აბუსალათინის ზეთი მრავალი კოსმეტოლოგიური თუ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებით გამოირჩევა.

696

აბუსალათინის ზეთი – ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მცენარეული ზეთი, რომელსაც გამოყენების ფართო სპექტრი აქვს.

სწორედ ამ ზეთის დახმარებითაა შესაძლებელი მუხლებისა და კუნთების ტკივილის მოხსნა, მტვრევადი ფრჩხილებისა და თმის პრობლემის გადაჭრა, ქუსლებიდან ბზარებისა და კანის მკვდარი უჯრედების მოშორება და ა.შ. აბუსალათინის ზეთი განსაკუთრებით სასარგებლოა ართრიტის სიმპტომების მოსახსნელად.

კოლორადოს 43 წლის მაცხოვრებელმა სწორედ ამ საშუალების დახმარებით შეძლო მუხლებისა და სახსრებბის ტკივილის დამარცხება და დღეს ის ჩვენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გვიზიარებს. ეს ადამიანი ყოველდღიურად დოლბანდს აბუსალათინის ზეთში ასველებდა, მუხლებზე იკრავდა და სტრეჩით (საკვების პლიონკა) იფიქსირებდა. გასაოცარია, თუმცა ეს მეთოდი პირველივე გამოყენების შემდეგ ტკივილს საგრძნობლად ამსუბუქებს, ხოლო დრო და დრო პრობლემა უკვალოდ ქრება.

გარდა მუხლებისა და სახსრების ტკივილის დამარცხებისა, აბუსალათინის ზეთისთვის სხვა უამრავი სასარგებლო თვისებაა დამახასიათებელი.

აი რამდენიმე მათგანი:

გვიხსნის კუნთების ტკივილს

ამ შემთხვევაში თქვენ უნდა მიმართოთ იგივე მეთოდს, რომელიც მუხლების ტკივილის დამარცხებაში გვეხმარება. უბრალოდ გადაიხვიეთ აბუსალათინის ზეთში დასველებული დოლბანი მტკივან კუნთზე და რამდენიმე წუთში თქვენ საოცარ შვებას იგრძნობთ.

უძილობის დამარცხება

წაისვით მცირეოდენი აბუსალათინის ზეთი ქუთუთოებზე დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე. ასე თქვენ შეძლებთ თვალების მოდუნებას, დამშვიდებას და ხარსიხიანად გამოძინებას.

დაბზარული ქუსლების მკურნალობა

ბზარები ქუსლებზე – აუტანელი პრობლემა, რომლისგანაც უამრავი ადამიანი იტანჯება. აბუსალათინის ზეთი ეფექტური საშუალებაა კანის დასატენიანებლად და დაზიანებული უჯრედების აღსადგენად. უბრალოდ დაიმუშავეთ ქუსლები ამ ზეთით დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე და ამოიცვით წინდები. დილით, როდესაც ქუსლებს ჩამოიბანთ, შედეგი გაგაოცებთ: თქვენი ქუსლების კანი საოცრად რბილი და გლუვი იქნება. რამდენიმე პროცედურის შემდეგ თქვენ სამუდამოდ დაივიწყებთ ამ პრობლემას.

შავი წრეები თვალების გარშემო

აბუსალათინის ზეთი საუკეთესო დამატენიანებელი კრემია, რომელიც გვეხმარება ასაკობრივი და პიგმენტური ლაქების მოშორებაში. უბრალოდ ჩაამტეთ აბუსალათინის ზეთში რამდენიმე წვეთი ქოქოსის ან ჟოჟობას ზეთი და მიღებული საშუალებით გაიკეთეთ თვალების გარშემო არსებული კანის მასაჟი.

ყაბზობა

უბრალოდ მიირთვით 1 ჩაის კოვზი ეს ზეთი დილით, უზმოზე და თქვენ სამუდამოდ გადაჭრით ამ პრობლემას.

ლამაზი ფრჩხილები

დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩაალბეთ ბამბის დისკი აბუსალათინის ზეთში და მისი გამოყენებით დაიმუშავეთ ფრჩხილები და ნუნები. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად და ხანმოკლე დროში თქვენი ფრჩხილები საოცრად ლამაზი და ჯანსაღი იქნება.

ძლიერი და გრძელი თმა

აბუსალათინის ზეთი გასაოცარი საშუალება თმის მოსავლელად. რიცინოლის მჟავა, რომელსაც ეს ზეთი შეიცავს, კვებავს თავის კანს, ამაგრებს თმის ძირებს და აჯანსაღებს მას. შეურიეთ 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ან ჟოჟობას ზეთი 3 სუფრის კოვზ აბუსალათინის ზეთთან და მიღებული საშუალებით გაიკეთეთ თავის კანის მასაჟი (არ ჩამოიბანოთ). რამდენიმე პროცედურის შემდეგ თქვენ საოცარ ცვლილებებს შეამჩნევთ.

თბის გაყოფილი ბოლოები

უბრალოდ დაიმუშვეთ ქოქოსის ზეთით თმის ძირები კვირაში 3-ჯერ და მიღებული შედეგით ნასიამოვნები დარჩებით.

გრძელი წამწამები

ყოველ ღამით, დაძინების წინ წაისვით აბუსალათინის ზეთი წამწამებზე. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად და თქვენი წამწამები უფრო გრძელი, ლამაზი და მოცულებითი იქნება.

ასევე შეგიძლიათ გაიგოთ, როგორ გამოიყენოთ აბუსალათინის ზეთი კოსმეტოლოგიაში

იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს ინფორმაცია!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს