ჩვენს კლასში ერთი ძალიან მსუქანი გოგონა სწავლობდა. მას მუდმივად დასცინოდნენ

5247

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – გოგონა თავისი კლასელის ისტორიას გვიამბობს.ჩვენს კლასში ერთი ძალიან მსუქანი გოგონა სწავლობდა, მას ანა ერქვა. მას ყველა ეხუმრებოდა და დასცინოდა. ეს განსაკუთრებით ჩვენს კლასელ ბიჭებს უყვარდათ. ანას ძალიან სწყინდა, გაეკიდებოდა და დარტყმას ცდილობდა, მაგრამ ვერ ახერხებდა და ამის გამო უფრო მეტად დასცინოდნენ.

შემდეგ, ჩვენს კლასში ახალი გოგო გადმოვიდა, ლიკა. ის უფრო მსუქანი იყო, ვიდრე ანა, მაგრამ ის სულ სხვანაირად იქცეოდა.ადრე ლიკა ჩვენი ქალაქის სხვა უბანში ცხოვრობდა და სკოლაშიც იქ დადიოდა. სამი თვის წინ მისმა მშობლებმა ბინა ჩვენს რაიონში იყიდეს და აქ გადმოვიდნენ. ლიკა ჯერ თავის ძველ სკოლაში დადიოდა, მაგრამ ის სკოლა შორს იყო და მისმა მშობლებმა ლიკა ჩვენს სკოლაში გადმოიყვანეს. ძველ სკოლაში ლიკას არავინ დასცინოდა, მასთან ყველა მეგობრულად იყო. მის ზედმეტ წონას ყურადღებას არავინ აქცევდა.

ჩვენს სკოლაში ყველაფერი სხვაგვარად იყო. ჩვენმა კლასელებმა მაშინვე დაიწყეს ლიკას დაცინვა.პირველსავე დღეს, როდესაც სასადილო ოთახში შევედით, ჩვენმა ყველაზე მთავარმა ოროსანმა, ცელქმა და მოუსვენარმა ზურამ ლიკასთან მიირბინა და უთხრა:

  • აი, აიღე! შენ ნამდვილად ვერ დანაყრდებოდი! ძალიან ცოტა ჭამე!
  • არ მინდა! გმადლობ! შენი ფუნთუშა თავად შეჭამე, თორემ არ გაიზრდები! – ღიმილით უპასუხა ლიკამ.

ზურა არ დამშვიდებულა. სასადილო ოთახიდან რომ გამოვედით, მან ლიკასთან მიირბინა და დაცინვა დაუწყო. ლიკა არ დაბნეულა და ხმამაღლა უპასუხა:

  • ზურა! ჩემი თვალიერების მეტი სხვა საქმე არ გაქვს? კარგი! მიყურე, რამდენიც გინდა!

ზურა გაწითლდა და გაიქცა. ცოტა ხანში ლიკას აღარავინ დასცინოდა.ლიკა ფიზკულტურის გაკვეთილზე ძალიან აქტიური იყო და ყველა სავარჯიშოს კარგად ასრულებდა. ერთხელ, ცუდად გადმოხტა და წაიქცა. ბიჭებმა სიცილი დაიწყეს.

  •  რა გაცინებთ! მოდით და ასეთ მაგარ სპორტსმენს წამოდგომაში დაეხმარეთ!

ბიჭებმა გაიღიმეს და წამოდგომაში დაეხმარნენ.მას შემდეგ ლიკას ყველა ძალიან კარგად ექცეოდა. ის მალევე შეეწყო ჩვენს ჯგუფს.დადგა ზაფხული, რომელსაც ყველა მოუთმენლად ველოდით. ზოგი სოფელში გაემგზავრა, ზოგი ზღვაზე, ზოგი კი – ქალაქში დარჩა. ზაფხულის სამი თვის მანძილზე ლიკა ძალიან შეიცვალა. პირველ სექტემბერს, როდესაც სკოლაში მოვიდა, ვერ ვიცანით. ის გაიზარდა, გახდა და გალამაზდა. თმები ლამაზად ჰქონდა შეჭრილი და შეღებილი. მისმა გარეგნობამ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ყველა ბიჭზე. ლიკა ზურას მიუახლოვდა და უთხრა:

  • ნახე, პირში ბრეკეტები მაქვს. კიდევ ექვსი თვე უნდა მქონდეს. თავად მოიფიქრებ რაიმე ხუმრობას თუ მე მოგეხმარო?

ზურამ გაუღიმა და არაფერი უთქვამს.ჩვენს ლიკას შესანიშნავი მშობლები ჰყავს. მათ თავიანთ გოგონას კარგად აუხსნეს, რომ წონა და სიმაღლე არც ისე მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში. მთავარია, რომ ლიკას არანაირი კომპლექსი არ აქვს. ეს ლიკას მეგობრების შეძენაში ეხმარება.აი, რა ხდება, როდესაც ბავშვი სწორად არის აღზრდილი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს