პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – მამაკაცი საკუთარ ბავშვობას იხსენებს.ჩემი ბავშვობის წლები სწორედ საბჭოთა კავშირის პერიოდს დაემთხვა.დიახ, მაშინ ბავშვებს დაბადებისთანავე ჩაგრავდნენ. რა თქმა უნდა, მშობიარობა უფასო იყო, დედას კი ბავშვის გაჩენის შემდეგ შვებულება ეძლეოდა.
საბავშვო ბაღში დავდიოდით, სადაც მანანის ფაფას და ნამცხვრებს გვაჭმევდნენ. კიდევ გვძლევდნენ თევზის ქონს, რომელიც ძალიან არ მოგვწონდა. ჩვენ ხომ ამერიკულ ცხოვრებაზე ვოცნებობდით: პოპ-კორნზე და ჩუპა-ჩუპსზე. ჩვენთვის ძალიან მოსაბეზრებელი იყო ახალი წლის ზეიმი ნაძვის ხესთან!
მერე სკოლაში წავედით და საშინელი ცხოვრება დაგვეწყო. თავში იძულებით გვტენიდნენ ცოდნას. ახლა ძალიან მიჭირს ამერიკელებთან ურთიერთობა, მათთვის ზედმეტად ჭკვიანი ვარ.რა საშინელი გადაცემები იყო. საშინლად მოსაწყენი. ადრე ხომ არ იყო ასეთი თოკ-შოუები, როგორიც ახლა. სამაგიეროდ, ძალიან გვიხაროდა, როდესაც ტელევიზორში მულტფილმებს აჩვენებდნენ.
რა საშინელ გავლენას ახდენდა იმ დროს ბავშვებზე ქუჩა! დამალობანას თამაში, სირბილი. ზოგჯერ მდინარეზე მივდიოდით საბანაოდ და თევზის დასაჭერად. აი, ასე ვერთობოდით თავისუფალ დროს.
ახლა ბავშები როგორ ერთობიან? სხედან და ტელეფონებში იყურებიან, სხვადასხვა კომპიუტერულ თამაშებს თამაშობენ, სადაც მუდმივად ვიღაცას კლავენ, აფეთქებენ ან ერთმანეთს ესვრიან.