პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი მისი მეგობრის ისტორიას გვიამბობს.
ცოტა ხნის წინ, ჩემს ერთ მეგობარს შევხვდი – თამუნას. ერთ დროს ჩვენ ერთად ვმუშაობდით. თამუნა დეკრეტულ შვებულებაში გავიდა, მერე მეც დავორსულდი და მეც დეკრეტულ შვებულებაში გავედი. თამუნას ახლა ორი შვილი ჰყავს. ბიჭი სკოლის მოსწავლეა, გოგონა კი – საბავშვო ბაღში დადის.
დეკრეტული შვებულების შემდეგ მე სხვაგან დავიწყე მუშაობა, თამუნა კი ძველ სამსახურში დაბრუნდა. ამჯერად ერთმანეთს პარკში შევხვდით, სადაც ჩვენს შვილებს ვასეირნებდით. თამუნა ძალიან დაღონებული იყო. მიზეზი ვკითხე, მან კი მიამბო:
– ჩემი შვილის კლასელების მშობლებს ვეკამათე. საქმე ისაა, რომ ჩვენ გვაქვს სასკოლო ჩატი, სადაც ერთმანეთს ვწერთ და მნიშვნელოვან საკითხებს განვიხილავთ. ცოტა ხნის წინ მშობელთა კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთი ჩატი შექმნა. აქ იყო ყველა დედა, გარდა ერთისა. ამ ჩატში ელენემ შეგვატყობინა, რომ ჩვენი ერთ-ერთი მოსწავლის დედა მეხუთე შვილს ელოდება.
მან შემოგვთავაზა, რომ მას დავეხმაროთ. მათი მატერიალური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მოდი, ფული შევუგროვოთ, თითოეულმა 50 ლარი დავდოთ. ნანას მეუღლეს მუდმივი სამსახური არ აქვს, ხან სად მუშაობს, ხან სად. დედების ნაწილი ამ წინადადებას მაშინვე დათანხმდა. მე კი ფულის დადებაზე უარი განვაცხადე. მეც ვმუშაობ და ჩემი ქმარიც, ჩვენ ორი შვილი გვყავს და ზედმეტი ფული არ გვაქვს. რატომ უნდა მივცე ფული სხვის შვილებს? მე ვუთხარი, რომ ამ ბავშვების დაბადებასთან არავითარი შეხება არ მაქვს. მათზე მათმა მშობლებმა იზრუნონ.
რომ იცოდე, რა ამბავი ატყდა! თითქმის ყველა დედა ერთად დამესხა თავს. ისინი წერდნენ, რომ მე უგულო და ძუნწი ვარ. თუმცა, ზოგი მეთანხმებოდა და ამის შესახებ პირად შეტყობინებაში მწერდა. ღიად არცერთ მათგანს არ უთქვამს. მათ არავისთან კამათი არ უნდოდათ და არ სურდათ, რომ მათთვისაც ასეთივე შეურაცხყოფა მიეყენებინათ. ჩემი აზრით, მე მართალი ვარ. შენ როგორ ფიქრობ?
ცოტა ხანს დავფიქრდი, შემდეგ კი ვუთხარი:
– შენ, რა თქმა უნდა, მართალი ხარ.
ერთი მხრივ, ეს ქალიც ძალიან ცოდოა: ფული არ აქვს, შვილებს კი ჭამა და ჩაცმა სჭირებათ. მეორე მხრივ კი: ადამიანებს ზედმეტი ფული არ აქვთ, რომ ქველმოქმედებით დაკავდნენ.
და საერთოდაც, ისეთ დროში ვცხოვრობთ, როდესაც ზრდასრულ ადამიანებს ჩასახვის პროცესის გაკონტროლებაც შეუძლიათ და ოჯახში ბავშვების რაოდენობისაც. დაფიქრებაა საჭირო: შეძლებთ თუ არა მათ გამოკვებას და ყველაფრით უზრუნველყოფას?
თუ მშობლები შვილებს აჩენენ და ამ ყველაფერზე არ ფიქრობენ, მაშინ ეს უკვე მათი პრობლემაა. ამის გამო არავინ არ უნდა დაზარალდეს და არავინაა ვალდებული, რომ მათ დაეხმაროს. ეს ნებაყოფლობითია. თამუნა მეცოდება: ის მართალს ამბობს, მას კი შეურაცხყოფას აყენებენ.