ჩვენს პლანეტაზე უამრავი ადამიანი ოცნებობს შვილის ყოლაზე, თუმცა ეს ყველას არ გამოსდის. ჩვენი სტატიის მთავარ გმირებს კი მოუხდათ ვიდეოთამაშების გვერდზე გადადება, რადგან მათ შვილები გაუჩნდათ.
ალფი პატენი
ეს “ბიჭი თოჯინის სახით”, როგორც მას ბრიტანულმა პრესამ უწოდა, 13 წლის ასაკში მამა გახდა. მას ქალიშვილი, რომელსაც მეიზი უწოდეს, 15 წლის შანტალმა გაუჩინა.
ბიჭი აღიარებს, რომ პირველი, რაზეც მაშინ იფიქრა, როცა შეყვარებულის ფეხმძიმობის შესახებ გაიგო, იყო ფინანსები: “ალბათ, ფინანსური პრობლემები მექნება.” მართლაც, ალფის მთელ შემოსავალს ჯიბის მცირეოდენი ფული შეადგენდა.
ბავშვის გაჩენის შემდეგ, ალფი მთელი სერიოზულობით მიუდგა ამ სიტუაციას. იგი შვილზე ზრუნავს, მოზარდების მშობლები კი მას სიამოვნებით ეხმარებიან.
თუმცა, მხოლოდ 6 თვეში გაირკვა, რომ მეიზი ალფის ქალიშვილი არ ყოფილა. დნმ-ტესტის თანახმად, გოგონას მამა შანტალის მეორე მეგობარი ბიჭი – 14 წლის ტაილერ ბარკერი გახლდათ. როცა ალფიმ ამის შესახებ გაიგო, ისტერიკაში ჩავარდა, ბიჭს ძალიან ეწყინა.
რაც შეეხება ტაილერს, მან თქვა, რომ თავიდანვე იცოდა, შანტალი თვითონ რომ დააორსულა, უბრალოდ გადაწყვიტა, არ გაემჟღავნებინა, რადგან შეეშინდა. გოგონასთან ერთად გატარებულ ღამეს მან ცხოვრებაში ყველაზე საშინელი საქციელი უწოდა.
ახლა მეიზის აღზრდით დაკავებულია ახალგაზრდა დედა, თავის მშობლებთან ერთად.
შონ სტუარტი
1998 წლის იანვარში, მთელ დიდ ბრიტანეთს მოედო სიახლე იმის შესახებ, რომ 12 წლის შონ სტუარტი მამა გახდა. მისმა 16 წლის მეგობარმა და მეზობელმა, ემა ვებსტერმა, მას ვაჟი გაუჩინა.
მოგვიანებით გოგონამ ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ არ იცოდა შონის ასაკი. ემა ფიქრობდა, რომ ისიც 16 წლის იყო. მშობიარობის დღეს, ბიჭის კლასის დამრიგებელმა იგი გაკვეთილებიდან გაათავისუფლა, რათა ამ მნიშვნელოვან დროს შეყვარებულთან ყოფილიყო. ბავშვებმა გადაწყვიტეს, ბავშვი ერთად გაეზარდათ, თავიანთი მშობლების დახმარებით.
3 წლის შემდეგ, შონი ემასა და ბენის(ბავშვის) მიმართ გულგრილი გახდა. მოგვიანებით, მისი ცხოვრება ძალიან ცუდად წარიმართა: ახალგაზრდა მამა დააკავეს ძარცვისთვის და თავისუფლების რამდენიმეთვიანი აღკვეთა მიუსაჯეს. ემას მისი ბედი დიდად არ აღელვებდა და ცოლად სხვა მამაკაცს გაჰყვა. თუ ახლა ემას შონის შესახებ ჰკითხავენ, იგი ამბობს, რომ არ სურს ამ ამბის გახსენება, რადგან ამან შეიძლება მის შვილს გული ატკინოს.
ნათან ფიშბურნი
კიდევ ერთი ბრიტანელი, რომელიც 14 წლის ასაკში გახდა მამა. ნათანს თანატოლმა ეიპრილმა ვაჟი, ჯეიმი აჩუქა. შონისგან განსხვავებით, ნათანმა მეტი პასუხისმგებლობა გამოავლინა.
გოგონამ თქვა, რომ ბავშვი დაუგეგმავი იყო, თუმცა უხარია, რომ დედა გახდა. ეიპრილის მშობლებიც მხარს უჭერდნენ ქალიშვილს. ნათანი მას ყველაფერში ეხმარებოდა, ფეხმძიმობის დროს, შვილის გაჩენის შემდეგ კი სულაც ერთად ცხოვრების სურვილი გამოთქვა.
რაც შეეხება ბიჭის მშობლებს: თავიდან ისინი ბავშვის დაბადების წინააღმდეგი იყვნენ და ყველაფერს ტრაგედიად აღიქვამდნენ, თუმცა, დროთა განმავლობაში დათანხმდნენ აღზრდაში მონაწილეობის მიღებას. თავის მხრივ, ახალგაზრდა მშობლება პირობა დადეს, რომ სწავლას გააგრძელებენ.
მიშა ნიკოლაევი
რუსი ბიჭი 14 წლის იყო, როცა 2011 წელს მისმა ბიძაშვილმა, ანასტასიამ (15 წლის) მას ვაჟი, ვადიმი გაუჩინა. დღეისათვის მიშა რუსეთის ყველაზე ახალგაზრდა მამად ითვლება.
ოჯახურ შეკრებაზე ბავშვის დატოვება გადაწყდა. თუმცა, როცა ვაჟი სამყაროს მოევლინა, სკოლის მოსწავლეებმა უეცრად გაწყვიტეს ურთიერთობა. ამის მიზეზი იყო ის, რომ, მისივე თქმით, მიშა არ იყო შვილის აღზრდაში მონაწილეობის მიღებისთვის მზად. ახლა პატარას ანასტასია, მისი დეიდა და დედა ზრდიან. ვერავინ ამბობს დაზუსტებით, მოისურვებს თუ არა მიშა თავის შვილზე პასუხისმგებლობის აღებას მომავალში.
რაც შეეხება მსოფლიო რეკორს – ყველაზე ახალგაზრდა მამად მსოფლიოში მიიჩნევა ოკლენდელი ბიჭი, რომლის სახელიც არაა ცნობილი. ბავშვის დაბადების მომენტში, იგი 11 წლის იყო, ხოლო ახალშობილის დედა – 36-ის.
ქალი რეკორდსმენის სკოლის ამხანაგის დედა იყო. მათი ურთიერთობა რამდენიმე თვე გრძელდებოდა. ბიჭს თითქოს უნდოდა ამ ყველაფრის დასრულება, თუმცა არ იცოდა, ეს როგორ უნდა გაეკეთებინა. ახალშობილი სოციალურმა სამსახურმა წაიყვანა, ხოლო ქალის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
ამ და სხვა ახალგაზრდა მშობლების შესახებ მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო: