ცოლი დამუნჯდა, როდესაც გამოფხიზლებული ქმარი საცვლების ამარა დაინახა, მას ხელისგულები, იდაყვები და მუხლები გადატყავებული ჰქონდა

5322

მეუღლეები ისევ კამათობდნენ სამზარეულოში:

– გიორგი, ოდესმე ვეღირსები, რომ ის კარადა ჩამოკიდო, რომელიც უკვე ერთი წელია აივანზე დევს? – ბრაზობდა ცოლი. არ შეგეშვები, უსაქმური და ზარმაცი ხარ.

გიორგი ყურადღებას არ აქცევა და ფეხბურთის ყურებას განაგრძობდა, თან ლუდს და თევზს მიირთმევდა. ყველაფერი კლასიკური სცენარის მიხედვით ვითარდებოდა.

– შენ რა, დაყრუვდი? ახლა ამ ტელევიზორს გადავაგდებ! – განაგრძობდა ჩხუბს ცოლი. – ზარმაცი და უვარგისი ხარ! სადენებს გადავჭრი, რომ ვერაფერს უყურო! იქნებ მაშინ მაინც გააკეთო რამე!

– მომშორდი, ელენე! – აიგნორებდა ცოლს გიორგი, რომელსაც ლუდისგან სახე გაწითლებოდა.

და ამ დროს, ქალს ბევრი აღარ უფიქრია და სადენები გადაჭრა. წამიერი სიჩუმე გამეფდა, შემდეგ კი ყვირილი გაისმა. მეზობლებს ეგონათ, რომ გიორგი ელენეს კლავდა, მაგრამ პირიქით აღმოჩნდა. ნახევარი საათის შემდეგ გიორგი ჩაკეტილ აივანზე იდგა საცვლების ამარა. ცოლი კი ამ დროს ბინას აწესრიგებდა.

გიორგი აივანზე იჯდა, სიგარეტს ეწეოდა და ფიქრობდა, როგორ გადაეხადა სამაგიერო ცოლისთვის. ჯერ აპირებდა, რომ მისი კარადა აივნიდან გადაეგდო, შემდეგ გადაწყვიტა, რომ ნივთები შეეგროვებინა და თავის მეგობართან წასულიყო სოფელში, სადაც შეუზღუდავი რაოდენობით დალევდნენ ლუდს და არავინ მიუთითებდათ, რა გაეკეთებინათ. ცოტა ხანში, ჯერ კიდევ მთვრალ მამაკაცს ქვემოდან უცნაური ხმები მოესმა. ის დაიხარა, რომ ენახა იქ რა ხდებოდა და მეორე სართულიდან გადავარდა.

ელენე სამზარეულოში გაზქურას ხეხავდა, უეცრად კარზე ზარის ხმა გაისმა. ქალი დამუნჯდა, როდესაც გამოფხიზლებული ქმარი საცვლების ამარა დაინახა, მას ხელისგულები, იდაყვები და მუხლები გადატყავებული ჰქონდა.

– სად არის კარადა? – იკითხა მან.

– რომელი კარადა? – ენა დაება ელენეს.

– რომ მთხოვდი, ჩამოკიდეო! – განმარტა გიორგიმ.

ამის შემდეგ თითოეული საკუთარი საქმით დაკავდა, გიორგიმ კი იმ დღის შემდეგ სმას თავი დაანება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს