თითოეული მოსწავლე მაგალითების მოქმედებით ამოხსნაზე არა ერთ საათს ხარჯავს. ტესტის და გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მიღებული ცოდნა წარმოუდგენელი სისწრაფით ქრება. თითქოს, რამდენი შრომა ჩადეთ სწავლაში, მაგრამ მალე ამ სიბრძნის კვალიც აღარ რჩება. Paparazzi გთავაზობთ შეამოწმოთ, რამდენად კარგად აითვისეთ მაგალითების ამოხსნის საბაზისო ალგორითმი თავის დროზე. სხვა მაგალითებს შორის არის ერთი, რომელსაც ლეგენდარულ ინგლისელ მეცნიერს, სტივენ ჰოკინგს მიაკუთვნებენ.
მაგალითები
1. პირველი მაგალითი მარტივია, უფრო გახურებაა, რომელსაც ბევრი დაძლევს. თუ ყველა აუცილებელი წესი იცით, ორიანების სიმრავლე არ დაგაბნევთ. ნულზე გამრავლებამ ყველა კარტი შეიძლება ჩაგიშალოთ. ყოველი არითმეტიკული მოქმედებისას ფრთხილად იყავით.
2. მეორე მაგალითში გამრავლების და შეკრების გარდა, გაყოფაც მოგიწევთ. ალბათ, ეს თქვენთვის დიდი პრობლემა არაა. უშეცდომოდ ამოხსნა სცადეთ. გაიხსენეთ წესი, რომელსაც მკაცრი მათემატიკოსი ხშირად იმეორებდა.
3. ბოლო მაგალითს (და მის სხვადასხვა ვარიანტებს) თავად სტივენ ჰოკინგს მიაწერენ. მასში რაღაც გენიალური ნამდვილად არის. როგორ შეიძლება ახსნათ, რომ ამ მაგალითის ირგვლივ ყოველთვის ცხარე დებატები იმართება. ყველა დარწმუნებულია, რომ მისი ამოხსნა სწორია, თუმცა სწორი პასუხი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთია.
მინიშნებები და ამოხსნა
- ბევრი აქ ორიანს იღებს (როგორც პასუხს, ასევე შეფასებას), რადგან ყველა არითმეტიკულ მოქმედებას მარცხნიდან მარჯვნივ მკაცრი თანმიმდევრობით ასრულებს. ფრიადოსნებმა იციან, რომ ჯერ გამრავლება უნდა შესრულდეს და არა შეკრება. სწორედ ამიტომ, 2 + 2 + 2 + 2 × 0 + 2 = 2 + 2 + 2 + 0 + 2 = 8.
- ოქროს წესი „ჯერ გაყოფა და გამრავლება შეასრულეთ, შემდეგ შეკრება და გამოკლება“ მეორე მაგალითშიც გამოგადგებათ. 5 + 5 ÷ 5 + 3 × 3 = 5 + 1 + 9 = 15.
- პირველ რიგში, ფრჩხილებში მოქმედება შეასრულეთ. ფრჩხილების გახსნის შემდეგ მკაცრად მარცხნიდან მარჯვნივ წადით. ამ შემთხვევაში გამოვა 24 ÷ 4(4 + 3 – 1) = 24 ÷ 4 × 6 = 36. ბევრი აქ 1–ს იღებს, მაგრამ ეს არასწორი პასუხია.
ბევრი თავსატეხის და ამოცანის ამოხსნა ტვინის გავარჯიშებაში დაგეხმარებათ. ასეთი ვარჯიში ნამდვილად სასარგებლოა.