აკრძალული საჩუქრები, რომლის ჩუქებაც კურდღლის წელში არ შეიძლება

20693

2023 წლის მფარველი საახალწლო დღესასწაულებზე თქვენგან მთელ ძალისხმევას ითხოვს. წყლის შავი კურდღელი და ახლობლები საუკეთესო საჩუქრებით გაახარეთ. Paparazzi გიამბობთ, რას მიაქციოთ ყურადღება, რაზე თქვათ უარი ერთხელ და სამუდამოდ.

საჩუქრები კურდღლის წელში – თუ დროს ფეხს უწყობთ, შეგიძლიათ ახლობლებს პირდაპირ ჰკითხოთ, რა საჩუქრის მიღება სურთ ახალ წელს. ბევრ ადამიანს სიურპრიზის გაკეთება და საჩუქრის დამოუკიდებლად არჩევა უყვარს. გაუგებრობაში რომ არ მოჰყვეთ და ნათესავები და მეგობრები ღირებული საჩუქრებით გაახაროთ, უნდა იცოდეთ, რომელი საჩუქარია შესაფერისი კურდღლისთვის და რომელზე უმჯობესია უარი თქვათ.

მარტივი მეთოდია კურდღლის სიმბოლოთი რაიმე ნივთის ყიდვა. ეს შეიძლება იყოს ტანსაცმელი, თეთრეული, წინდა და სხვა საყვარელი ხარახურა კურდღლის გამოსახულებით. ბავშვების გულის მოგება ძალიან ადვილია. ახალი რბილი სათამაშო ან ფაზლი ნამდვილად გაუხარდებათ.

თუ საჩუქარს საყვარელი ადამიანისთვის არჩევთ, რაიმე სამკაული კურდღლის სიმბოლოთი შეარჩიეთ. მაგალითად, გულსაბნევი ან სამაჯური. სურვილის შემთხვევაში, შეკვეთით ბეჭედი კურდღლის სიმბოლოთი შეგიძლიათ გააკეთოთ. წყლის შავ კურდღელს გართობა უყვარს. სწორედ ამიტომ, რომელიმე კომპლექსში სხვადასხვა თამაშის და სხვა აქტივობის ვაუჩერი კარგი იდეაა. ფეინთბოლი, ციგაობა, ცხენით ჯირითი – ეს სია უსასრულოდ შეგვიძლია გავაგრძელოთ.

2023 წლის მფარველი კურდღლის ფორმის ტკბილ საჩუქრებს დააფასებს. ეს შეიძლება იყოს შინ გამომცხვარი მაფინი, კექსი და შოკოლადის კანფეტი. ასეთი ტკბილეული არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ ზრდასრულებსაც მოსწონთ. კარგია, თუ გემრიელ ტკბილეულს თავად გააკეთებთ. წყლის შავ კურდღელს არ უყვარს, როცა სახლი ძალიან გადანათებულია. ეს ნიშნავს, რომ საჩუქრად შეგიძლიათ აირჩიოთ სოიოს ცვილის არომატული სანთელი და გირლანდი, რომელიც განსაკუთრებულ საახალწლო ატმოსფეროს შექმნის.

რისი ჩუქება არ ღირს წყლის შავი კურდღლის წელს – საჩუქრებთან დაკავშირებული აკრძალვები გაითვალისწინეთ, რადგან კურდღელმა შეიძლება ზურგი აქციოს ადამიანს, ვისაც საჩუქარს ჩუქნით. პირველ რიგში, 2023 წლის მფარველს ნებისმიერი ფორმის ტყავი არ მოსწონს. ასე რომ ტყავის საფულე, ჩანთა და ზურგჩანთა სხვა დღესასწაულისთვის გადადეთ ან ხელოვნური ტყავის ნივთები შეარჩიეთ. მეორეც, ოქროს სამკაული არ იყიდოთ. მის ნაცვლად ვერცხლი ან პლატინა შეარჩიეთ. უკიდურეს შემთხვევაში, უბრალო ბიჟუტერია, თუ თქვენი ბიუჯეტი შეზღუდულია. თუ ოქროს უპირატესობას ანიჭებთ, მხოლოდ თეთრი ოქრო შეარჩიეთ.

ძალიან პაფოსურ და გადაპრანჭულ საჩუქარს მოერიდეთ. წითელი ფერის საჩუქარი არ იყიდოთ, რაც არ უნდა იყოს. საჩუქრად ცხოველი ყოველთვის სარისკოა. ეს არა მხოლოდ ახალ წელს, არამედ სხვა დღესასწაულსაც ეხება. კურდღელს არ გაუხარდება. საჩუქრების სიიდან ჰიგიენის ნებისმიერი საშუალება გამორიცხეთ. ძალიან ორიგინალური არაა. ადამიანს შეუძლია ასეთი ნივთები დამოუკიდებლად იყიდოს, თავისი სურვილების გათვალისწინებით. ბანალურად სუნი შეიძლება ვერ გამოიცნოთ. ამავე ლოგიკით პარფიუმიც გამორიცხეთ. გამონაკლისია სუნამო, რომლის ჩუქება პირადად გთხოვეს.

ახლობლებს არ აჩუქოთ ის, რასაც თავად არ გამოიყენებდით. ყოველგვარი უსარგებლო ხარახურა, სტატუეტი და სხვა მტვრის შემგროვებელი, რომელიც სერვანტის თაროზე მუდმივად დევს, ყველას არ მოსწონს. თუ არ იცით, რა აჩუქოთ ადამიანს, კითხვა არ მოგერიდოთ. სადღესასწაულო კომუნიკაცია შესანიშნავია!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს