ერთი შეხედვით, ნათესავები და ახლობლები ყოველთვის მხარში უნდა ამოუდგნენ ერთმანეთს და საიმედო მხარდაჭერა გაუწიონ, თუმცა ხშირად ცხოვრება სხვაგვარად წყვეტს. ახლობლები კამათობენ, შემდეგ წლები ერთმანეთს არ ეკონტაქტებიან. ეს ქალი მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა. დასთან ურთიერთობა შეწყვიტა, მაგრამ წლების შემდეგ მისი და მისი სახლის ზღურბლზე გამოჩნდა. Paparazzi ამ ქალის ისტორიას გიზიარებთ.
„ბოლო 10 წელია ჩემს დასთან კონტაქტი არ მქონია. ერთმანეთს არ ვნახულობდით და დღესასწაულებს არ ვულოცავდით. რამდენიმე დღის წინ ჩემს სახლთან გამოჩნდა და პირდაპირ თავის ამბის მოყოლა დაიწყო. ვიღაცამ უთხრა, რომ ახლა კარგად ვცხოვრობთ და ფულის სესხება გადაწყვიტა. ამბობს, რომ დები ვართ და სხვას ვერავის სთხოვს.10 წლის წინ ამ თხოვნით რომ მოსულიყო, აუცილებლად უარს ვეტყოდი. ახლა მესმის, რომ ცხოვრება შავ–თეთრი არაა. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ცხელ გულზე გადაწყვეტილების მიღება არ ღირს. არ ვიცი, როგორ მოვიქცე. თავიდან მოვყვები და გიამბობთ, რა მოხდა წლების წინ.
დედამ მე და ნინო მარტო გაგვზარდა. ბავშვობიდან ძალიან ვმეგობრობდით. დედას ვეხმარებოდით, მუშაობა ადრე დავიწყეთ. 22 წლისას გავთხოვდი. ჩემს მეუღლესთან ერთად სხვა ქალაქში გადავედი და თანდათან ერთმანეთს დავშორდით. ნინო დედასთან დარჩა. ისიც გათხოვდა. ასე ერთად ცხოვრება დაიწყეს. მთელი ეს დრო დედისთვის არაფერი მითხოვია. როგორც შემეძლო, ვეხმარებოდი. როცა დედა ლოგინად ჩაწვა, მუდმივად ჩამოვდიოდი, პროდუქტები მომქონდა და ფულს ვტოვებდი. იმ დროს ორ სამსახურში ვმუშაობდი და ბავშვს ვზრდიდი. ხშირად ჩამოსვლას ვერ ვახერხებდი, მაგრამ რეგულარულად ვეხმარებოდი.
როცა დედა გარდაიცვალა, აღმოჩნდა, რომ მთელი ქონება ჩემს დას დაუტოვა. თეთრიც არ დამრჩა. დამ მითხრა, რომ ეს სამართლიანი იყო, რადგან ბოლო წუთამდე მის გვერდით იყო. არავინ გაითვალისწინა, რომ მთელი მკურნალობა ჩემი ჯიბიდან ფინანსდებოდა. დის ღალატმა იმედი გამიცრუა. მეუღლემ მითხრა, რომ ყველაფერი ისე დავტოვო, როგორც არის. ასეც გავაკეთე, მაგრამ დასთან ურთიერთობა აღარ მსურდა.
ახლა, 10 წლის შემდეგ ჩემი კარის ზღურბლზე გამოჩნდა და დახმარებას, 5000 დოლარის სესხებას მთხოვს. მისი სიძის მშობლებმა თქვეს, რომ ახალგაზრდებს ბინას უყიდიან, მაგრამ იმ პირობით, თუ ისიც წილში შემოვა. მას ფული არ აქვს. სწორედ ამიტომ, დახმარებას მე მთხოვს. გულწრფელად, მისმა თხოვნამ თავიდან ძალიან გამაბრაზა. ერთი მხრივ, შემიძლია დავეხმარო. მეორე მხრივ, ჩემ მიმართ უსამართლოდ მოიქცა. დედის სახლი გაყიდა და უფროს ვაჟს ბინა უყიდა. ახლა მეორე ბინისთვის ფულს მთხოვს. ქმარი ამბობს, რომ ჩემს ნებისმიერ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს. ვფიქრობ, დროა ძველი წყენა დავივიწყო და ფული ვასესხო. ჩვენ ხომ ახლობლები ვართ. დედა ყოველთვის ერთმანეთის დახმარებას გვასწავლიდა. არ ვიცი, როგორ მოვიქცე“.
ვფიქრობ, ეს ქალი ძალიან ბრძენია. წლების შემდეგ წყენის გაშვება შეძლო და მზადაა, დას დაეხმაროს. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ეს ფული ვეღარ ნახოს. როგორც ჩანს, მის დას საშუალება არ აქვს, რომ ოდესმე დააბრუნოს. იქნებ, ყველაფრის ოფიციალურად გაფორმებას აზრი აქვს.