სუროგატმა დედამ ტყუპები გააჩინა. დნმ-ს ტესტმა რაღაც უჩვეულო დააფიქსირა

890

ბავშვები, როგორც ხალხში ამბობენ, ცხოვრების ყვავილები არიან და ოჯახი არასრულყოფილად ითვლება, თუ მასში პატარა ფეხები არ დარბის. არსებობს შემთხვევები, როცა წყვილი ბავშვის გაჩენას წლები ცდილობს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო მცდელობა უშედეგოდ რჩება.

როგორც ცნობილია, სოროგაცია ყველა ქვეყანაში ნებადართული არაა. მაგალითად, ჩინეთში ამ მომსახურებით სარგებლობა არ შეიძლება. ერთი ჩინელი წყვილი აშშ-ში გადავიდა, რომ ეპოვათ ქალი, რომელიც ფულის სანაცვლოდ მათი ბავშვის ტარებას და გაჩენას დათანხმდებოდა.

31 წლის ამერიკელმა ჯესიკა ალენმა ამ გზით ვიღაცის დახმარება გადაწყვიტა. მას და მის ქმარს უკვე ორი ბავშვი ჰყავდათ და წყვილს სუროგატი დედობით სახლისთვის ფულის გამომუშავება სურდათ.

ჩინელ ოჯახს ჯესიკას კანდიტატურა მოეწონათ და ხელოვნური განაყოფიერება გაუკეთეს. ორსულობის პირველ ტრიმესტრში ჯესიკამ ექოსკოპია გადაიღო სადაც ქალს უთხრეს, რომ ტყუპებს ელოდა.

2016 წლის დეკემბერში სუროგატმა დედამ ორი ბიჭი გააჩინა. ბავშვები მას არც კი აჩვენეს, პირდაპირ ჩინელ წყვილს მისცეს. მეორე დღეს წყვილმა ჯესიკას ბავშვის სურათები გაუგზავნეს. მათ აწუხებდათ საკითხი, თუ ბავშვები ერთმანეთს ასე რატომ არ ჰგავდნენ.

ასეთ შემთხვევაში როგორც მიღებულია, დნმ-ს ტესტი გააკეთეს, შედეგმა აჩვენა, რომ ბიჭებიდან ერთ-ერთი ჯესიკას და მისი მეუღლის, უორდელის ბიოლოგიური შვილი იყო. ეს იშვიათი მოვლენაა, რომელსაც სუპერფეტაცია ეწოდება – განაყოფიერების უნარი ორსულობის პერიოდში.

ქალი ხელმეორე უკვე მაშინ დაფეხმძიმდა, როცა უკვე ხელოვნური განაყოფიერება გაუკეთეს. ასეთი სულ 10 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ოფიციალურად ბიჭები ჩინელი წყვილის ბავშვებად ითვლებოდნენ, მაგრამ იმის გაგების შემდეგ, რომ ერთ-ერთი ბიჭი მათი არაა, მშობლებისთვის დასაბრუნებლად უზარმაზარი თანხა მოითხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვს უპატრონოთა სახლში ჩააბარებდნენ.

ჯესიკამ და უორდელმა თავიანთი პატარასთვის ბრძოლა გადაწყვიტეს. სასამართლომ ბავშვი ბიოლოგიურ მშობლებს ყოველგვარი ფინანსური კომპენსაციის გარეშე დაუბრუნა. ერთადერთი, ოჯახს ადვოკატის მომსახურებისთვის ფულის გადახდა მოუწიათ.

ახლა ერთად თავს ბედნიერად გრძნობენ. ჯესიკა ამბობს, რომ სუროგატ დედობას რომ არ დათანხმებულიყო, ახლა კიდევ ერთი შვილი არ ეყოლებოდათ.

სტატია მომზადებულია ABC News -ის მიხედვით

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს