სინდისი არ გაქვს? თანაგრძნობა და ადამიანობა? გული არ გქონია! – მითხრა მოხუცმა და გადააფურთხა

4187

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.ერთხელ ერთი მოხუცი ქალი დავინახე, რომელიც სკამზე იჯდა და რაღაცებს ყიდიდა. ამ ადგილას ყოველთვის ისხდნენ ხოლმე ასეთი ბებიები. ისინი ცდილობდნენ, რომ გამვლელებისთვის რაიმე მიეყიდათ. ყოველთვის მიკვირდა, ეს ბებიები აქ წელიწადის ნებისმიერ დროს იდგნენ, თუნდაც მაშინ, როდესაც ძლიერი ყინვა, წვიმა ან თოვლი იყო.

ყოველთვის მეგონა, რომ მათგან საერთოდ არ ყიდულობდნენ არაფერს. მაგალითად, მე, მათგან არასოდეს არაფერი არ მიყიდია.იმ საღამოს, როდესაც ამ ბებიამ ჩემი ყურადღება მიიპყრო, უკვე ღამდებოდა და მის გარდა იქ არავინ იყო.მინდოდა, ჩვეულებისამებრ გამევლო, მაგრამ რატომღაც დავინტერესდი: ნეტა რას ყიდის?

მივუახლოვდი და დავიწყე ნივთების თვალიერება, რომლებიც მის წინ პოლეთილენის ნაჭერზე ელაგა.უამრავი სხვადასხვა რამ იყო: დაკერებული ხალათები, ხელთათმანები, ნაქსოვი წინდები.ბებიას სურდა, რომ ჩემთვის რაღაც მოეყიდა და საქონლის შემოთავაზება დაიწყო.

  • კეთილო ადამიანო, შეიძინე წინდები! ძალიან კარგებია, ბაწრის, თბილი. იყიდე, ძალიან იაფად გაგატან!
  •  არ მინდა! წავალ და მაღაზიაში ვიყიდი! როგორ მომრავლდით ასეთი მათხოვრები! – ვუთხარი მე და წასასვლელად შევტრიალდი.
  •  სინდისი არ გაქვს? თანაგრძნობა და ადამიანობა? გული არ გქონია! – მითხრა მოხუცმა და გადააფურთხა. – დედაშენიც ხომ რაღაცეებს ყიდიდა, შენთვის საჭმელი რომ მოეტანა!
  • რატომ გგონიათ, რომ ასე იყო? – გამიკვირდა მე.

მოხუცის სიტყვებმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. საქმე ისაა, რომ ეს სიმართლე იყო. მაგრამ, მან საიდან იცოდა?

  • ვიცი, და აი საიდან! – მითხრა მან და რაღაც ისროლა ჩემკენ.

დავიხარე და მიწიდან ძველი გულსაკიდი ავიღე. გავხსენი და ვნახე, რომ იქ ორი სურათი იყო: ჩემი და დედაჩემის. რამდენიმე წამის განმავლობაში სურათებს ვუყურებდი, შემდეგ ბებიას შევედე.მინდოდა მეკითხა, ეს ნივთი საიდან ჰქონდა, მაგრამ ის უკვე იქ აღარ იდგა.ვერ მივხვდი, სად გაქრა ასე ჩქარა. ნუთუ ეს ყველაფერი მომეჩვენა?იმ ღამით ვერ დავიძინე. ვცდილობდი გამეგო, სინამდვილეში რა მიხდა.დილით ისევ იქ წავედი. იქ უკვე ბევრი მოვაჭრე იყო, მაგრამ არც ერთ მათგანს არასოდეს არ ენახა ის მოხუცი ქალი, რომელიც მე აღვწერე.

არ ვიცი, იმ საღამოს ვინ ვნახე, მაგრამ იმ ქალმა შემახსენა ვინ ვარ და როგორ გავიზარდე.იმ დღის შემდეგ მუდმივად ვეხმარები მოხუცებს. ზოგჯერ მათგან ისეთ რაღაცას ვყიდულობ, რაც საერთოდ არ მჭირდება, ზოგჯერ უბრალოდ ფულით ვეხმარები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს