დავსაჯე ქმარი, რომელმაც მუშაობაზე მხოლოდ იმის გამო თქვა უარი, რომ მე კარგი შემოსავალი მქონდა

132

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.მე ანა მქვია. 7 წლის წინ გავთხოვდი. საკუთარი ძალები ბიზნესში გამოვცადე და წარმატებას მივაღწიე. ახლა ორი რესტორანი, ორი კაფე და ერთი ტანსაცმლის მაღაზია მაქვს. ჩემი ქმარი 10 წელია, რაც ერთი და იმავე ქარხანაში მუშაობს. ძალიან კარგი ხელფასი აქვს. ცოტა ხნის წინ, ვახშმობისას მითხრა:

  • იცი რა მოვიფიქრე? ქარხანაში ასეთ მცირე ხელფასზე აღარ ვიმუშავებ! რაში მჭირდება? შენ მდიდარი ხარ, კარგი შემოსავალი გაქვს და შენ უზრუნველმყოფ.ამ სიტყვებმა გამაოგნა.
  • ყველაფრით მე რატომ უნდა უზრუნველგყო? შენც უნდა იმუშაო! მერე რა, რომ მე შენზე ბევრს გამოვიმუშავებ? ეს არ არის საიმისო მიზეზი, რომ საერთოდ არ იმუშაო და ჩემი შესანახი იყო.

მეორე დღეს ჩემი ქმრის სამსახურიდან დამირეკეს. მითხრეს, რომ ის უკვე სამი დღის მანძილზე აცდენდა სამსახურს და საერთოდაც, ბოლო დროს ძალიან ცუდად მუშაობდა. თურმე, სამსახურში შენიშვნა მიეცათ, მას კი ეთქვა, რომ მდიდარი ცოლი ჰყავს და მისთვის ნებისმიერი ქარხნის ყიდვა შეუძლია! მოკლედ, ქარხნის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ეს ზარმაცი თანამშრომელი სამსახურიდან გაეთავისუფლებინა.

იმ დღეს მუშაობა ვერ შევძელი, მთელი დღე იმას ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა. შემდეგ მარტივ ჭეშმარიტებას მივხვდი: ჩემი ქმარი უბრალოდ ზარმაცია. მას უბრალოდ არ უნდა მუშაობა და უნდა, რომ ჩემს კმაყოფაზე იყოს.გადავწყვიტე, რომ უნდა დამესაჯა. სახლში რომ მივედი, ვუთხარი:

  • თანახმა ვარ, წამოდი სამსახურიდან. სახლში იჯდები, საჭმელს მოამზადებ და სახლს დაალაგებ. მე კი ვიმუშავებ და სამსახურიდან რომ დავბრუნდები სახლში სისუფთავე და გამზადებული სადილი დამხვდება! სახლში რემონტს გააკეთებ და დედაჩემსაც დაეხმარები აგარაკზე.

ლევანს ჩემი იდეა არ მოეწონა. მთელი საღამო მოწყენილი იყო და ჩუმად იყო. დილით სამსახურში წავედი. საღამოს დავბრუნდი და არც ვახშამი დამხვდა და არც სუფთა ბინა.გადავწყვიტე, რომ ჩემი ქმარი სახლში ჩამეკეტა. ორი დღე სახლში არ მოვსულვარ. როდესაც მოვედი, სიურპრიზი მელოდა: სახლი გაწკრიალებული იყო, ვახშამი მომზადებული. სახლის საქმეებით გადაღლილ ლევანს, სავარძელში ჩასძინებოდა.

ვივახშმეთ და დასაძინებლად დავწექით. დილით ყავის და ნამცხვრის სასიამოვნო სურნელმა გამომაღვიძა. ქმარს ჩემთვის საუზმე მოემზადებინა.საუზმის შემდეგ მას ვუთხარი:

  • მაშ ასე, ჩემო ძვირფასო. ზარმაცთან ერთად ცხოვრება არ მინდა და არც ვიცხოვრებ. ვიცი, ქარხანაში ჩემზე რეები გითქვამს და ვიცი იქ როგორ მუშაობდი! არ მინდა ისეთ მამაკაცთან ცხოვრება, რომელმაც თავად ვერაფერს მიაღწია და ცოლის მიღწევებით ტრაბახობს! ჩაალაგე შენი ნივთები და წადი! მე შენთან ერთად ცხოვრება აღარ მინდა!

ლევანმა ნივთები ჩაალაგა და წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ პატიება მთხოვა და დაბრუნება უნდოდა, მაგრამ მე არ მივიღე. მამაკაცი მამაკაცურად უნდა მოიქცეს. ის არ უნდა იყოს საკუთარი ცოლის კმაყოფაზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს