შემხვევები, რომლებმაც ადამიანების ცხოვრება შეცვალეს

196

1. 30 წლის ვარ. საკუთარი ბარი მაქვს. სამსახურში მეტროთი დავდივარ. გარეგნულად კარგი აღნაგობის ვარ. ერთხელ შევნიშნე, რომ გოგო, რომელსაც უზარმაზარი ზურგჩანთა ჰქონდა, ვაგონიდან დამოუკიდებლად ვერ გამოდიოდა. გადავწყვიტე, რომ მას დავხმარებოდი. გოგონას კაპიუშონში ჩავჭიდე ხელი და გამოვიყვანე. მეორე დილით ის მე მეძებდა. ისე გამოვიდა, რომ მთელი ორი თვე ერთად ვმგზავრობდით და მას ვაგონიდან გამოსვლაში ვეხმარებოდი. გოგონა მისი ტელეფონით მუსიკას მასმენინებდა და ძალიან თბილად მექცეოდა. ცოტა გულიც კი მწყდებოდა, ასეთი პატარა რომ იყო. ერთ მშვენიერ დღეს კი გავიგე, რომ ის სკოლის მოსწავლე კი არ იყო, არამედ პოლიტიკოსი იყო და 15-ის კი არ იყო, მე როგორც მეგონა, არამედ 25 წლის იყო. აღმოჩნდა, რომ 2 თვის მანძილზე კაპიუშონის მეშვეობით ვაგონიდან გამოსვლაში პოლიტიკოსს ვეხმარებოდი. ეს შეიძლებოდა ყველაზე საშინელი მარცხი ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ გოგონა პაემანზე დამთანხმდა.

2. მეოთხე კლასში ვიყავით. ზაფხულის არდადეგებზე წასვლამდე მოსწავლეები მასწავლებლებს საჩუქრის სახით თაიგულებს ვჩუქნიდით. მე დიდი თაიგული მქონდა. ეს ყვავილები მასწავლებლისთვის უნდა მიმეცა, მაგრამ… ისინი ჩემს მიმართ მკაცრნი და უსამართლონი იყვნენ. გადავწყვიტე, რომ ეს თაიგული იმ ქალისთვის მიმეცა, ვინც ნამდვილად იმსახურებდა – ჩვენი დამლაგებლისთვის. მომავალ წელს ეს ქალი სკოლაში აღარ დამხვდა. იმ შემთხვევის შემდეგ 9 წელი გავიდა და ჩემმა მეგობარმა ახლა მითხრა, რომ იმ ქალს იცნობდა. თურმე მაშინ მან გადაწყვიტა, რომ სამსახურიდან წასულიყო და საკუთარი ბიზნესი წამოეწყო. ის თურმე ყვებოდა, რომ მე მას მაშინ იმედის თაიგული ვაჩუქე.

3. იქნებ უცბად ჩემს ბედს შევხვდე და ამ დროს მაკიაჟის გარეშე ვიყო? – მუდმივად ამაზე ვფიქრობდი. ეს მანამდე, სანამ აბაზანაში წაქცევის შედეგად ფეხს არ მოვიტეხდი. საავადმყოფოში გასაპარსი ფეხებით, მანიკიურის გარეშე, ძველი მაისურით და მაკიაჟის გარეშე მოვხვდი. ბედმა სულ სხვაგვარად გადაწყვიტა, იქ ჩემს მეორე ნახევარს შევხვდი – ბიჭს, რომელმაც ხელი მოიტეხა და წვერი ნახევრად გასაპარსი დარჩა. ჩვენ უკვე მეხუთე წელია ერთმანეთს ვხვდებით.

4. ერთხელ ღამით მომესმა, რომ დერეფანში რაღაც მძიმე დაეცა. ეს სახელმძღვანელო იყო. ის თაროდან გადმოვარდა და სწორედ იმ გვერდზე გადაიშალა, სადაც ეწერა: “როგორ მოვიშოროთ ზედმეტი წონა”. ამან ძალიან დამაფიქრა.

5. მე და ჩემი მეგობარი ღამის კლუბში წავედით. ერთი ახალგაზრდა მომიახლოვდა და მითხრა: “სახლში გამომყევი, ჩემი ენოტი უნდა გაგაცნო”. ასე ბიჭმა პირველად მომმართა. ცნობისმოყვარეობის გამო, გადავწყვიტე რომ გავყოლოდი. სახლში მივედით და იქ ცოცხალი ენოტი დაგვხვდა. ახლა ჩვენ ერთად ვცხოვრობთ: მე, ჩემი შეყვარებული და ენოტი.

6. გამოცდაზე მივდიოდი და ავტობუსში ჩემმა შინაგანმა ხმამ მითხრა, რომ შემდეგ გაჩერებაზე ჩავსულიყავი და “ხიდი” გამეკეთებინა. რა სისულელეა, გამოცდაზე ვარ წასასვლელი! – გავიფიქრე მე. ავტობუსი გაჩერდა და ჩემთვის უცნობი მიზეზით გაბედულად ჩავედი. შენობაში შევედი და “ხიდის” გაკეთების დროს გავიგონე, რომ ვიღაც უცნობი მამაკაცი მეძახდა. მე გავიქეცი, მამაკაცი კი გამომეკიდა! დამეწია და მკითხა, რატომ გავაკეთე “ხიდი”. მე ვუთხარი, რომ ეს თავადაც არ ვიცოდი. მან კინაღამ ტირილი დაიწყო. ერთი თვის წინ ამ მამაკაცის მთელი ოჯახი საშინელი ავარიის შედეგად დაიღუპა. ის ამას ვერ ეგუებოდა და თვითმკვლელობაზე ფიქრობდა. საუზმისას მამაკაცი ფიქრობდა: “თუ საჭიროა, რომ ვიცხოვრო, ღმერთი აუცილებლად მომცემს რაიმე ნიშანს”. სწორედ ამ მომენტში დამინახა მან.

7. მთელი ცხოვრება ბერლინში წასვლაზე ვოცნებობდი, მაგრამ ფული არ მყოფნიდა. ფულს მთელი წლის მანძილზე დიდი მონდომებით ვაგროვებდი. სახლში დაბრუნების წინა დღეს, სეირნობისას სალონს წავაწყდი, გადავწყვიტე, ქალაქის მოსაგონრად თმა შემეჭრა. სალონში შემომთავაზეს, რომ სტილისტის გემოვნებას მივნდობოდი – ასე ვთქვათ, სასიამოვნო სიურპრიზს დამპირდნენ და მე დავთანხმდი. სულ რაღაც ერთ საათში ჩემი ძველი და უინტერესო ვარცხნილობა ძალიან მოდურ ვარცხნილობად აქციეს, რის გაკეთებასაც მე ვერასოდეს გავბედავდი, რადგან ვფიქრობდი, რომ ასეთი ვარცხნილობა არ შემესაბამებოდა. სალონიდან რომ გამოვედი, ტანსაცმლის მაღაზია დავინახე. გადავწყვიტე, შევსულიყავი და ახალი ვარცხნილობის შესაბამისი მაისური მეყიდა. მაისური ვიყიდე და ერთი კვრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ბრუტალური ბიჭის გარეგნობის დასასრულებლად სპორტდარბაზში სიარული მჭირდებოდა. აქტიური ვარჯიშის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ, დაკუნთული და სიმპათიური ბიჭი გავხდი და გოგოს შევუყვარდი. გოგონას გამოჩენის დღიდან თავისუფალი დრო დამაკლდა და მისი სწორად გადანაწილების გზა ვპოვე, რამაც კარგი გავლენა მოახდინა მუშაობის ეფექტურობაზე. რამდენიმე თვის წარმატებული მუშაობის შემდეგ განყოფილების მენეჯერი გავხდი და ხელფასი მომემატა. ახალი მანქანა შევიძინე და საქორწილო ცერემონიისთვის დავიწყეთ ფულის შეგროვება. ამის შემდეგ მივიღე შეტყობინება, რომ ჩემი კომპანია დათანხმდა ჩემს თხოვნას, რომ სამუშაოდ ბერლინის ოფისში გადავეყვანე.

8. დაახლოებით 5 წლის წინ ჩემი აივნიდან წყლით სავსე ცელოფნის პარკი გადავაგდე, რომელიც უცხო გოგოს დაეცა თავზე. მხოლოდ გუშინ გავიგე, რომ იმ მომენტში ჩემი სახლის წინ სწორედ ჩემმა ცოლმა გაიარა, რომელიც მე სამი წლის წინ გავიცანი. ის მაშინ თავის შეყვარებულს უნდა შეხვედროდა, რომელსაც მისთვის იმ დღეს ხელი უნდა ეთხოვა, მაგრამ ვიღაცამ წყალი გადაასხა და ის შეხვედრაზე ვეღარ მივიდა. ბიჭმა ჩათვალა, რომ ის მას არასერიოზულად მოექცა და ისინი დაშორდნენ. 5 წლის წინ ისინი ერთმანეთს სწორედ ჩემი მიზეზით დაშორდნენ! ვამაყობ საკუთარი თავით!

9. უნივერსიტეტში ერთი ბიჭი მიყვარდა. ის ისე მომწონდა, რომ ჩემს გონებაში მას ვხვდებოდი და ერთმანეთი გვიყვარდა. ისე ვიყავი ოცნებებში გადავარდნილი, რომ აღარ მესმოდა, სად იყო რეალობა და სად ჩემი ოცნება. საზაფხულო არდადეგების შემდეგ მასთან მივედი, ვაკოცე და ვუთხარი, რომ ძალიან მომენატრა. ბიჭი გაოგნებული იყო, მე კი მივხვდი, რომ სისულელე ჩავიდინე. ბოდიში მოვუხადე და გავიქეცი. ის დამეწია და მითხრა, რომ ვერაფერს მიხვდა, მაგრამ წინააღმდეგი არ იყო ამის გაგრძელების.

10. 35 წლის ვარ. სამსახურში მკაცრი უფროსი ვარ, მაგრამ ცხოვრებაში სიმარტოვეში ყოფნა მიყვარს. მეგობარი არ მყავს, მაგრამ ერთი ჩვეულება მაქვს. მუდმივად ერთ ბარში მივდივარ, ბოლოში ვჯდები, ჩემი მარტოობით ვტკბები და “გინესს” ვსვამ. ერთ მშვენიერ საღამოს, როდესაც ბარს მორიგ ჯერზე ვესტუმრე, ვიღაცამ თვალებზე ხელები ამაფარა და მითხრა: „გამოიცნობ ვინ ვარ?“. როდესაც გოგონა მიხვდა, რომ სხვაში შევეშალე, პატიება მთხოვა და წავიდა. ის ახალგაზრდა იყო, სხვებისგან განსხვავდებოდა და დიდი და აზრიანი თვალები ჰქონდა. სხვა რამეზე ფიქრი აღარ შემეძლო და სასმელიც აღარ იყო ისეთი სასიამოვნო. გოგონა მთელი ამ ხნის განმავლობაში ვიღაცას ამაოდ ელოდა. მე დავიწყე ფიქრი, თუ როგორ წამომეწყო მასთან საუბარი. ბარი იკეტებოდა და გოგონა სახლში წასასვლელად მოემზადა. მასთან მივედი და შევთავაზე, რომ სახლამდე მივიყვანდი, რადგან გარეთ ცუდი ამინდი იყო. ის მთელი გზა ლაპარაკობდა და ძალიან ხალისიანი იყო! მხოლოდ სახლში შესვლისას მივხვდი, რომ ტელეფონის ნომრის გამორთმევა დამავიწყდა. შემდეგ კვირას ბარში ისევ მივედი და ვნახე, რომ იქ იყო. თვალებზე ხელები ავაფარე და ვკითხე: “გამოიცნობ ვინ ვარ?”. მან გაიცინა და თქვა: “უკვე ვფიქრობდი, რომ აქ ვერასდროს გნახავდი!”

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს