ვმუშაობთ, ჩემი ქმარი საამქროს უფროსია, მე კი უფროსი ოსტატი. ორივეს ძალიან კარგი ხელფასი გვაქვს, მაგრამ ამისთვის ჩვენ ძალიან ბევრს ვშრომობთ.
მე უმცროსი და მყავს – ირინა. ის 27 წლის არის. არასოდეს არსად არ უმუშავია და მთელი ცხოვრება მას დედაჩემი ინახავს.6 თვის წინ ირინა გათხოვდა. სიყვარულით არა, უბრალოდ იმიტომ, რომ დაფეხმძიმდა. მგონი დარწმუნებული არ არის, რომ ბავშვის მამა ირაკლია, რადგან ის მაშინ სხვასაც ხვდებოდა.
ირინა და ირაკლი დაქორწინდნენ და ახლა დედაჩვენთან ცხოვრობენ. ის და მისი ქმარი დღემდე ერთობიან, სვამენ, წვეულებებს მართავენ. ის, რომ ეს დედაჩემს საერთოდ არ მოსწონს, მათ არ ანაღვლებს. ირინა ფეხმძიმედ არის და მაინც სვამს. როგორ შეიძლება, რომ საერთოდ არ იფიქრო მომავალი შვილის ჯანმრთელობაზე?
მე და ჩემს ქმარს კარგი მანქანა გვყავდა, მაგრამ ჩემი ქმარი სხვა მანქანაზე ოცნებობდა, უფრო ძვირადღირებულ და კომფორტულ მანქანაზე. ფული შევაგროვეთ და სწორედ იმ მანქანის ყიდვა გადავწყვიტეთ, რომელზედაც ჩემი ქმარი ოცნებობდა. ის ჯიპზე ოცნებობდა.
ძველი მანქანის გაყიდვა გადავწყვიტეთ და ინტერნეტში განცხადება განვათავსეთ.რამდენიმე დღის შემდეგ ჩემმა დამ დამირეკა და მითხრა:
- ძველ მანქანას რატომ ყიდით? რამდენად ყიდით?
მაშინვე მივხვდი ყველაფერს. საუბარს ყოველთვის ასე იწყებს – შორიდან, მერე კი იწყებს რაღაცის თხოვნას და ხვეწნას.
- ირინა, ეს ყველაფერი რაში გჭირდება? ჩვენ მანქანას 5000 ლარად ვყიდით. თქვენ ამდენი ფული მაინც არ გაქვთ! – ვუპასუხე მე.
- საკუთარი დისთვის კარგი ფასდაკლება არ იქნება?
- იქნება, 500 ლარს დაგიკლებ.
- მაინც ძვირია! კიდევ დააკელი!
- რამდენად გინდა ყიდვა?
- მე ხომ შენთვის უცხო არ ვარ! მე შენი და ვარ! არ შეგიძლია, რომ უბრალოდ მაჩუქო?!
- არა, არ შემიძლია!
- მე ხომ ფეხმძიმედ ვარ! შენგან ამას არ ველოდი. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ შენთვის ფული უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდე მე – შენი და. ძუნწი ხარ! საკუთარ დას ასე როგორ ექცევი? – თავს მაცოდებდა ირინა.
- დიახ, მე ასეთი ვარ! ნახვამდის! – ვუპასუხე და ტელეფონი გავთიშე.
მანქანა ზუსტად ორ დღეში გაიყიდა და ზუსტად იმ ფასში, რამდენიც ჩვენ გვინდოდა.იმავე დღეს საღამოს ირაკლიმ დამირეკა და მითხრა:
- გამარჯობა, ანა. ხომ იცი, რომ ირინა ორსულად არის. ჩვენ მანქანა ძალიან გვჭირდება! ხომ გესმის?
- რა თქმა უნდა, მესმის. იმუშავე და იყიდე! რადგან ასე ძალიან გჭირდებათ! მამაკაცი ხარ და ოჯახი უნდა უზრუნველვყო!
- რა ძუნწი ყოფილხარ! შენ რა, არ შეგიძლია, რომ შენს დას მანქანა აჩუქო? გენანება? შენ ხომ მისი და ხარ!
- რატომ უნდა ვაჩუქო? მე ვალდებული არ ვარ. რატომ უნდა ვაჩუქო მას ასეთი ძვირადღირებული საჩუქრები? მე მას ისედაც დაუკელი ფასი.
- კი მაგრამ, ის ხომ შენი დაა! როგორ შეიძლება იყო ასეთი ძუნწი და უგულო?!
- დიახ, მე ასეთი ვარ! მე ისედაც ყოველთვის ვეხმარები მას ფულით. და რაკი მაინც ძუნწი გგონივართ, მაშინ ამას აღარ გავაკეთებ. მანქანაზე კი საუბარი უკვე უსარგებლოა – უკვე გავყიდეთ. ნახვამდის! – ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე.
ჩემს ქმარს ყველაფერი ვუამბე. ძალიან ნაწყენი ვიყავი იმის გამო, რომ ჩემს დას სულ დაავიწყდა, რამდენჯერ დავხმარებივარ: რამდენჯერ მიმიცია ფული, რამდენჯერ გადამირჩენია სხვადასხვა უბედურებისგან და რამდენჯერ დამიცავს დედაჩემთან. ეს ყველაფერი მისთვის საკმარისი არ იყო. ახლა, მას მანქანაც მოუნდა! აი, სითავხედე.მორჩა! საკმარისია! მასთან ურთიერთობას მინიმუმამდე დავიყვან და ის ჩემგან ერთ თეთრსაც აღარ მიიღებს.როგორ შეიძლება, რომ ასეთი უმადური იყო?! თავად, ერთი თეთრიც კი არ გამოუმუშავებია და სხვის იმედზე ცხოვრებას არის მიჩვეული!
ახლა მხოლოდ საკუთარი თავის და თავისი ქმრის იმედზე იყოს. მე მას აღარ დავეხმარები! აი ასე!