ჩემი დედამთილი გაფუჭებული ხილის ბოსტნეულის ჭამას გვაიძულებს!

18417

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარ დედამთილზე საუბრობს.

რამდენიმე თვის წინ ჩვენს ოჯახში უბედურება მოხდა – ჩემი მამამთილი გარდაიცვალა. ჩემი დედამთილი და მამამთილი სხვა ქალაქში ცხოვრობდნენ. ჩემი მამამთილის გარდაცვალების შემდეგ დედამთილი ჩვენთან წამოვიყვანეთ. მე და ჩემმა ქმარმა გადავწყვიტეთ, რომ ასე უკეთესი იქნებოდა: დედამთილს ასე უფრო გაუადვილდებოდა მეუღლის გარდაცვალების გადატანა და თავს მარტოსულად არ იგრძნობდა. ჩვენთვისაც უფრო ადვილი იქნებოდა, ბებია შვილიშვილს სკოლიდან გამოიყვანდა, აჭმევდა და გაკვეთილების სწავლაში დაეხმარებოდა.

ასეც მოვიქეცით. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, შემდეგ კი რაღაც უცნაურობები ხდებოდა. მე და ჩემი მეუღლე არც თუ ისე მდიდრულად ვცხოვრობთ, მაგრამ არც ღარიბები არ ვართ. ყოველთვის ვყიდულობთ ბოსტნეულს და სხვადასხვა ხილს. ჩვენი აზრით ამაზე დაზოგვა არ შეიძლება.

ერთ დღეს შევამჩნიე, რომ მაგიდაზე მოჭრილი ვაშლი იდო. თავიდან ამისთვის არავითარი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია, მაგრამ ისტორია მეორდებოდა. აღმოჩნდა, რომ ამ გაფუჭებულ ხილს მაგიდაზე ჩემი დედამთილი დებდა. მისი აზრით, კარგი ხილი უნდა შევინახოთ, გაფუჭებული კი მაშინვე უნდა მივირთვათ. გადაგდება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

– უნდა დავზოგოთ! ყველაფერი ძალიან ძვირია! წინააღმდეგ შემთხვევაში, ფული არაფრისთვის არ გვეყოფა!

დედამთილმა აგვიკრძალა ნორმალური ბოსტნეულის და ხილის ჭამა. თავიდან ის ცდილობდა, დაეძალებინა ჩვენთვის გაფუჭებული ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. ამ დროს ახალი ხილი და ბოსტნეული გაფუჭებას იწყებდა. ვერაფრით ვერ დავარწმუნე ჩემი დედამთილი, რომ ცდებოდა.

ჩემი დედამთილი მუდმივად ნაწლავებთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს. ბუნებრივია, სხვაგვარად როგორ იქნება, როდესაც გაფუჭებულ საკვებს მიირთმევ? ვფიქრობ, რომ მალე ჩვენც იგივე პრობლემა შეგვაწუხებს, თუ ჩემი დედამთილი არ შეწყვეტს ამის კეთებას.

ერთხელ, როდესაც ჩემი დედამთილი სახლში არ იყო, მთელი დამპალი ბოსტნეული და ხილი გადავყარე. მან ეს გაიგო და საშინელი ჩხუბი ატეხა, მერ კი ჩემს ქმარს შესჩივლა.

მე აღმოვჩნდი დიდი მფლანგველი და საშინელი დიასახლისი, რომელმაც საერთოდ არ იცის დაზოგვა. ძალიან ცუდი ცოლი ვარ, რადგან მისი შვილი ასე შრომობს, რომ ჩვენ ყველაფერი გვქონდეს და მე კი საერთოდ არ ვაფასებ ამას.

ერთ დღესაც ჩემმა დედამთილმა წინდების დაკერება დაიწყო. ესეც არ ეყო და ნაჭრების ჩაკერებაც დაიწყო. ასეთი წინდების ჩაცმას ჩემს ქმარსა და შვილს აიძულებდა. ერთხელ ჩემი შვილი სკოლიდან ატირებული დაბრუნდა. ბავშვებმა შენიშნეს როგორი წინდები ეცვა და დაცინვა დაუწყეს.

მოთმინება ამომეწურა. ჩემს დედამთილს სერიოზულად დაველაპარაკე. ვცდილობდი მისთვის ამეხსნა, რომ ჩვენ ღატაკები არ ვიყავით და შეგვეძლო ჩვენთვის ახალი წინდების ყიდვა. ის ძალიან გამინაწყენდა და მფლანგველი და ზარმაცი მიწოდა.

ჩემმა ქმარმა მთხოვა, რომ ჩემი დედამთილის ახირებებისთვის ყურადღება არ მიმექცია. როგორ არ მივაქციო ყურადღება ასეთ რაღაცას?

შემდეგში რა იქნება, ამის გაფიქრებისაც კი მეშინია. კიდევ რა მოაფიქრდება ჩემს დედამთილს? არც კი ვიცი, როგორ შევწყვიტო ეს საშინელება.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს