აბუსალათინის ზეთი კოსმეტოლოგიაში წლებია გამოიყენება კანის და თმის მოსავლელად.

2591
აბუსალათინის ზეთის გამოყენება კოსმეტოლოგიაში

აბუსალათინის ზეთს ღებულობენ ამ მცენარის მარცვლიდან – ეს მცენარე რძიანასებრთა ოჯახიდან არის. როგორც ყველა რძიანისებთა ოჯახის მცენარეს, ამ მცენარის წვენიც ტოქსიკურია, ამიტომ მათი მოგროვების პროცესი რთული და სახიფათოა.
აბუსალათინის ზეთი – იაფფასიანი ნატურალური მცენარეული წამალია, შენახვის ვადის დიდი ხანგრძლივობით და ის ნებისმიერ აფთიაქში იყიდება.

მახასიათებლები:

აბუსალათინის ზეთი ფლობს გასაოცარ და ეფექტურ მახასიათებლებს. ის კოსმეტოლოგიაში უკვე დიდი ხანია გამოიყენება. ეს ზეთი შეუფასებელია თმის, წამწამების, წარბების მოსავლელი ნიღბებისთვის. მას ასევე გამოიყენებენ სახის კანის მოსავლელად. ამ ზეთის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ის არ შრება და არ წარმოქმნის ერთგვარ ბადეს, ის მარტივად შეიწოვება კანის მიერ.

აბუსალათინის ზეთი ძალიან კარგად უმკლავდება მცირე ნაოჭებს, კვებავს და არბილებს მშრალ და მგრძნობიარე კანს. დადებითი შედეგების დანახვა კი თქვენს კანზე ერთი თვის გამოყენების შემდეგაც არის შესაძლებელი, თუმცა თქვენი კანი მეორე დღიდანვე უფრო პრიალა და სწორი იქნება. ის ასევე გამოგადგებათ ქუთუთოების კანის მოსავლელად, რომელზეც როგორც წესი ყველაზე ადრე ჩნდებიან მცირე ნაოჭები, ის ასევე წამწამების გასაზრდელადაც გამოიყენება.

ეს ზეთი კლავს კისტურ წარმონაქმნებს, მეჭეჭებს, იარებს და კანზე წარმოქმნილ სხვა წამონაზარდებს. ის ასევე შესანშნავი საშუალებაა დახეთქილი კანის მოსავლელად. ის ხელს უწყობს ძლიერი თმის ზრდას და აუმჯობესებს მათ მდგომარეობას.

გამოყენება: დანამატის სახით -10%. სუფთა სახით მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული, ცალკეული შემთხვევები შეიძლება გამონაკლისად ჩაითვალოს.
თურქული, წუთელი აბუსალათინის ზეთი (sulfated castor oil) შეგიძლიათ ბაზისის სახით გამოიყენოთ აბაზანაში. ის იხსნება წყალში და აბაზანაში ზეთოვან ხაზს არ ტოვებს

რეცეპრები აბუსალათინის ზეთით

  • ნაოჭები თვალებს ქვეშ — თავდაპირველად ჩაის კოვზი გააცხელეთ ცეცხლზე, შემდეგ მოაშორეთ ის ცეცხლს, დაასხით ზედ ზეთი და დააცადეთ შეცხელება. თბილი ზეთი წაისვით თვალების გარშემო და შეიზილეთ ის თითებით. გამოიჩინეთ სიფრთხილე: ზეთი უნდა იყოს იმდენად ცხელი, რომ თითს არ გწვავდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მგრძნობიარე კანი დაიწვათ. თუკი ამ პროცედურას ჩაიტარებთ თვეში 2-3 ჯერ, მაშინ მრავალი მცირე ნაოჭის მოშორებას შეძლებთ და ამასთანავე ახალი ნაოჭების წარმოქმნას შეაფერებთ. ზეთი საჭიროა სულ ცოტა.
  • წამწამები — ფუნჯის დახმარებით ზეთის ყოველდღიური დატანა წამწამებზე (გამოიყენეთ ტუშისთვის განკუთვნილი ფუნჯი, რმელსაც წინასწარ კარგად გარეცხავთ) დაეხმარებათ მათ გახდენ უფრო გრძელი, სქელი და ფუმფულა.
  • ნაოჭები სახეზე — თქვენ დაგჭირდებათ მცირე ოდენობით აბუსალათინის ზეთი, რომელიც ოდნავ უნდა შეათბოთ (შეათბეთ ისე, როგორც ქუთუთოების რეცეპტშია აღწერილი) დაიტანეთ ის სახეზე მასირებით და ცოტა ხანი შეიზილეთ ის. ორი საათის შემდეგ კი ნარცენები უნდა ჩამოიწმინდოთ ბამბის ტამპონით. აბუსალათინის ზეთი გამოიყენება როგორც საბაზისო ელემენტი, მას შეგიძლიათ ეთერზეთიც დაუმატოთ მეტი ეფექტის მისაღებად.
  • ასევე შეგიძლიათ კრემის გამდიდრებაც — 1-2 წვენი ეთერზეთი უშუალოდ გამოყენების წინ. რეგულარული გამოყენების შემთხვევაში თქვენი კანი საგრძნობლად რბილი გახდება, გაუმჯბესდება სახისკანის შეფერილობაც. აბუსალათინის ზეთს შეუძლია ფორების ამოვსება, ამიტომ ამ კურსის ჩატარების დროს ყოველ 10 დღეში ჩაიტაროთ პილინგი.
  • აბუსალათინის ზეთი – მეჭეჭების მტერია. მეჭეჭები უკვალოდ ქრება თუკი ამ ზეთს შეაზელთ მეჭეჭებს ძილის წინ და დილით. ეს პროცედურა უნდა ჩაატაროთ არანაკლებ 10 წუთისსა, იმისათვის რომ ზეთის კარგად შეწოვა მოხდეს. ასევე შეგიძლიათ პიგმენტური ლაქები მოიშოროთ და მცირე ზომის ხალებიც. თუმცა ამ უკანასკნელთან დაკავშირებით უმჯობესია ექიმს მიმართოთ. ამ შემთხვევაში თვითმკურნალობა შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს.
  • თმების გაძლიერება. — ორი სუფრის კოვზი ხახვის წვენი შეურიეთ ორ სუფრის კოვზ აბუსალათინის ზეთს. ეს ნაზავი უნდა შეიზილოთ თმის ძირებში და შემდეგ შეფუთოთ თმები პოლიეთინელის პაკეთით და შეიხვიოთ პირსახოცით 30-40 წუთით.
    აიღეთ თანაბარი ოდენობით აბუსალათინის ზეთი, ლიმონის წვენი და სპირტი. შურიეთ ისინი სუფთა ჭურჭელში და შეინახეთ ბნელ ადგილას. შეიზილეთ ის ძილის წინ თმის ძირებში, შემდეგ დილით კი დაიბანეთ თმა შამპუნით. ეს რეცეპტი ახალდაწყებულ გამელოტებასაც კი შველის
  • მშრალი ქერტლის დროს — შეგვიძლია რეკომენდაცია გაუწიოთ შემდეგ შემადგელობას 2 სუფრის კოვზი გულყვითელას(კალენდულის) ნაყენი, 2 სუფრის კოვზი აბუსალადინს ზეთი. გადაურიეთ და შეიზილეთ თავის კანში 20-30 წუთით.
  • ზეთის ნიღაბი — შეურიეთ პროპორციით 1:1:1 აბუსალათინის ზეთი, მცენარეული (მზესუმზირის) რაფინირებული ზეთი და შამპუნი. შეიზილეთ თმის ძირებში დაბანის წინ ხოლო ნარჩენები დაიტანეთ თმის ბოლოებზე. გაიჩერეთ 20-40 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ.
  • თმის ხშირი ცვენის დროს — ამ პრობლემის მოსაგვარებლად გამოგადგებათ შემდეგი რეცეპტი: აბუსალათინის ზეთი შეურიეთ თანაბარი ოდენობით სამედიცინო სპირტს. დაიტანეთ თმის ძირებზე. 1-2 საათის შემდეგ დაიბანეთ თავი. გადაივლეთ დამჟავებული წყალო. ის მზადდება შემდეგნაერად: გადასავლებ წყალში ვწურავთ 1/2 ლიმონს და ვამატებთ 1-2 სუფრის კოვზ ძმარს.

ასევე შეგიძლიათ შეისწავლოთ და გამოიყენოთ,  აბუსალათინის ზეთის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები.

საყურადღებოა: ზეთის თმიდან ჩამობანა საკმაოდ რთულია, მაგრამ აუცილებელია. ის აუცილებლად შამპუნის დახმარებით უნდა ჩამოიბანოთ. პროცედურების შემდეგ თმა განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ჩამოიბანოთ.

უკუჩვენებები:არ გამოიყენოთ ორსულობის დროს.

შენახვის წესი: შენახვის ვადა 1-2 წელი. უნდა შეინახოთ მუქი ფერის ჰერმეტულად დახურულ მინის ჭურჭელში. გახსნის შემდეგ კი შეინახეთ მხოლოდ მაცივარში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს