როგორ ელოდა ყველა დათუნას დაბადებას! ლელა და ლევანი მთელი ათი წლის მანძილზე ელოდნენ შვილს. მათ იმედი უკვე დაკარგული ჰქონდათ, რომ ოდესმე მშობლები გახდებოდნენ და უცებ, ასეთი მოულოდნელი სიხარული.
მშობლებს დათუნა ძალიან უყვარდათ. ლელა ბავშვთა სახლში გაიზარდა, ლევანი კი მრავალშვილიან ოჯახში. ლელას ბავშვობაში სიყვარული არ უნახავს, ლევანი კი ბავშვობაში ყველას უყვარდა. თუმცა, მშობლებს ლევანისთვის დრო არ რჩებოდათ, ისინი ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი ფულის გამომუშავებას, რათა საკუთარი ოჯახი ერჩინათ. ასე რომ, ლევანი და მისი და-ძმა ქუჩაში იზრდებოდნენ და ასეთმა ცხოვრებამ მათ ბევრი რამ ასწავლა.
ლევანის მშობლებს ძალიან უყვარდათ თავიანთი შვილიშვილი და ძალიან ანებივრებდნენ მას. ახლა დათუნა უკვე 5 წლისაა. ის ჭკვიანი ბავშვია, მაგრამ ძალიან გათამამებული. სხვაგვარად ვერც იქნებოდა, რადგან პატარა ბიჭუნა ყველას ძალიან უყვარდა.
უქმეებზე დათუნა პაპასთან და ბებოსთან დარჩა და იქიდან ძალიან კმაყოფილი და მხიარული დაბრუნდა. ლელამ ბავშვი აბანავა და ნახა, რომ მას საჯდომზე ორი წითელი ზოლი ჰქონდა.
- რა მოგივიდა? ვინ გცემა?
- პაპამ!
- რატომ?
- დივნის საზურგედან ვხტებოდი. პაპამ რამდენჯერმე მთხოვა, რომ დავმშვიდებულიყავი და ეს აღარ გამეკეთებინა, მაგრამ მე არ ვუჯერებდი. დივნის საზურგე გავტეხე და კატას დავეცი ზედ. სწორედ ამ დროს მცემა პაპამ ქამრით.
ლელას ძალიან ეწყინა და ატირდა. ის ვერ იჯერებდა, რომ მის საყვარელ ბიჭუნაზე ვიღაცამ ხელი ასწია.
- მაშინვე რატომ არ მიამბე ეს ყველაფერი?
- მე უბრალოდ დამავიწყდა!
- ლელა სამზარეულოში გავიდა, სადაც სამსახურიდან დაბრუნებული ლევანი ვახშმობდა.
- ჩვენი შვილი შენს მშობლებთან აღარასდროს წავა! დღეს მამაშენმა ჩვენს შვილს დაარტყა! ეს აღმაშფოთებელია!
- კი მაგრამ, რა ჩაიდინა დათუნამ? მამაჩემი ბავშვობაში მეც ხშირად მცემდა! მე ნორმალური ადამიანად გავიზარდე. ის უმიზეზოდ არასოდეს მცემდა და მე ძალიან მადლიერი ვარ მამაჩემის.
- ანუ, შენი აზრით, ბავშვის ცემა ნორმალურია? – აღშფოთდა ლელა.
- ტრაგედიას ნუ ქმნი. მე მამაჩემს დაველაპარაკები. ის დათუნას აღარ შეეხება. თუმცა, მინდა გითხრა, რომ ქამარი – ძალიან ეფექტური მეთოდია, რომლითაც მამაჩემმა ამიხსნა, რომ მოწევა მავნებელია, რომ სხვისი ეზოდან ვაშლის მოპარვა არ შეიძლება, სკოლაში ჩხუბი არ შეიძლება.
- ეს ყველაფერი მამაშენს სიტყვიერად რომ აეხსნა, ვერ გაიგებდი?
- სიტყვებით სხვა რაღაცებს ხსნიან, მაგალითად, სადილის წინ კანფეტის ჭამა რომ არ შეიძლება, რადგან მადა დაგიქვეითდება. ამით დიდი არაფერი დაშავდება. მაგრამ, იმის გასაგებად ახსნა, რის გაკეთებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ეს მხოლოდ ქამარს შეუძლია.
- ანუ, შენი აზრით, ბავშვის ცემა ნორმალური ამბავია? – ვერაფრით მშვიდდებოდა ლელა.
- დიახ, ეს ნორმალურია. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ეს ბავშვისთვის უდიდესი ფსიქოლოგიური ტრავმაა, მაგრამ ეს სისულელეა. ქამარი არავითარ ტრავმას არ ტოვებს და ბავშვის სწორად აღზრდას უწყობს ხელს. ასე რომ, დათუნა აუცილებლად წავა ჩემს მშობლებთან. მათ ის ძალიან უყვართ, დათუნა კი მათზე გიჟდება. თუმცა, მამაჩემს აუცილებლად დაველაპარაკები.
- ანუ, შენც შესძლებ ჩვენს ბიჭზე ხელის აწევას?
- შევძლებ. თუ დაიმსახურებს. შენც დაგარტყამ!
- რას ლაპარაკობ? როგორ გააკეთებ ამას? რატომ?
- აი, მაგალითად, თუ სახლში მოვალ და ვნახავ, რომ მთვრალი ხარ ან საყვარელთან ერთად ხარ. დათუნა კი მიიღებს, თუ მოწევას დაიწყებს ან ნარკოტიკების გამოყენებას. თუ ცხოველს მოკლავს.
- რომელ ცხოველს?
- ნებისმიერს! გახსოვს, ორი წლის ასაკში ლოკოკინა რომ გაჭყლიტა? მაშინ მას არ ესმოდა, რას აკეთებდა, რადგან ძალიან პატარა იყო. მაგრა, თუ იგივეს შვიდი წლის ასაკში გააკეთებს, ამის გამო ნამდვილად დავსჯი.
- ლევან! ბავშვების და ქალების ცემა არ შეიძლება!
- ვისი გადაწყვეტილებაა? ქამრით ცემის გამო ჯერ არავინ მომკვდარა. პირიქით, ასეთი ბავშვები კარგი ადამიანები დადგნენ. ეს ფაქტია.
ლელა დათუნას ოთახში შევიდა. ის თავისი სათამაშოებით თამაშობდა. მას უამრავი სათამაშო ჰქონდა, მაგრამ არც ერთი ჯარისკაცი. ლელა ძალადობას ვერ იტანდა. ლევანი ვერ არწმუნებდა მას, რომ ხშირად ჩხუბი მაშინაც ხდება, როდესაც ადამიანი თავს იცავს.ლელას სჯეროდა, რომ სიტყვებით ნებისმიერი რამის ახსნა შეიძლებოდა.
- პაპამ მითხრა, რომ ქამრით მცემს, თუ მარტო გავალ აივანზე, როდესაც ფანჯარა ღია იქნება.
- დათუნა, პაპა არასოდეს აღარ გცემს. და თუ ეს მოხდება, მაშინვე მეტყვი, კარგი?
- კარგი!
- მაგრამ, აივანზე არასოდეს გახვიდე, როდესაც ფანჯარა ღია იქნება. შენ შეიძლება გადავარდე და მოკვდე. გაიგე?
- გავიგე!
- რა გაგიგე, შვილო?
- ის, რომ აივანზე გასვლა არ შეიძლება!
- რატომ?
- იმიტომ, რომ პაპა ამის გამო მცემს!