პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ქალი თავისი ერთ-ერთი თანამშრომლის ისტორიას გვიამბობს.
- როგორ? ეს შეუძლებელია! ალბათ, ხუმრობ? – გამიკვირდა მე.
- არ ვხუმრობ.
- მიამბე. ასეთი რამ როგორ მოხდა?
- მე და ლელა ერთად ვმუშაობდით და ამავე დროს მეგობრებიც ვიყავით. მე ძალიან კარგად ვიცნობ მის მშობლებს, ბატონ დავითს და ქალბატონ ნანას. ისინი აბსოლუტურად ნორმალური ადამიანები არიან. ვერ ვიჯერებდი, რომ ბატონი დავითი ოდესმე ელენეს გაყიდვას შეეცდებოდა. მას ელენეს შვილები ძალიან უყვარდა და სულ მათთან ერთად სეირნობდა.
- კარგი, გიამბობ. დედაჩემი რომ გარდაიცვალა, 13 წლის ვიყავი. მამას დედაჩემი ძალიან უყვარდა და მისი სიკვდილი ვერ გადაიტანა. მეუღლის გარდაცვალებიდან 6 თვის შემდეგ მან სმა დაიწყო. სულ უფრო და უფრო უმატებდა. 6 თვეში მთელი ბიზნესი გაანადგურა, შემდეგ კი ვალები დაიდო. გარკვეული პერიოდის შემდეგ მამას ვალების დაბრუნება მოსთხოვეს. მას დასაბრუნებელი ფული არ ჰქონდა. მამას ერთი შორეული ნათესავი ჰყავდა – ბატონი დავითი. დახმარებისთვის სწორდ მას მიმართა. ბატონ დავითს კარგი თანამდებობა ეკავა. მამამ სთხოვა, რომ ან ის ადამიანები ჩაესვა ციხეში, ვინც ვალი მისცა, ან მისთვის ფული მიეცა ვალების გასასტუმრებლად.
ბატონმა დავითმა უარი უთხრა. მაშინ მამამ შესთავაზა, რომ მისგან ჩემი თავი ეყიდა. ახლაც მახსოვს, როგორ შემეშინდა, ეს რომ გავიგონე.
- შეხედე, რა კარგი გოგო დადგა. უკვე დიდია და ლამაზი. მინდა, რომ შენ მოგყიდო! – უთხრა მამაჩემმა.
ბატონი დავითი დაფიქრდა და უთხრა:
- თანახმა ვარ! ვყიდულობ! წადი ელენე, შენი ნივთები ჩაალაგე!
ვტიროდი, არ ვიცოდი, რა მექნა. ძალიან მეშინოდა მამაჩემისაც და ბატონი დავითისაც.მაგრამ, სხვა გზა არ მქონდა, ნივთები ჩავალაგე და ბატონ დავითს გავყევი. მან თავის სახლში მიმიყვანა და თავისი მეუღლე გამაცნო.
- ალექსი სულ გაგიჟდა. თავისი ქალიშვილის ყიდვა შემომთავაზა. მე დავთანხმდი. შემეშინდა, რომ ვინმე ცუდი ადამიანისთვის არ მიეყიდა. შენ წინააღმდეგი ხომ არ ხარ? – უთხრა ბატონმა დავითმა თავის ცოლს.
ნანა დეიდა წინააღმდეგი არ იყო. მათ შვილები არ ჰყავდათ და მე საკუთარი შვილივით მიმიღეს. სკოლის პერიოდში მათთან ერთად ვცხოვრობდი. ნანა დეიდამ კარგი რეპეტიტორები მიქირავა და მე ინსტიტუტში ჩაბარება შევძელი.
შემდეგ კი ლევანს შევხვდი, ცოლად გავყევი და შვილები გავაჩინე. აი, ასე წარიმართა ჩემი ცხოვრება. ვინ იცის, ახლა სად ვიქნებოდი, მაშინ ბატონ დავითს ჩემი თავი რომ არ ეყიდა. მამაჩემი, ჩემი გაყიდვიდან ერთი წლის შემდეგ, სმისგან გარდაიცვალა.