ისტორიები ადამიანებზე, რომლებსაც სასწრაფოდ სჭირდებათ დაძინება, სანამ რამე მოხდება

128

სინამდვილეში ადამიანს ბედნიერებისთვის ძალიან ცოტა რამ სჭირდება, ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს უბრალოდ გამოძინება. ყველა, ვისაც ცხოვრებაში ქრონიკული გამოუძინებლობა გამოუცდია, ამ ცხოვრებისეულ სიხარულს სათანადოდ აფასებს. უძილობისგან გადაღლილი ორგანიზმი დროდადრო სასაცილო სიტუაციებში გვაგდებს.

ინტერნეტის მომხმარებელთა შორის ასეთი ადამიანები ძალიან ბევრია და ისინი ზოგჯერ უძილობასთან დაკავშირებულ მართლაც სასაცილო, უცნაურ და უხერხულ შემთხვევებს ყვებიან.

ადრე ღამის ცვლაში მიწევდა მუშაობა. ერთ დღეს მე და ჩემი მეგობარი ღამის მორიგეობის შემდეგ ღამის კლუბში წავედით, სადაც ძალიან კარგად გავერთეთ. დასაძინებლად დილისკენ დავწექით. უცებ, ალბათ, დილის 7 საათი იქნებოდა, იმ დაწესებულების დირექტორმა დამირეკა, სადაც ვმუშაობდი და მკითხა, როგორ ჩაიარა მორიგეობამ. მე კი ნამძინარევმა წესიერად ვერ გავიგე რას მეკითხებოდა და ვუპასუხე, რომ უკვე მეორე ცვლაში ვმუშაობდი. ამ მოკლე საუბრის შედეგი იყო ჩემი უფროსის ჩხუბი კადრების განყოფილებასთან. შემდეგ კი პრობლემები მეც შემექმნა.

ერთ დღეს მე და ჩემი კოლეგები რეგიონული შემოწმების შემდეგ ძალიან გვიან ვბრუნდებოდით. სხვათა შორის, ძალიან დაღლილები ვიყავით. და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მანამდე რამდენიმე ღამე ნორმალურად არ გვეძინა, მაშინ დაღლილობისაგან პირდაპირი გაგებით ფეხზე ვერ ვიდექით. მძღოლს რომ არ ჩასძინებოდა, თამაში დავიწყეთ. მაგალითად, ვირჩევთ რომელიმე ასოს და ყველაფერი უნდა ჩამოვთვალოთ, რაც ამ ასოზე გვსურს. ჩვენს ერთ-ერთ კოლეგას ასო “ძ” შეხვდა. მან თქვა: “ძეხვი და ძილი …”. ამის შემდეგ ყველამ ერთად ვიცინეთ, გოგონას კი ჩაეძინა.

ბოლო დროს ძალიან დავიღალე. და ერთ დღეს, სახლში რომ დავბრუნდი, გადავწყვიტე ადრე დამეძინა და კარგად გამომეძინა. მაღვიძარა ჩვეულებისამებრ 6:50 საათზე დავაყენე. შემდეგ კი დამესიზმრა, რომ პირველი ორი ლექცია არ გვიტარდებოდა და არ იყო საჭირო ასე ადრე ადგომა. ძილში მაღვიძარას გამოსართავად ავდექი. როგორც კი საწოლიდან წამოვდექი, გამიელვა, რომ უნივერსიტეტი რამდენიმე წლის წინ დავამთავრე და დილით სამსახურში უნდა წავსულიყავი. გაბრაზებული და ძალაგამოცლილი დავწექი, რათა შვიდის ნახევრამდე დამეძინა.

ის, რომ ტრანსპორტში ფეხზე მდგომარემ შეგიძლია დაიძინო, მაშინ გავიგე, როდესაც ბიჭი შეგვეძინა. მას წლამდე თითქმის არ ეძინა – ან ჭამდა, ან ყვიროდა. სამსახურში, როგორც დღესასწაულზე ისე მივდიოდი – გზად ტრანსპორტში შესაძლებელი იყო ცოტათი მაინც გამოძინება. მას შემდეგ მრავალი წელია ვეღარაფრით ვერ გამომიძინებია.

როდესაც ჩემი ქალიშვილი დაიბადა, სამი წლის მანძილზე ძილი რა იყო, დამავიწყდა. ბავშვობიდან მოუსვენარია. ერთხელ, როცა ჩემი ქმარი ორი კვირით მივლინებაში წავიდა და დამხმარე არავინ მყავდა, დღეში მაქსიმუმ 2 საათი გვეძინა. უფრო ზუსტად, მხოლოდ მე მეძინა. პატარა მხოლოდ იმ პირობით იძინებდა, თუ ხელში აყვანილს გავარწევდი. ჩემი ქმარი დაბრუნდა, ღამით ბავშვის ტირილზე ორივემ გავიღვიძეთ. ცოტა ხანში ჩემმა ქმარმა ნახა, რომ საწოლზე თვალებდახუჭული ვიჯექი და ბავშვს ვარწევდი. რა კარგი დრო იყო!

როდესაც ოჯახში ტყუპები ჩნდებიან, უკიდურესად რთულია. მე და ჩემი ქმარი ძალიან გავწვალდით! განსაკუთრებით საღამოობით, როცა ბავშვებს დასაძინებლად ვაწვენდით. ერთ დღეს, მას შემდეგ რაც ბავშვებს ჩაეძინათ, ჩემი ქმარი ჩუმად გაიპარა საპირფარეშოში, მე კი ამ დროს შეუმჩნევლად სამზარეულოში გავედი. შუქები ყველგან გამორთული იყო, რომ ბავშვებს არ გაეღვიძათ. როდესაც ჩემი ქმარი დაბრუნდა, ვერსად მიპოვა. სამზარეულოში შემოვიდა და სიბნელეში ვერ დამინახა. მერე სხვა ოთახებში გაიქცა, მერე დაბრუნდა და შუქი აანთო. დამინახა და შეშინებული თვალებით მითხრა: “მე მეგონა, რომ გაიქეცი!”. მე კი ხანდახან მართლა ძალიან მინდოდა გაქცევა.

ერთი კვირის წინ უცნაური რაღაცეები შევამჩნიე: კოვზი ნაგავში ჩავაგდე, თაფლის ქილა ნიჟარაში ჩავდგი, კბილის პასტა რატომღაც მაცივარში ჩავდე და დილით დიდხანს ვეძებე. საღამოს, აბაზანის მიღებისას შევნიშნე, რომ წინდები მეცვა! ამ შემთხვევაში მხოლოდ ძილი საკმარისი არ იქნება. სასწრაფოდ მჭირდება შვებულება.

ახლახან აეროპორტში სასაცილო ამბის მომსწრე გავხდი. რეგისტრაციისთვის რიგში ახალგაზრდა მამა თვის სამი შვილთან ერთად იდგა. ალბათ გადაღლილობის გამო, ან იქნებ იმის გამო, რომ ის მუდმივად ბავშვებს აქცევდა ყურადღებას, როდესაც რეგისტრატორმა ჰკითხა, ბავშვების საბუთები წესრიგში იყო თუ არა, მან უპასუხა: ”ყველაფერი წესრიგშია. ბავშვებს გარანტია აქვთ!”.

საერთაშორისო გადაზიდვებით ვარ დაკავებული და ხშირად გზაში მიღამდება. ერთხელ, საზღვარზე რიგში ლოდინისას, ერთ მძღოლს ვესაუბრე, რომელიც ასევე გადაზიდვებით არის დაკავებული. ვკითხე, როგორ ებრძვის ძილს, როდესაც გზაშია. მან მიპასუხა, რომ სათამაშო დათვი ჰყავს, რომელიც მას ეხმარება. როცა ეძინება მძღოლი მასთან საუბარს იწყებს. როდესაც დათვი პასუხის გაცემას იწყებს, ესე იგი, ძილის დროა …

ოთხ წლიანი მონური შრომა ორ სამსახურში – უქმეების, შვებულების გარეშე… სიცხეში და სიცივეში! და ყველაფერი იმისთვის, რომ დღეს საბოლოოდ ავიღო ცნობა ბანკიდან, რომ ბინის იპოთეკა სრულად დაფარულია! ახლა ოჯახთან ერთად დასასვენებლად წავალ! ბოლოს და ბოლოს, გამოვიძინებ!

ავტოსადგომზე მივედი და ვნახე, რომ ვიღაც უცხო მამაკაცი ჩემი მანქანის კარის გაღებას ცდილობდა. გასაღებები ამოვიღე, კარები გავაღე და ისევ მას ვუყურებდი. მამაკაცმა შემამჩნია. მომენტალურად თავის გასაღებებს შეხედა, მერე მე შემომხედა. შემდეგ კი იმავე მარკისა და ფერის მანქანას, რომელიც გვერდით იდგა. თვალები ჩაწითლებული ჰქონდა და გადაღლილი ჩანდა. აქ მხოლოდ ერთი დიაგნოზია – ქრონიკული ძილის ნაკლებობა. “ჯობია მეტროთი იმგზავრო!” – ვურჩიე მამაკაცს. საბარგული გავხსენი და შუშის გაწმენდა დავიწყე. მამაკაცმა ჩემოდანი ჩემს საბარგულში ჩააგდო, დაკეტა და მერე დამინახა. წამით ჩუმად იდგა, შემდეგ კი წამოიძახა: „მართალია, მეტროთი ჯობია!“ ჩემოდანი ამოიღო და წავიდა.

ერთ დილას სამსახურში მივდივარ და ვხედავ ბიჭს, რომელიც სკოლაში მიდის. მძიმე ზურგჩანთას ატარებს და ფეხებს ძლივს მიათრევს. სწრაფად გავუსწარი, მაგრამ უცებ რაღაცის დაცემის ხმა გავიგე. შემოვბრუნდი და ვნახე, რომ ის პირქვე იწვა თოვლში. მაშინვე მივირბინე და მისი წამოყენება ვცადე. მან ოდნავ გაახილა თვალები და თქვა: არა უშავს, უბრალოდ დავიღალე.

სასტუმროს მიმღებში ვმუშაობ. ჩემი მოვალეობაა სტუმრის დახვედრა და გაცილება. ბოლო დღეები განსაკუთრებით დაძაბული იყო. საღამოს სახლში მეტროთი ვბრუნდებოდი, ცოტა ჩავთვლიმე. ერთ-ერთ გაჩერებაზე კარები რომ გაიღო, ავტომატურად წამოვიძახე: „საღამო მშვიდობისა! გვიხარია რომ ჩვენს სასტუმროში მობრძანდით!”.

ერთ დღეს ავტობუსში ჩემს წინ ძალიან უცნაური ადამიანი იჯდა. დაღლილი თვალები, დანაოჭებული სახე, რაღაცნაირად ნერვიული. უცებ მისმა ტელეფონმა დარეკა: „რა უნდა გაკეთდეს? რა სამუშაოა? სასწრაფოდ?”. შემდეგ მამაკაცმა გაიღიმა და ტელეფონში თქვა: ”იცით, ბატონო ვასილ, მე თქვენთვის არანაირ პროექტებს არ გავაკეთებ, არც დღეს, არც ხვალ და არც არასდროს!” ტელეფონი გათიშა და მთელი გზა იღიმოდა.

გადაღლა უცნაურ ადამიანად მაქცევს. ცოტა ხნის წინ გადასასვლელთან ვიდექი და მწვანე შუქის ანთებას ველოდებოდი, რათა გზა გადამეკვეთა. მხოლოდ სამი წუთის შემდეგ მივხვდი, რომ იქ შუქნიშანი არ იყო.

მიკროავტობუსში ვარ. ძალიან დაღლილი ვარ, თვალები ერთმანეთს ეწებება. ფული მომაწოდეს, რათა მძღოლისთვის გადამეწოდებინა. ფული გამოვართვი, არ შევბრუნებულვარ და პირდაპირ ისე გადავეცი, მაგრამ უცებ ვიგრძენი, რომ მძღოლის ხელი რატომღაც უცნაურად ცივი და პრიალა იყო. როცა შევბრუნდი, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ კუპიურები მის მელოტ თავზე დავდე.

მისაღები გამოცდების შემდეგ, დაქანცული, მაგრამ იმით გახარებული რომ ჩავაბარე, სახლში ტროლეიბუსით ვბრუნდებოდი. ტროლეიბუსში ავედი, ცარიელი ადგილი დავინახე და მთელი ძალებით მის დასაკავებლად გავიქეცი. უცებ დავინახე ბიჭი, რომელიც აშკარად იქ დაჯდომას აპირებდა. მივრბივარ და ვყვირი: „ახალგაზრდავ, გამატარეთ, ახლა ჩემი ჯერია, რომ დავნებდე!“ ბიჭმა გაკვირვებისგან უკან დაიხია და მე ცარიელ სკამზე დავჯექი.

ჩემი ძმები ძალიან ხუმარები არიან. ერთხელ, როდესაც ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, საღამოს ადრე ჩამეძინა. უცებ ძმები მაღვიძებენ და მიყვირიან, რომ გაკვეთილებზე მაგვიანდება. მალ-მალე ავდექი, მძინარემ ჩავიცვი და კბილები გამოვიხეხე. სახლიდან გასვლამდე მშობლების ოთახში ავედი დასამშვიდობებლად და უცებ დედა მეუბნება: “სად მიდიხარ, საღამოს 11 საათია!”.

ქრონიკულ დაღლილობას ზოგჯერ მცირე, მაგრამ არასასიამოვნო სიტუაციები ახლავს. ახლახან სახლში მიმავალმა ჩემი საყვარელი მარწყვის ბლინები ვიყიდე. დავიძინე იმ ოცნებებით, რომ დილით გავხსნიდი და სიამოვნებით ვისაუზმებდი. დილით კი ჩემს იმედგაცრუებას საზღვარი არ ჰქონდა – აღმოჩნდა, რომ ქილაზე მარწყვი კი არა, ხორცი ეხატა.

ხანდახან სიტუაციები უკიდურესად უცნაურია და არც კი იცი, როგორ მოიქცე. ერთხელ სამსახურიდან მეტროთი ვბრუნდებოდი. ძალიან დაღლილი ვიყავი და ვოცნებობდი, რომ საწოლამდე რაც შეიძლება მალე მივსულიყავი. უეცრად ვიღაც უცხო ადამიანმა ხელჩანთა გამომგლიჯა და ესკალატორზე გაიქცა. იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ ჩემთვის სულერთი იყო – მოიპარა და მოიპარა. ბიჭი ცოტა შორს გაიქცა და ისევ უკან დაბრუნდა. ჩანთა მომაწოდა და მითხრა: “გამომკიდებოდით მაინც! ასე როგორ შეიძლება!” ამის შემდეგ ის გაუჩინარდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს