სიცილს ვერ ვიკავებ! მოხუცი წყვილის საუბარი

742

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი მოხუცი ცოლ-ქმრის ისტორიას გვიამბობს.

მივდიოდი და ამ ცხოვრებაზე ვფიქრობდი. მაღალქუსლიანი ჩექმა სწრაფად გადაადგილების საშუალებას არ მაძლევდა და ნელა და გრაციოზულად მივაბიჯებდი.

ჩემს წინ ამავე ტემპით მოხუცი წყვილი მიდიოდა. ჩემი აზრით ორივე 70 წლამდე იქნებოდა. მიდიოდნენ, აქეთ-იქით იხედებოდნენ და საუბრობდნენ.

ყინულზე ქვიშა არავის დაეყარა, ამიტომ მაღაზიამდე ასე მივდიოდით ყველა ერთმანეთის მიყოლებით. ჩვენი კომუნალური სამსახურის შესანიშნავად მუშაობის გამო მათი საუბრის მოსმენა მომიწია.

მოხუცი ჩხუბობდა: “გუშინ გითხარი, მოდი გავერთოთო, შენ კი არ მოგინდა, კონცერტის ყურება მოგინდა. დღეს დილით შემოგთავაზე და ნანა ამოვიდა პირველი სართულიდან. ენები ვერაფრით ვერ გააჩერეთ, ყველა გაჭორეთ და აზრი? ხან დასაუთოებელი გაქვს, ხან სარეცხი გაქვს გასარეცხი. ხვალ არაფერს შემოგთავაზებ. უქმეებზე შვილიშვილები მოვლენ…

მე ბევრი კი არ დამრჩენია. მალე 77-ის ვხდები. იქნებ ხვალ ვკვდები? მოვკვდები და ტირილს დაიწყებ, თან იმის გამო კი არა, რომ მოვკვდები, არამედ იმის გამო, რომ ვერ გაერთე. არაუშავს, სამაგიეროდ კონცერტს უყურე, მეზობელს ეჭორავე და საცვლები დააუთოვე.”

ბებიამ სრულიად მშვიდად უპასუხა: “ცდები, ბებერო! გამოჩნდება ის, ვინც შენი გარდაცვალების შემდეგ გამართობს. წითელი ბლოკნოტი ისევ კარადაში მიდევს. დავრეკავ და გავიგებ, ვინ არის ჯერ კიდევ ცოცხალი!”

ნახევარი საათი ვიცინოდი. მოხუცებიც სიცილით იგუდებოდნენ.

არ შემეძლო, რომ ეს ისტორია თქვენთვის არ გამეზიარებინა!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს