“პურის ნაჭერი მომეცით”- მთხოვა პატარა ბიჭმა. მათხოვრებს ფულს არასოდეს ვაძლევს, მაგრამ ბავშვი შემეცოდა

9532

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – საკუთარ ისტორიას ანა გვიამბობს.

სწორედ ამ სიტყვებით მომიახლოვდა პატარა ბიჭი, როდესაც საზაფხულო კაფეში ყავას ვსვამდი. ის გათხუპნული იყო, მაშინე მივხვდი, რომ გაჭირვებული ოჯახიდან იყო. მათხოვრებს ფულს არასოდეს ვაძლევ, მაგრამ ბავშვი შემეცოდა. ის ხომ პურს მთხოვდა…

  • – ფუნთუშებს შევუკვეთავ, გინდა?მან თავი დამიქნია, გაიღიმა, მაგრამ მერე თითქოს რაღაც გაახსენდა:
  • – შეიძლება ერთი ცალი თან წავიღო? ჩემს დასაც უნდა ჭამა…
  • – რა თქმა უნდა, შეიძლება!

რამდენიმე ცალი ფუნთუშა, კაკაო და ჩაი შევუკვეთე. ბიჭი ძალიან მშიერი იყო და მაშინვე დაიწყო ჭამა. მე მას გავესაუბრე.

  • – მშობლები გყაავს? ვისთან ერთად ცხოვრობ?
  • – მე და ჩემი და ბებიაჩემის დედასთან ვცხოვრობთ. ის მოხუცია, ფული თითქმის არ გვაქვს და საჭმელს ასე მოვიპოვებ. მამაჩემი არასოდეს მინახავს, დედამ კი მარის დაბადების შემდეგ მიგვატოვა. ბებიას ამაზე საუბარი არ სურს, მე კი დედაჩემის პოვნა მინდა.
  • – სკოლაში დადიხარ?
  • – არა, მომავალ წელს შეიძლება მივდე. ბებიას ჩემი დაბადების მოწმობა ვერ უპოვია, მის გარეშე კი სკოლაში არ მიმიღებენ. მარის საბუთები საერთოდ არ აქვს, დედამ ის სააბაზანო ოთახში გააჩინა, ამის შესახებ არავინ იცოდა. მას ძალიან სტკიოდა, მე მისი კვნესის ხმა მესმოდა.

ამ ბიჭის მონაყოლმა გამაოგნა. მას მიშიკო ერქვა.

  • – შეიძლება სახლში გამოგყვე? მარის გაცნობა მინდა.
  • – კარგი. მთავარია, ფუნთუშა წავუღოთ.

მიშიკომ ფუნთუშა აიღო და ჩვენ კაფედან გამოვედით. მაღაზიაში შევედი და მათთვის პროდუქტები ვიყიდე. დიდხანს ვიარეთ და ერთ დანგრეულ ბარაკთან მივედით. ვერ წარმომიდგენია, როგორ ცხოვრობენ ბავშვები ასე!

  • – ბებო, გამარჯობა! როგორ ხართ?
  • – ცუდად, ჩემო კარგო. ექიმი მჭირდება, ბავშვებს კი ვერავისთან ვტოვებ.
  • – მე მივხედავ. ახლავე დავრეკავ სასწრაფოში.

ექიმებმა ჩემი ახალი ნაცნობი საავადმყოფოში დატოვეს, ამიტომ ბავშვები ჩემთან წამოვიყვანე. საჭირო იყო ბავშვების საბუთების მოწესრიგება და მათი საცხოვრებლის საკითხის მოგვარება. მე მათზე მეურვეობის აღება არ მინდოდა, მაგრამ ბავშვთა სახლში წასაყვანადაც მეცოდებოდნენ. ჩემმა ქალიშვილმა თავი მათ უფროს დად იგრძნო და მათზე ზრუნვა დაიწყო. მე ბავშვების აყვანის უფლებას არ მომცემდნენ, რადგან მარტოხელა დედა ვიყავი.

ყოფილ ქმარს დავშორდი, მაგრამ ოფიციალურად გაყრილები არ ვართ, ამიტომ მან ხელი შემიწყო. ბებია მოხუცთა სახლში წავიყვანეთ, რადგან მას ჩემთან ვერ წამოვიყვანდი. ჩვენ ხშირად მივდივართ მის მოსანახულებლად.

აი, ასე დავეხმარე სხვის შვილებს, რათა მათ ისევ ეგრძნოთ სიყვარული და ბედნიერება!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს