ნათელა ბებია სოფელში საკუთარ სახლში მარტო ცხოვრობდა. ქმარი დიდი ხნის წინ გარდაეცვალა, ქალიშვილი კი უკვე დიდი ხანია, რაც ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად.
ერთი წლის წინ, მისი ქალიშვილი მოულოდნელად ჩამოვიდა ქალაქიდან. მარტო არა, თავის პატარა გოგონასთან ერთად. მან შვილი ბებიასთან ჯერ მხოლოდ ორი კვირით დატოვა, შემდეგ კი დედას დაურეკა და სიახლე შეატყობინა. უთხრა, რომ ნინი ახლა ბებიასთან იცხოვრებდა. ეკამ შესანიშნავი მამაკაცი გაიცნო და მას უნდა გაყვეს ცოლად. შვილმა შეიძლება ხელი შეუშალოს, მამაკაცმა შეიძლება უარი თქვას მის ცოლად წაყვანაზე, თუ გაიგებს, რომ მას შვილი ჰყავს.
ასე რომ, ნინი ბებიასთან დარჩა საცხოვრებლად. ის შესანიშნავი გოგონა იყო – დამჯერიც, ჭკვიანიც და მხიარულიც. ნათელა ბებია თავს უკეთესადაც კი გრძნობდა, ენერგიით იყო სავსე.მათ ფინანსურად უჭირდათ. ბებია მცირე პენსიას იღებდა, თუმცა მას თხები და ქათმები ყავდა, ასევე ბოსტანშიც მოჰყავდა ბოსტნეული და ეს ეხმარებოდა.
ყველაფერი კარგად იყო და შესაძლებელია ასეც გაგრძელებულიყო, რომ არა ერთი შემთხვევითობა.ნათელა ბებიას თხა გაექცა და მეზობლის ბოსტანში მთელი კომბოსტო გადაჭამა. აქამდე მას ნანასთან არც თუ ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ამბის შემდეგ კი – ნანა უარესად გაბრაზდა ნათელა ბებიაზე. მან გადაწყვიტა, რომ მისთვის სამაგიერო გადაეხადა.
მან ამისთვის ძალიან სასტიკი მეთოდი ამოირჩია. მეურვეობის ორგანოებს მისწერა, რომ მისი შვილიშვილი ერთი წლის მანძილზე უკანონოდ ცხოვრობდა მასთან და რომ გოგონა საკუთარმა დედამ მიატოვა. ბებია უკვე ძალიან მოხუცია და ნორმალურად არ შეუძლია ბავშვის მოვლა და გაზრდა. მალე მეურვეობის ორგანოებიდან მოვიდნენ და ნათელა ბებიას აცნობეს, რომ გოგონა ბავშვთა სახლში უნდა წაეყვანათ.
- ბებია! რას აკეთებ? სტუმრად მივდივართ? ან იქნებ მოგზაურობაში? მხოლოდ ჩემს ნივთებს რატომ ალაგებ? – ჰკითხა შვილიშვილმა ნათელას.
ნათელა ბებია ტიროდა და ცრემლებს ჩუმად იწმენდდა. შვილიშვილს ვერ ეუბნებოდა, რომ მის თავს ართმევდნენ და ახლა ის ბავშვთა სახლში იცხოვრებდა.მეორე დღეს მოვიდნენ მეურვეობის ორგანოებიდან და ნინი წაიყვანეს. ის ტიროდა, ეხვეწებოდა, რომ არ წაეყვანათ. ბებიას ჰპირდებოდა, რომ კარგად მოიქცეოდა და ყველაფერში დაეხმარებოდა.
მას არავინ მოუსმინა. ნინი ბავშვთა სახლში გადაიყვანეს. შვილიშვილის წასვლის შემდეგ, ნათელა ბებია ხშირად ავადმყოფობდა.იგი ცდილობდა საკუთარ შვილიშვილზე მეურვეობის მოპოვებას. არ დაუშვეს: უთხრეს, რომ ბავშვისთვის სათანადო პირობები არ აქვსო. საიდან უნდა მოეტანა ფული სახლის შესაკეთებლად? პენსია საცხოვრებლად ძლივს ყოფნიდა.ერთხელ, ნათელა ბებია სახლის წინ სკამზე იჯდა. ნანასთან მისი ქალიშვილი ჩამოვიდა. მან მის ეზოსთან გაიარა და რომ დანახა, მიესალმა და მოიკითხა.
- დედაშენის წყალობით, ახლა ყველაფერი ცუდადაა: სახლიც ცარიელი და სევდიანია და ჯანმრთელობის პრობლემებიც მაქვს.
ყველაფერი უამბო, რაც მოხდა.ქეთი სახლში გაიქცა. მალე მათი სახლიდან ყვირილის ხმა გაისმა. ქეთი ცდილობდა დედამისისთვის დაემტკიცებინა, რომ საშინელი საქციელი ჩაიდინა: პატარა გოგონას საყვარელი და მზრუნველი ადამიანი წაართვა. ახლა კი იძულებულია იცხოვროს ბავშვთა სახლში, სადაც ის არავის სჭირდება.
ქეთიმ გაარკვია, თუ რატომ არ მისცეს ნათელა ბებიას მეურვეობის უფლება.ქეთის მთელი ღამე არ ეძინა – სულ ფიქრობდა, როგორ დახმარებოდა ნათელა ბებიას და მის შვილიშვილს. მან მოიფიქრა: ამის შესახებ სოციალურ ქსელებში დაწერა და დახმარება სთხოვა იმ ადამიანებს, რომლებიც არ იყვნენ გულგრილნი სხვისი გასაჭირის მიმართ.მოხდა სასწაული. ორი დღის შემდეგ ქეთი სოფელში დაბრუნდა. ამჯერად ის მარტო არ იყო. მასთან ერთად ჩამოვიდნენ მისი მეგობრები და ნაცნობები, რომლებიც მზად იყვნენ ნათელა ბებიას დასახმარებლად.
მათ გადაწყვიტეს, რომ სახლი საფუძვლიანად შეეკეთებინათ. ნათელა ბებია საცხოვრებლად დროებით ნანასთან გადავიდა, რომელიც მიხვდა რაც დააშავა და პატიება სთხოვა მას.ნათელას დახმარება ძალიან ბევრმა ადამიანმა მოისურვა. მათ ერთად ნამდვილი სასწაული მოახდინეს.სახლში დილიდან გვიან საღამომდე სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. იყვნენ ადამიანები, რომლებიც ფულით დაეხმარნენ.
სახლის სახურავი შეცვალეს, იატაკიც, შპალერიც და სახლში საბავშვო ოთახიც კი მოაწყვეს. საბავშვო ოთახისთვის ახალი ავეჯი შეიძინეს. წყლის შეყვანა და კარგი სააბაზანო ოთახის გაკეთებაც არ გამორჩენიათ.მოკლედ, ყველაფერი გააკეთეს, რაც საჭირო იყო.ამ ყველაფერში მონაწილეობა ნათელას თანასოფლელებმაც მიიღეს. საჭმელი მოჰქონდათ და საჭმელს ამზადებდნენ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უფასოდ აკეთებდნენ რემონტს ნათელა ბებიას სახლში.
საღამოს ცეცხლთან სიმღერების ხმა ისმოდა, დილით კი ისევ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.ცდილობდნენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მორჩენილიყვნენ ყველაფერს. საქმე ისაა, რომ ნინი ერთ უშვილო წყვილს მოეწონა ძალიან და მათაც სურდათ მისი შვილად აყვანა. მათთვის უნდა დაესწროთ.ორი კვირის შემდეგ სახლის რემონტი დასრულდა. ბიჭებმა ნინისთვის საქანელა და ქვიშის მოედანიც კი გააკეთეს.
ნათელა ბებიას ისტორიას ძალიან ბევრი ადამიანი ადევნებდა თვალ-ყურს. საქმეს ფართო გამოხმაურება მოჰყვა.ნათელა ბებიამ ყველა საჭირო დოკუმენტი დროულად გააფორმა და შვილიშვილი მისთვის უნდა დაებრუნებინათ.გოგონას დაბრუნების დღეს ნათელა ბებიას სახლთან უამრავი ადამიანი იყო. ჩამოვიდა ყველა: ვინც რემონტი გააკეთა და ვინც ფულით დაეხმარა. მათ საჩუქრებიც ჩამოუტანეს ნათელა ბებიასაც და მის შვილიშვილსაც.
ნინი ვერ იჯერებდა, რომ ახლა მას ასეთი მშვენიერი სახლი ექნებოდა, საკუთარი ოთახი და ამდენი სათამაშო.ნათელა ბებია ყველას მადლობას უხდიდა და ტიროდა. ამჯერად ეს სიხარულისა და ბედნიერების ცრემლები იყო.რა კარგია, რომ ამ ქვეყნად არიან კეთილი დამიანები, რომლებიც გულგრილნი არ არიან სხვისი გასაჭირის მიმართ!