დედამ ბავშვი სამშობიარო სახლში მიატოვა, ბებია კი იძულებული გახდა, რომ ჩვილ ბავშვთა სახლში დაეწყო მუშაობა

214

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ნინოს ისტორიას გიამბობთ.

შვილის სამშობიაროდან გაწერის შემდეგ დედას ის აღარ უნახავს. ნინომ ახლაც არ იცის სად არის მისი შვილი და ისიც არ იცის, ცოცხალია თუ არა.

ნინო უკვე დიდი ხანია პენსიაზეა, მაგრამ მთელი ცხოვრება ბავშვთა სახლში გაატარა. ის იქ მაშინვე მოეწყო სამუშაოდ, როდესაც მისმა შვილმა ბავშვი სამშობიარო სახლში მიატოვა.

თავად ნინომ ბავშვი საკმაოდ ადრე გააჩინა, 20 წლის ასაკში. ის თავის საყვარელ მეუღლესთან კანონიერ ქორწინებაში იმყოფებოდა. გოგონა 5 წლის იყო, როდესაც ნინოს მეუღლე გარდაეცვალა და მარტო დარჩა თავის შვილთან ერთად. მისი შვილი მორიდებული და კეთილი გოგონა იყო, მაგრამ სკოლაში ცუდ წრეში მოხვდა.

13 წლის ასაკში სახლიდან ხშირად იკარგებოდა ხოლმე, ზოგჯერ მთელი ერთი კვირის მანძილზე. 15 წლის იყო, როდესაც დედას ფეხმძიმობის შესახებ შეატყობინა. აბორტზე საუბარიც არ ყოფილა და მან ჯანმრთელი ბიჭი გააჩინა. მან ბავშვზე უარი პირველსავე დღეს დაწერა. ნინოს ბავშვის წაყვანის უფლება არ მისცეს, რადგან მას ინვალიდის საბუთი ჰქონდა.

შვილის გაუჩინარების შემდეგ ნინოს ის აღარ უნახავს და არც კი იცის ცოცხალია თუ არა. ამ ამბების შემდეგ ქალმა გადაწყვიტა, რომ თავი ბავშვებისთვის მიეძღვნა და მუშაობა ჩვილ ბავშვთა სახლში დაიწყო. იქ მუშაობის დაწყება არ გაჭირვებია, რადგან მას სამედიცინო განათლება ჰქონდა. მოგვიანებით მან ფსიქოლოგიაც შეისწავლა. ის მთელ დროს ბავშვებთან ატარებდა და მუდმივად თავის შვილიშვილთან იყო.

ნინო იმ ადამიანებს ესაუბრებოდა, რომელთაც ბავშვის შვილად აყვანის სურვილი ჰქონდათ. ის ყველა წვრილმანს არკვევდა, მათ ხასიათებს იგებდა და ბავშვის არჩევაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა. ის ამას შესანიშნავად ახერხებდა! მისი მუშაობს პერიოდში ერთი შემთხვევაც კი არ ყოფილა, რომ ბავშვი უკან დაბრუნებულიყო. კმაყოფილი მშობლების რიცხვის ზრდასთან ერთად მის მიმართ ნდობაც იზრდებოდა. რამდენიმე თვის შემდეგ მას შვილიშვილის წაყვანის უფლება მისცეს, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი მან მეურვეობის საბუთის აღებაც მოახერხა.

ამჟამად ნინო იმავე ბავშვთა სახლის გამგეა. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბავშვები კომფორტულად იყვნენ და მარტოობა არ იგრძნონ.

მან ძიძების რაოდენობის გაზრდა მოახერხა. ახლა სამ პატარაზე ერთი ძიძაა. გარდა ამისა, მან ჩვილ ბავშვთა სახლის ტერიტორიაზე ფსიქოლოგიური ცენტრი დააარსა, სადაც მომავალ დედებს დახმარებას უწევენ. ამის შედეგად ბავშვებზე უარის მთქმელთა რიცხვი შემცირდა.

ნინოს შესანიშნავი შვილიშვილი ჰყავს. ახლა ის წარმატებული არქიტექტორია და კარგი თანამდებობა უკავია. ცოტა ხნის წინ ის დაქორწინდა და ბებიის ჩვილ ბავშვთა სახლიდან ერთი გოგონა იშვილა. ეს მან იმიტომ გააკეთა, რომ ბებია ამ ბავშვზე ძალიან ბევრს ლაპარაკობდა და ხშირად აქებდა. გარდა ამისა, მისი შვილიშვილის მეუღლე ძალიან ხშირად დადიოდა ბავშვთა სახლში და ბავშვებს ეთამაშებოდა. მას მაშინვე შეუყვარდა პატარა ცისფერთვალება მარი. ახლა ახალგაზრდა წყვილი საკუთარ სახლს იშენებს. ისინი საკუთარი შვილების გაჩენასაც აპირებენ, რათა მათაც აჩუქონ ზრუნვა და სიყვარული!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს