ჩემს დას შვილი გავუჩინე. ის მასთან იზრდება. მე ახლა კი არ ვცხოვრობ, არამედ ვიტანჯები

974

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.

მე ელენე მქვია. მყავს მეუღლე და ორი შვილი. ჩვენ ოჯახში ყველაფერი კარგად არის. ჩემი დის საქმეები კი კარგად არ მიდიოდა. ეკა ყოველთვის სიმდიდრეზე ოცნებობდა და ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტა. ბიზნესი წარმატებული აღმოჩნდა. მან კარგი ბინა და მანქანა შეიძინა. პირად ურთიერთობებში არ უმართლებდა, მაგრამ მერე გიას შეხვდა და ცოლად გაჰყვა.მისი ბედნიერება ძალიან გვიხაროდა, მაგრამ მას ცოტა ხანში ქმართან სერიოზული პრობლემები შეექმნა. აღმოჩნდა, რომ ეკას ბავშვის გაჩენა არ შეეძლო. მას და გიას სხვისი შვილის აყვანაზე ფიქრიც კი არ უნდოდათ. ჩემმა დამ სიტუაციიდან გამოსავალი გამონახა – მე უნდა ვყოფილიყავი მათი შვილის სუროგატი დედა.

თავდაპირველად ამ სულელურ იდეაზე უარი ვთქვი, მაგრამ ეკამ და თავისმა ქმარმა მაინც შეძლეს ჩემი დათანხმება. ისინი თავადაც მოქმედებდნენ და დედაჩემის და ჩვენი სხვა ნათესავების მეშვეობითაც.მოკლედ, ბოლოს და ბოლოს, მე დავთანხმდი, რომ სუროგატი დედა გავმხდარიყავი ჩემი დის შვილისთვის.

რომ იცოდეთ, როგორ გაუხარდათ ჩემს დას და მის ქმარს, როდესაც პირველ ექოსკოპიაში თავიანთი შვილი დაინახეს.მე კი ძალიან მიჭირდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბავშვმა მუცელში მოძრაობა დაიწყო.ლამაზი და ჯანმრთელი ბიჭი გავაჩინე. ელენემ და გიამ ბავშვი წაიყვანეს. მე ძალიან განვიცდი. მე ამ ბავშვს უკვე მივეჩვიე, შემიყვარდა.

ჩემ დასთან ყოველდღე მივდივარ. ბავშვს ვაბანავებ და ვაჭმევ. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რომ მე მისთვის მხოლოდ დეიდა ვიქნები…მე ისიც კი მინდოდა, რომ ბავშვი მომეპარა და სადღაც გავქცეულიყავი, მაგრამ ის მაჩერებს, რომ ორი პატარა შვილი მყავს.არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო და რა გავაკეთო…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს